გერმანული ენა
ვიკიპედიიდან
| გერმანული ენა Deutsche Sprache |
|
|---|---|
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: დაახ. 105 მლნ. მეორე ენა: დაახ. 80 მლნ. |
| გავრცელებულია | გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდო-ევროპული ენები
|
| დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა |
| ოფიციალური სტატუსი | გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ლუქსემბურგი. |
| ენის კოდები | ISO 639-1: de ISO 639-2: ger (B) deu (T) |
გერმანული ენა — გერმანელთა, ავსტრიელთა, გერმანო-შვეიცარიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს .
სექციების სია
|
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 105 მლნ.-ზე მეტი.
- ენის კოდი: de
- სახელწოდება: de – Deutsch; en – German; eo – Germana
- დამწერლობა: ლათინური
[რედაქტირება] სტატუსი
| ოფიციალური ენა: | გავრცელების არეალი: |
|---|---|
|
|
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] სიტყვის „Deutsch“ ეტიმოლოგია
სიტყვა „Deutsch“ მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „თიოდა“ (thioda, thiodisk), რაც ნიშნავს "ხალხის კუთვნილს", "ეროვნულს", „ხალხის ენაზე მოლაპარაკეს“. ამ სიტყვიდან მოდის ასევე ლათინური სიტყვა „theodisce“, რომელსაც იყენებდნენ იმ ერების აღსანიშნავად, რომლებიც ლათინურად არ საუბრობდნენ, კერძოდ, ამ შემთხვევაში კი გერმანელებისა და ჰოლანდიელების. ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ ჰოლანდიელები იმ ხანად ჯერ კიდევ არ მოიაზრებდნენ თავიანთ თავს გერმანელებისაგან გამოყოფით ცალკე ერად.
[რედაქტირება] განვითარება
გერმანული ენის ისტორია იწყება VIII—IX სს-ში ძველი ზემოგერმანული (Althochdeutsch) დიალექტების საფუძველზე, XIII—XV სს-ში განაგრძობს თავის განვითარებას საშუალო ზემოგერმანულის (Mittelhochdeutsch) სახელწოდებით, ხოლო XV ს-დან კი სრულიად ახალი სალიტურატურო გერმანული (Neuhochdeutsch) ენა იწყებს ჩამოყალიბებას. [1]. უძველესი წერილობითი ძეგლებია: სანტ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორეს ტრაქტატის თარგმანი რაინის ფრანკულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).
გერმანიის ტერიტორიაზე შუა საუკუნებში მრავლად იყო პატარ-პატარა ტერიტორიული წარმონაქმნები, რამაც განაპირობა საკმაოდ განსხვავებული დიალექტების წარმოქმნა. დიალექტთა მრავალფეროვნება ხელს უშლიდა საერთო გერმანული ენისა და კულტურის განვითარებას. ამის გამო, მე-13 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა პოეტებმა და მწერლებმა თავის შემოქმედებაში დიალექტური სიტყვების ხმარება აიკრძალეს. სწორედ ეს დრო ითვლება საერთო გერმანული სამწერლობო, ლიტერატურული ენის შექმნის პირველ მცდელობად.
1521 წელს მარტინ ლუთერმა თარგმნა ახალი, ხოლო 1534 წელს ძველი აღთქმა, რითაც მან განვითარების სრულიად საფეხურზე აიყვანა გერმანული ენა.
ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სალიტერატურო ენა ძირითადად დედაქალაქის დიალექტს ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში. სალიტერატურო ენამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად ჩაანაცვლა ადგილობრივი დიალექტები, ხოლო სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ უფრო მეტად განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობენ.
