ციურიხი
ვიკიპედიიდან
| ქალაქი
ციურიხი
Zürich
|
ციურიხი (გერმ. Zürich [ˈtsyːʁɪç], ციურიხის გერმ.: Züri [ˈtsyɾi], ფრანგ.: Zurich [zyʁik], იტალ.: Zurigo [dzu'ɾiːgo]) — შვეიცარიის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა: 376,815, 2007 წლის მონაცემებით) და ციურიხის კანტონის დედაქალაქი. ქალაქი შვეიცარიის მთავარი კომერციული და კულტურული ცენტრია და მხოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ ქალაქთა შორისაა. 2006 და 2007 წლებში ჩატარებული რამდენიმე საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგად ციურიხი მსოფლიოში "საუკეთესო ცხოვრების ხარისხის" ქალაქად დასახელდა.
