ინი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ინი.
ინი
მდინარე ინი
მდინარე ინი
დახასიათება
სიგრძე 517 კმ
აუზის ფართობი 25.700 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე შვეიცარიის ალპები
კოორდინატები 46°24′50″ ჩ. გ. 9°40′00″ დ. გ. / 46.41389° ჩ. გ. 9.66667° დ. გ. / 46.41389; -9.66667
შესართავი დუნაი
კოორდინატები 48°34′25″ ჩ. გ. 13°28′41″ დ. გ. / 48.57361° ჩ. გ. 13.47806° დ. გ. / 48.57361; -13.47806კოორდინატები: 48°34′25″ ჩ. გ. 13°28′41″ დ. გ. / 48.57361° ჩ. გ. 13.47806° დ. გ. / 48.57361; -13.47806
განლაგებულია
მდინარე ინის აუზი
მდინარე ინის აუზი
ქვეყნები შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ინსბრუკი

ინი (გერმ. Inn, ლათ. Aenus, Oenus) — მდინარე შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 517 კმ, აუზის ფართობი 25.700 კმ². სათავე აქვს შვეიცარიის ალპებში, ზღვის დონიდან 2484 მ სიმაღლეზე. ქალაქ როზენჰაიმის ქვემოთ კვეთს ბავარიის პლატოს და მდინარე დუნაისთან შეერთებამდე ჭრის ბავარიის ტყის შტოქედს. ქალაქ პასაუს სიახლოვეს შეერთვის მდინარე დუნაის. თითქმის 2/3 მოქცეულია ალპების ფარგლებში. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა შემოდგომასა და ზამთარში. სანაოსნოა მდინარე ზალცახის შესართავიდან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.

ინის ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი, მათგან აღსანიშნავია ინსბრუკი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ პასაუსთან შეადგენს 738 მ³/წმ-ს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]