[რედაქტირება] პერიოდები
- 750—1050: ძველი ზემოგერმანული ენა (Althochdeutsch)
- 1050—1350: საშუალო ზემოგერმანული ენა (Mittelhochdeutsch)
- 1350—1650: ადრეული ახალი ზემოგერმანული ენა (Frühneuhochdeutsch)
- 1650-დან: ახალი ზემოგერმანული, ანუ თანამედროვე სალიტერატურო გერმანული ენა (Neuhochdeutsch)
[რედაქტირება] ანბანი
გერმანული ანბანი დაფუძნებულია ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 თანხმოვანი.
| А а /ა/ |
B b /ბე/ |
C c /ცე/ |
D d /დე/ |
E e /ე/ |
F f /ეჶ/ |
G g /გე/ |
H h /ჰა/ |
I i /ი/ |
J j /ჲოტ/ |
K k /კა/ |
L l /ელ/ |
M m /ემ/ |
||||||||||||
| N n /ენ/ |
O o /ო/ |
P p /პე/ |
Q q /ქუ/ |
R r /ერ/ |
S s /ეს/ |
T t /ტე/ |
U u /უ/ |
V v /ჶაუ/ |
W w /ვე/ |
X x /იქს/ |
Y y /იფსილონ/ |
Z z /ცეტ/ |
ხმოვნები: A a, E e, I i, O o, U u, Y y.
გერმანულში, სხვა ევროპული ენებისგან განსხვავებით, ასო V იკითხება როგორც ჶ (Vater, Vier), ხოლო Z, როგორც ც. ასო-ბგერა r შეიძლება გამოითქვას როგორც რ, ან ღ. გარდა ამ ასოებისა, გერმანულში არის დამატებითი ნიშნები:
ß-ს ნაცვლად ბოლო დროს ხშირად იხმარება ss, მაგალითად Groß - Gross.
დიფტონგები და ასოთა კომბინაციები:
- eu - ოი (neu (ნოი) - ახალი)
- äu - ოი (träumen (თროიმენ) - ოცნება)
- ie - იი (wie (ვიი) - როგორ)
- ei - აი (eins (აინს) - ერთი)
- h (ხმოვნის შემდეგ) - აგრძელებს ხმოვანს (gehen (გეენ)- წასვლა)
- s (ხმოვნის წინ) - ზ (sein (ზაინ)- ყოფნა)
- s (თანხმოვნის წინ ან სიტყვის ბოლოში) - ს (eins (აინს)- ერთი)
- st - შტ (straße (შტრასე)- ქუჩა)
- sp - შპ (später (შპეტერ) - გვიან)
- g (სიტყვის ბოლოში) - ჰ (zwanzig (ცვანციჰ) - ოცი)
- ch - ხ (ich (იხ) - მე)
- sch - შ (schlecht (შლეხთ) - ცუდი)
- tsch - ჩ (Deutsch (დოიჩ) - გერმანული)
- Dsch - ჯ (უცხოურიდან შემოსულ სიტყვებში: Aserbeidschan - აზერბაიჯანი)
[რედაქტირება] გრამატიკა
[რედაქტირება] მეტყველების ნაწილები
გერმანულ ენაში არის 11 მეტყველების ნაწილი:
- ზმნა - das Verb
- არსებითი სახელი - das Substantiv
- არტიკლი - der Artikel
- ზედსართავი სახელი - das Adjektiv
- ნაცვალსახელი - das Pronomen
- რიცხვითი სახელი - Das Numerale
- ზმნიზედა - das Adverb
- წინდებული - die Präposition
- კავშირი - die Konjunktion
- ნაწილაკი - die Partikel
- შორისდებული - die Interjektion
[რედაქტირება] ზმნა (Das Verb)
გერმანულ ენაში არის პირიანი და უპირო ზმნები. ზმნის პირიანი ფორმები იუღლება. მას აქვს პირის, რიცხვის, დროის, გვარისა და კილოს კატეგორიები. ზმნის უპირო ფორმებია: საწყისი (Der Infinitiv) და მიმღეობა (das Partizip). უმეტესი გერმანული ზმნა წინადადებაში იხმარება სამივე პირთან და ორივე რიცხვში. მათ პირიანი ზმნები ეწოდებათ. ზოგიერთი ზმნა მხოლოდ უპირო წინადადებებში გვხვდება მხოლობითი რიცხვის III პირში. ასეთი ზმნები უპირო ზმნებია.
