გრაუბიუნდენის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაუბიუნდენი
Graubünden
გერბი
Wappen Graubünden matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი კური
ოფიციალური ენები გერმანული,
იტალიური,
რეტორომანული
მოსახლეობა (2010) 192 621 კაცი
სიმჭიდროვე 27 კაცი/კმ²
ფართობი 7 105,44 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 4 049
 260
გრაუბიუნდენი რუკაზე
აბრევიატურა GR
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Graubünden

გრაუბიუნდენი (გერმ. Graubünden; იტალ. Grisons; რეტორ. Grischun) — შვეიცარიის უდიდესი კანტონი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ტიჩინოს, ურის, გლარუსისა და სანქტ-გალენის კანტონები, ასევე იტალია, ავსტრია და ლიხტენშტაინი. გრაუბიუნდენში სახლობს შვეიცარიის სამი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი და შესაბამისად გავრცელებულია სამი ენა — შვეიცარიული გერმანული, იტალიური და რეტორომანული. ასევე, ის ერთადერთი კანტონია, სადაც უძველესი რეტორომანული ენის დიალექტებზე დღემდე საუბრობენ. ადმინისტრაციულად კანტონი 11 რაიონადაა დაყოფილი.

2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 192 621 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 28 008 (14,84%) უცხოელია.[1] 47% კათოლიკეა, 41% პროტესტანტი.[2]

გრაუბიუნდენის ფართობი 7 105,2 კმ²-ია და ამ მხრივ უდიდესია შვეიცარიის კანტონებს შორის. პროდუქტიულად ტერიტორიის მხოლოდ 1/3 მიიჩნევა, მეხუთედი კი ტყითაა დაფარული. კანტონი მთლიანად მთიანია, მოიცავს მდინარე რაინისა და ინის ხეობებს. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს შვეიცარიის ერთადერთი ეროვნული პარკი. მისი ჩრდილოეთ ნაწილის მთები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული სახელით სარდონის ტექტონიკური ზონა.

კანტონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ერთ დროს ძველი რომის რეტიის პროვინციას მიეკუთვნებოდა, რომელიც ძვ. წ. XV საუკუნეში შეიქმნა. თანამედროვე დედაქალაქი კური რომაელების დროს კურიას სახელით იყო ცნობილი.

შვეიცარიის კონფედერაციაში კანტონი 1803 წელს შევიდა.

სოფლის მეურნეობა დღემდე რჩება იმ დარგად, რომელიც კანტონის დაშორებულ ხეობებს კვლავ დასახლებულად ტოვებს, ამიტომ, მის სუბსიდირებას აქტიურად ახდენს როგორც რეგიონული, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). წაკითხვის თარიღი: November 5, 2008.
  2. Federal Department of Statistics. (2008)Wohnbevölkerung nach Religion, nach Kantonen und Städten (Microsoft Excel). წაკითხვის თარიღი: 2008-10-06.