სატილია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სატილია
Pedicularis foliosa1.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Pedicularis

სატილია (Pedicularis) — მრავალწლოვან, იშვიათად ერთ- ან ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ნახევრად პარაზიტებია. აქვთ ფრთისებრ დაყოფილი ან განკვეთილი ფოთლები და თავთავისებრ ან მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი მოვარდისფრო-იისფერი, მეწამული, ყვითელი ან თეთრი ყვავილები. 600-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, უმთავრესად ჰიმალაიზე და ჩინეთში; მხოლოდ ერთი სახეობაა სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 12 სახეობა, რომლებიც იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ სარტყლამდე, მდელოებსა და ჩამონაზვავებზე, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში.

ჭაობის სატილია (Pedicularis palustris) იზრდება ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. შეიცავს გლიკოზიდ აუკუბინს (რინანტინს). სატილიის ზოგიერთი სახეობა დეკორატიულია.