[რედაქტირება] ზმნის ძირითადი ფორმები
გერმანულ ზმნებს აქვთ სამი ძირითადი ფორმა:
- განუსაზღვრელი ფორმა - Der Infinitiv I Aktiv
- ნამყო თხრობითი - Das Präteritum Aktiv
- მიმღეობა II - Das Partizip II
Infinitiv-ი არის ზმნის საწყისი ფორმა.
Präteritum-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე -te ბოლოსართის დართვით:
- fragen - fragte
- sammeln - sammelte
ხოლო ძლიერი უღლების ზმნები Präteritum-ში დაბოლოებას არ იღებენ და ფუძისეულ ხმოვანს იცვლიან:
- schreiben - schrieb
- spechen - sprach
Das Partizip II-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე ge- თავსართისა და -(e)t ბოლოსართის დართვით:
- fragen - fragte - gefragt
- baden - badete - gebadet
ძლიერი ზმნები Partizip II-ში ზოგჯერ კიდევ ერთხელ იცვლიან ფუძისეულ ხმოვანს და ge-en თავსართ ბოლოსართს დაირთავენ:
- schreiben - schrieb - geschrieben
- sprechen - sprach - gesprochen
[რედაქტირება] ზმნის დრო
თხრობითი და კავშირებითი კილოსათვის გერმანულ ზმნას აქვს 6 დრო: ახლანდელი (Präsens), ნამყო თხრობითი (Präteritum), ნამყო სასაუბრო (Perfekt), ნამყო წინარე (Plusquamperfekt), მყოფადი I (Futurum I), მყოფადი II (Futurum II)
[რედაქტირება] ახლანდელი დრო (Präsens)
ზმნა ახლანდელ დროში, გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას, რომელიც საუბრის მომენტში, აწმყოში ხდება:
- Ich lese das Buch - მე ვკითხულობ წიგნს
Präsens-ი იწარმოება ზმნის Infinitiv-ის ფუძეზე პირის ნიშნების დართვით. Infinitiv-ის ფუძე მივიღებთ, თუ ზმნას ჩამოვაცილებთ -n, ან -en დაბოლოებას:
- machen - mach-en, schreiben - schreib-en.
უღლებისას ზმნა დაირთავს შემდეგ პირის ნიშნებს:
|
|
მაგალითად ზმნა machen (კეთება) იუღლება ასე:
|
|
[რედაქტირება] ნამყო თხრობითი (Präteritum)
Präteritum-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, მოსაყოლად. მისთვის დამახასიათებელია წარსულში დაუსრულებელი მოქმედების აღნიშვნა:
- Ich las das Buch - მე ვკითხულობდი წიგნს
ზმნის პრეტერიტუმში უღლებისთვის მის მეორე ძირითად ფორმას (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) უნდა დავურთოთ პირის ნიშნები:
|
|
მაგალითად ზმნა wohnen (ცხოვრება):
|
|
[რედაქტირება] ნამყო სასაუბრო (Perfekt)
Perfekt-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი, უკვე დასრულებული მოქმედების გადმოსაცემად.
- Ich habe ein Buch gekauft - მე ვიყიდე წიგნი
Perfekt-ი იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip-II-ით (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა)და დამხმარე ზმნის sein-ის ან haben-ის Präsens-ით. იუღლება მხოლოდ დამხმარე ზმნა, ხოლო საუღლებელი ზმნის Partizip-II უცვლელი რჩება და წინადადების ბოლოში გადადის:
- Ich habe gelesen - მე წავიკითხე
მწვანე - დამხმარე ზმნა; წითელი - საუღლებელი ზმნა
მაგალითად sein-ით იწარმოება ზმნა kommen (მოსვლა):
|
|
ხოლო haben-ით იწარმოება ზმნა wollen (სურვილი):
|
|
Perfekt-ი haben-ით იწარმოება, თუ საუღლებელი ზმნა:
- არის გარდამავალი - nehmen, sagen, schreiben
- არის უკუქცევითი - sich erholen, sich anziehen,
- მოდალური - wollen, sollen, mussen...
