მემინდვრიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მემინდვრიები
Myodes glareolus
Myodes glareolus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მღრღნელები
ქვეოჯახი: მემინდვრიები
ლათინური სახელი
Microtinae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მემინდვრიები (ლათ. Microtinae) — ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია, ზოგიერთისა 36 სმ აღწევს. კუდი სხეულის სიგრძის ნახევარია, ზოგჯერ უფრო მოკლე. აქვთ მოკლე ყურები, პატარა თვალები, მომრგვალო ცხვირი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აერთიანებს 15-20 გვარის 100-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 8. ბინადრობენ ველზე, ტყეში, ჭაობში, მთებში და სხვა ადგილებში. მცენარეთა მიწესზედა ნაწილებით, ზოგიერთი სახეობა მარაგს იკეთებს. მრავლდებიან წლის თბილ პერიოდში. ზოგი — ზამთარშიც. უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია. იყენებენ ზოგიერთი მოზრდილი სახეობის (ონდატრა) ტყავს. მემინდვრიები მრავალი მტაცებელი სარეწაო ცხოველის ძირითადი საკვებია. ადამიანისა და ცხოველებისათვის ინფექციური დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ენცეფალიტი, ლეპტოსპიროზი და სხვა) რეზერვატორები არიან. მავნებლობის მხრივ, საშიშია საზოგადოებრივი (Microtus socialis) და ჩვეულებრივი (Microtus arvalis) მემინდვრიები.

ბრძოლის ღონისძიებანი[რედაქტირება]

ნიადაგის მოხვნა 25-30 სმ-ზე, მემინდვრიების ბუნებრივი მტრების მიზიდვა, ბაქტერიული პრეპარატის მობნევა თვითმფრინავიდან და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]