ძველი გერმანელები
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|||
| ანტიკური დრო | |||
| ძველი გერმანელები | |||
| მიგრაციის პერიოდი | |||
| ფრანკთა სახელმწიფო | |||
| შუა საუკუნეები | |||
| ერთიანი სახელმწიფოს შექმნა | |||
| გერმანიის რაიხი | |||
| მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||
| თანამედროვეობა | |||
ძველი გერმანელები - ყველა იმ ბარბაროსი ტომის საერთო, ზოგადი სახელი, რომელიც ცხოვრობდა რომის იმპერიის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან ტომის უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით, იმპერიის საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებნი, ბევრ რამეს ითვისებდნენ რომაელებისაგან. ამასთან, ვერ ეგუებოდნენ რომაელთა გაბატონებას.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი ტომის ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს, დაამარცხეს და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ, რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Beck, Heinrich and Heiko Steuer and Dieter Timpe, eds. Die Germanen. Studienausgabe. Reallexikon der germanischen Altertumskunde. Berlin, New York: Walter de Gruyter 1998. Xi + 258 pp. ISBN 3-11-016383-7.
- Collins, Roger. Early medieval Europe. 300–1000. 2nd ed. Basingstoke: Macmillan 1999. XXV + 533 pp. ISBN 0-333-65807-8 *Geary, Patrick J. Before France and Germany. The creation and transformation of the Merovingian world. Oxford: Oxford University Press 1988. Xii + 259 pp. ISBN 0-19-504458-4.
- Geary, Patrick J. The Myth of Nations. The Medieval Origins of Europe. Princeton: Princeton University Press 2002. X + 199 pp. ISBN 0-691-11481-1.
- Herrmann, Joachim. Griechische und lateinische Quellen zur Frühgeschichte Mitteleuropas bis zur Mitte des 1. Jahrtausends unserer Zeitrechnung. I. Von Homer bis Plutarch. 8. Jh. v. u. Z. bis 1. Jh. v. u. Z. II. Tacitus-Germania. III. Von Tacitus bis Ausonius. 2. bis 4. Jh. u. Z. IV. Von Ammianus Marcellinus bis Zosimos. 4. und 5. Jh. u. Z. Berlin: Akademie Verlag 1988–1992. I: 657 pp. ISBN 3-05-000348-0. II: 291 pp. ISBN 3-05-000349-9. III: 723 pp. ISBN 3-05-000571-8. IV: 656 pp. ISBN 3-05-000591-2.
- Pohl, Walter. Die Germanen. Enzyklopädie deutscher Geschichte 57. München: Oldenbourg 2004. X + 156 pp. ISBN 3-486-56755-1.
- Pohl, Walter. Die Völkerwanderung. Eroberung und Integration. Stuttgart: Kohlhammer 2002. 266 pp. ISBN 3-17-015566-0. Monograph, German.