რაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაინი
Rheinsystem small english.jpg
ქვეყნები შვეიცარიის დროშა შვეიცარია, ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი, ავსტრიის დროშა ავსტრია, გერმანიის დროშა გერმანია, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სათავე ალპები
46°37′57″ ჩ. გ. 8°40′20″ ა. გ. / 46.63250° ჩ. გ. 8.67222° ა. გ. / 46.63250; 8.67222
სიგრძე 1233 კმ
აუზის ფართობი 185 000 კმ²

რაინი (გერმ. Rhein /ʀaən/, ფრანგ. Rhin /ʀɛ̃/, ნიდერლ. Rijn /rɛin/) — მდინარე დასავლეთ ევროპაში. გაედინება შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე. სიგრძე — 1230 კმ, აუზის ფართობი — 185 ათასი კმ².

მდინარე სათავეს ალპებში იღებს, გაედინება ბოდენის ტბით, გაივლის იურასი და შვარცვალდის ქედებს, ამის შემდეგ ზემორაინის დაბლობზე მიედინება. ქვემო დინება საშუალო ევროპულ დაბლობზეა, სადაც კალაპოტები რიგ ადგილებში დამბებით არის შემოფარგლული. ჩრდილოეთის ზღვაში მოხვედრამდე დანაწევრებულ დელტას ჰქმნის.

ძირითადი შენაკადებია: ნეკარი, მაინი, რური (მარჯვენა). აარე, მოზელი (მარცხენა).

ზემო წელზე გაზაფხულ-ზაფხულის წყალმარჩხობა, საშუალო და ქვემო დინებაში კი საკმაოდ წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში.

მდინარე სანაოსნოა 953 კმ-ზე, ქალაქ ბაზელამდე ბოდენის ტბის ჩათვლით. სამდინარო გზების საერთო სიგრძე მდინარე რაინის აუზში 3000 კმ-ია.

რაინი არხებით უკავშირდება რონას, მარნას, ვეზერს, ელბას.

ქალაქები რეინზე: არნემი (ნიდერლანდები), დიუსელდორფი, კელნი, ბონი, მაინცი, მანჰაიმი, ბორმსი, სტრასბურგი (საფრანგეთი), ბაზელი (შვეიცარია).

კუნძულები რაინზე: ალტენა

რაინისა და მოზელის შერთვა გერმანიის ქალაქ კობლენცთან

მდინარის სახელწოდება ითარგმნება როგორც „დინება“ (კელტურიდან).

1986 წლის 1 ნოემბერს რეინზე ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ფირმა "სანდოსის" ქიმიურ ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა მდინარეში 30 ტონა პესტიციდის, ვერცხლისწყლის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების ჩაღვრა გამოიწვია. შედეგად, წყალს წითელი ფერი დაედო, მდინარის რაიონებში ხალხს სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა, გფრ-ში წყალსადენები დაიკეტა, რომელთა მაგივრად ცისტერნებით ჩაზიდული წყალი გამოიყენებოდა. 10 დღის განმავლობაში დაბინძურება ჩრდილოეთის ზღვამდეც ავიდა. ექსპერტთა შეფასებით ნახევარი მილიონი თევზი დაიღუპა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გაქრა.

საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო 1987 წელს მიიღეს „სამოქმედო პროგრამა — რაინი“, რომელიც 2000 წლამდე იყო გათვლილი. სხვაგვარად ამ პროგრამას „ორაგული 2000“ ერქვა, რადგანაც ამ დროისათვის დაბინძურებისადმი ამ მგრძნობიარე თევზის მდინარეში დაბრუნებაზე იყო ორიენტირებული. ხელისუფლების აქტიური ქმედებების შედეგად, მდინარეში ნიტრატებისა და ფოსფატის ჩადიენაბა 50%-ით შემცირდა, სხვა სახის დაბინძურების შემცირება კი 80-დან 100%-მდე მოხდა. ორაგულიც 1997 წელს, 3 წლით ადრე დაბრუნდა მდინარის წყლებში. ამჟამად პროგრამა „რაინი 2020“ ტარდება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მდინარის წყალი 2020 წლისთვის საბანაოდ ვარგისი გახდეს.

რაინი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რაინი

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რაინი&oldid=2465985“-დან