დრავა (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 707 კმ |
| აუზის ფართობი | 11,828 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კარნის ალპები |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | დუნაი |
| ქალაქები | ფილახი მარიბორი პტუი ვარაჟდინი ოსიეკი. |
დრავა (იტალ. Drava, გერმ. Drau, უნგრ. Dráva) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მიედინება იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე 707 კმ, აუზის ფართობი 11,828 კმ². დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იტალიაში, კარნის ალპებში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გურკი და მურა; მარჯვენა — გაილი, კარაშიცა. გაზაფხულზე წყალუხვია, ზამთარში წყალმცირეა. აგებულია დიდი ჰესები. სანაოსნოა ქალაქ ფილახამდე (650 კმ შესართავიდან). დიდ მონაკვეთზე წარმოადგენს უნგრეთისა და ხორვატიის სასაზღვრო მდინარეს.
დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობისაა. მდინარე დრავის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ფილახი, მარიბორი, პტუი, ვარაჟდინი, ოსიეკი. წყლის საშუალო ხარჯია 670 მ³/წმ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მდინარე დრავა – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- მდინარე დრავა – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)