- გარდაუვალი ზმნები, რომლებიც საგნის უძრაობას გამოხატავენ - liegen, stehen, arbeiten,
- უპირო ზმნები - regnen, donnern, blitzen...
- და თვითონ haben
ხოლო sein-ით იწარმოება:
- გარდაუვალი ზმნები რომლებიც საგნის გადაადგილებას გამოხატავენ - gehen, kommen, fahren,
- გარდამავალი ზმნები, რომლებიც მდგომარეობის შეცვლეს გამოხატავენ - aufstehen, sterben,
- დამხმარე ზმნები - sein და werden
- ზმნები - bleiben, begegnen, geschehen, gelingen, passieren, folgen, falen და სხვა.
[რედაქტირება] ნამყო წინარე (Plusquamperfekt)
Plusquamperfeqt გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, რომელიც უკვე დასრულებული იყო, ვიდრე მეორე მოქმედება დაიწყებოდა წარსულშივე. მეორე მოქმედება Prateritum-ით გამოიხატება.
- Der Zug war schon abgefahren, als ich zum Bahnhoh kam - მატარებელი უკვე წასული იყო, როცა მე სადგურში მივედი.
Plusquamperfeqt-ი იწარმოება დამხმარე ზმნების sein-ისა და haben-ის Prateritum-ით და საუღლებელი ზმნის Partizip-II-თი. haben-ისა და sein-ის შერჩევის წესი იგივეა, რაც Perfekt-ის შემთხვევაში:
- haben
|
|
- sein
|
|
[რედაქტირება] მყოფადი I (Futurum-I)
Futurum-I იხმარება იმ ამბის გადმოსაცემად, რომელიც მომავალში რეალურად უნდა შესრულდეს. Futurum I იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv I-ით. დამხმარე ზმნა იუღლება, საუღლებელი ზმნის Infinitiv I კი უცვლელად წინადადების ბოლოში გადადის.
|
|
[რედაქტირება] მყოფადი II (Futurum-II)
Futurum-II იხმარება მომავალ დროში სავარაუდოდ შერულებული, დასრულებული მოქმედების აღსანისნავად. Futurum-II იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv II-თი. (Infinitiv II იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip II-ითა და დამხმარე ზმნებით haben ან sein. მაგ: lesen - gelesen haben; kommen - gekommen sein).
|
|
[რედაქტირება] არტიკლი
არტიკლი გერმანულ ენაში დამხმარე მეტყველების ნაწილია. არტიკლი ყოველთვის არსებითი სახელის წინ დგას და გამოხატავს მის სქესს, რიცხვსა და ბრუნვას. არტიკლი გერმანულში სამგვარია: განსაზღვრული, განუსაზღვრელი და უარყოფითი. გრამატიკული სქესის მიხედვით, გერმანულ ენაში არტიკლიც სამია: მამრობითი, მდედრობითი და საშოალო:
- მამრობითი: der / ein / kein
- მდედრობითი: die / eine / keine
- საშუალო: das / ein / kein
[რედაქტირება] არსებითი სახელი
არსებითი სხელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს. გერმანულ ენაში არსებითი სახელები იყოფა მამრობითი (maskulinum), მდედრობითი (femininum) საშუალო (neutrum) სქესიც სახელებად. არსებითი სახელის სქესი მხოლობით რიცხვში გამოიხატება სქესის შესაბამისი არტიკლით(der, die, das), ხოლო მრავლობითში სქესი არ ჩანს (die).
