თიხა
თიხა — დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისაგან. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების — კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა — ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30-40%. ძირითადად ცემენტის როლს ასრულებს წმინდადისპერსიული თიხის მინერალები (კაოლინიტი, მონტმორილონიტი, ჰიდროქარსი და სხვ.). თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვ.) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკული, სამსხმელო, ნავთობის, კომბინირებული საკვების წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვ.
მეტამორფიზმის შედეგად თიხა გარდაიქმნება არგილიტად, თიხაფიქლად, ფილიტად.
მონტმორილონიტიანი თიხების საბადოები ცნობილია საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, მექსიკაში, იტალიაში, რუმინეთში, აშშ-ში და სხვ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- თიხა – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მაჩაბელი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 686, თბ., 1979 წელი.