მურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე მურა |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 438 კმ |
| აუზის ფართობი | 13.824 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მაღალი ტაუერნი |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | დრავა |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | გრაცი |
მურა/მური (სლოვენ. Mura; გერმ. Mur; უნგრ. Mura) — მდინარე ცენტრალურ ევროპაში. მდინარე დრავის მარცხენა შენაკადი. მიედინება ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის საზღვარზე. სათავე აქვს აღმოსავლეთ ალპებში, ზღვის დონიდან 1898 მ სიმაღლეზე. სიგრძე 438 კმ,[1] აუზის ფართობი 13.824 კმ².[2] მდინარის 295 კილომეტრიანი მონაკვეთი ავსტრიაშია, 95 კილომეტრი სლოვენიაში, დანარჩენი კი ქმნის საზღვარს ხორვატიასა და უნგრეთს შორის.[1] ზემო წელში მიედინება ვიწრო ხეობაში, ქვედა ნაწილში ვაკეზე იშლება, სადაც მდებარეობს ქალაქი გრაცი. მდინარე დრავას ერთვის ლეგრადის სიახლოვეს. წყლის საშუალო ხარჯი 166 მ³/წმ. სანაოსნოა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მდინარე მურის შესახებ (გერმანული)
- მდინარე მურა (რუსული)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Reke, dolge nad 25 km, in njihova padavinska območja (Slovene, English). Statistical Office of the Republic of Slovenia (2002).
- ↑ Geographical and meteorological data. Statistical Yearbook. Croatian Bureau of Statistics (2009). წაკითხვის თარიღი: 2011-07-10.