ალეჩის მყინვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| გერმ. Aletschgletscher | |
| კოორდინატები:
/ |
|
| ტიპი | ხეობის მყინვარი |
| მდებარეობა | ალპები, შვეიცარია |
| ფართობი | 86.8 კმ² |
| სიგრძე | 24.7 კმ |
| სისქე | 900 მ |
| მდგომარეობა | უკან იხევს |
ალეჩის მყინვარი (გერმ. Aletschgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი ალპებში, (შვეიცარია). იგი ეშვება ბერნის ალპების აღმოსავლეთი მასივის სამხრეთ კალთებზე, სადაც მდებარეობს მისი მკვებავი ვრცელი ფირნის ველი.
ალეჩის მყინვარი ალპების უდიდესი მყინვარია, რომლის ფართობი შეადგენს 86.8 კვ.კმ-ს (ფირნთან ერთად მყინვარის ფართობი იზრდება 117,6 კვ.კმ-მდე), ხოლო სიგრძე უდრის 24.7 კმ-ს. ეშვება 1450 მ სიმაღლეზე. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს.
2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 304, თბ., 1975 წელი.
- Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.