[რედაქტირება] არსებითი სახელის რიცხვი
არსებით სახელს აქვს ორი რიცხვი: მხოლობითი და მრავლობითი. მრავლობით რიცხვში ყველა არსებითი სახელის არტიკლია die. გარდა ამისა, ზოგიერთი არსებითი სახელი დაირთავს სუფიქსს, ზოგი იცვლის ფუძისეულ ხმოვანს. უმეტეს სახელის ფუძეს, მრავლობითში გადაყვანისას, -en/-n, ან -e ბოლოსართი ემატება:
- der Staat - die Staaten
- die Wand - die Wände
- die Tafel - die Tafeln
[რედაქტირება] ბრუნება
გერმანულ ენაში არის ოთხი ბრუნვა:
გერმანულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში უმეტესწილად ლათინური ტერმინოლოგია გამოიყენება. არსებულ გერმანულ შესატყვისებს ძირითადად სკოლაში, ისიც მე-4 კლასამდე სწავლობენ, თუმცა ორივეს ცოდნა აუცილებლად მიიჩნევა..
- სახელობითი ბრუნვა – (r) Nominativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Werfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wer? (ვინ?), was? (რას?)
- ნათესაობითი ბრუნვა – (r) Genitiv, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wesfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wessen? (ვისი?, რისი?).
- მიცემითი ბრუნვა – (r) Dativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wemfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wem? (ვის?, რას?)
- ბრალდებითი ბრუნვა – (r) Akkusativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wenfall. ამ ბრუნვის კითხვებია: wen? (ვის?), was? (რას?)
[რედაქტირება] არტიკლის ბრუნება
-
- განსაზღვრული არტიკლი
|
|
|
|
|
|
|
-
- განუსაზღვრელი არტილკი
-
-
-
-
-
- Singular
-
-
-
-
|
|
|
|
-
- უარყოფითი არტიკლი
|
|
|
|
|
|
|
[რედაქტირება] არსებითი სახელის მდედრობითი ბრუნება
მდედრობით ანუ ნულოვან ბრუნებას ეკუთვნის მდედრუბითი სქესის ყველა არსებითი სახელი (die). მათ მხოლობით რიცხვში არა აქვთ დაბოლოება, ეცვლებათ მხოლოდ არტიკლი (არტიკლის ბრუნების წესის მიხედვით). მრავლობითში კი დაირთავენ -n ან -en დაბოლოებას:
|
|
|
|
|
[რედაქტირება] სუსტი ბრუნება
სუსტად იბრუნვის მხოლოდ სულიერი საგნის აღმნიშვნელი მამრობითი სქესის (der) არსებითი სახელები. სუსტი ბრუნების დროს არსებითი სახელი, გარდა მხოლობითი რიცხვის Nominativ-ისა, ყველგან დაირთავს -(e)n დაბოლოებას:
|
|
|
|
|
[რედაქტირება] ძლიერი ბრუნება
ძლიერ ბრუნებას მიეკუთვნება ყველა საშუალო სქესის სახელი (das), გარდა das Herz-ისა და მამრობითი სქესის ის არსებითი სახელები, რომლებიც სუსტად არ იბრუნვიან. ძლიერად ბრუნებისას არსებითი სახელი Genitiv-ში იღებს -s, an -es დაბოლოებას:
|
|
|
|
|
[რედაქტირება] ზედსართავი სახელი (Das Adjektiv)
ზედსართავი სახელი არის საგნის, თვისების ან ნიშნის გამომხატველი სიტყვა. იგი პასუხობს კითხვაზე wie? (როგორი). მას ასევე ახასიათებს სქესის, რიცხვისა და ბრუნვის კატეგორიები, რადგანაც ის არსებით სახელთან დგას და მასთან ერთად იბრუნვის. ზედსართავ სახელს აქვს სრული და უსრული ფორმები. სრული ფორმით ზედსართავი სახელი ახლავს არსებითს, როგორც მისი ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვა. იგი არტიკლსა და არსებით სახელს შორის დგას და იცვლება არსებით სახელთან ერთად:
-
- Dort steht ein schwarzer Tisch - იქ დგას შავი მაგიდა (მამრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
- Dort hängt eine schwarze Tafel - იქ კიდია შავი დაფა (მდედრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
- Dort stehen schwarze Tische - იქ დგანან შავი მაგიდები (მრავლ. რიცხვი, სახელობითი ბრუნვა).
მოკლე ფორმით ზედსართავი სახელი არ ახლევს არსებითს. იგი წარმოადგენს სახელადი შემასმენლის სახელად ნაწილს და არ იბრუნვის.
-
- Die Aufgabe ist schwer - დავალება რთულია.
[რედაქტირება] ნაცვალსახელი (Das Pronomen, die Pronomina)
ნაცვალსახელის, როგორც მეტყველების ნაწილის ძირითადი ფუნქციაა, შეცვალოს წინადადებაში არსებითი სახელი ან ახლდეს მას. გერმანულ ენაში არსებობს ნაცვალსახელების შემდეგი ჯგუფები:
- პირის ნაცვალსახელი - das Personalpronomen
- ჩვენებითი ნაცვალსახელი - das Demonstrativpronomen
- კუთვნილებითი ნაცვალსახელი - das Possessivpronomen
- უკუქცევითი ნაცვალსახელი - das Reflexivpronomen
- კითხვითი ნაცვალსახელი - das Fragepronomen
- მიმართებითი ნაცვალსახელი - das Relativpronomen
- განუსაზღვრელი ნაცვალსახელი - das unbestimmte Pronomen
- უარყოფითი ნაცვალსახელი - das negative Pronomen
- პირნაკლი ნაცვალსახელი - das unpersönliche Pronomen
[რედაქტირება] რიცხვითი სახელი (Das Numerale, die Numerialia)
რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან მთელი რიცხვის ნაწილს. გერმანულ ენაში არსებობს სამგვარი რიცხვითი სახელი:
- რაოდენობითი - Grundzahlwörter
- რიგობითი - Ordnungszahlwörter
- წილადი - Bruchzahlwörter
რაოდენობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რაოდენობას და დაესმის კითხვა wieviel? (რამდენი?). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ცხრილი იხ. განყოფილებაში - ლექსიკა ↓.
წილადი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელებზე -stel (19-მდე -tel) დაბოლოების დართვით. მაგალითად:
- ¼ - ein Viertel
- 2/30 - zwei Dreißigstel
რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს და პასუხობს კითხვაზე der wievielte? (მერამდენე). იგი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელზე -ste (19-მდე -te) ბოლოსართის დართვით. მაგალითად:
- zwei - zweite
- vier - vierte
- einundzwanzig - einundzwanzigste
გამონაკლისია eins (ერთი) და drei (სამი):
- eins - erste
- drei - dritte
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Guten Tag
- დილა მშვიდობისა - Guten Morgen
- საღამო მშვიდობისა - Guten Abend
- ღამე მშვიდობისა – Gute Nacht
- გამარჯობა (ფამილარული ფორმა) – Hallo
- გამარჯობა (ფამილარული ფორმა) - Grüß dich
- როგორ ხარ? - Wie geht es dir? Wie geht's?
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - (Herzlich) Willkommen
- გმადლობთ - Danke; Danke schön; Vielen Dank
- კი / არა - Ja / Nein
- გეთაყვა - Bitte
- ნახვამდის - Auf Wiedersehen; Tschüss
რიცხვები
- 1 - eins, 2 - zwei, 3 - drei, 4 - vier, 5 - fünf, 6 - sechs, 7 - sieben, 8 - acht, 9 - neun, 10 - zehn, 11 - elf, 12 - zwölf, 13 - dreizehn, 14 - vierzehn ... 20 - zwanzig, 30 - dreißig, 40 - vierzig... 100 - hundert, 1000 - tausend
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

