ხეობა
ვიკიპედიიდან
ხეობა, მდინარის ეროზიული მოქმედების შედეგად გამომუშავებული რელიეფის უარყოფითი ფორმა. ძირი ნაწილობრივ მდინარის კალაპოტს უჭირავს, ფერდობებზე ხშირად ტერასებია. განივკვეთი უმთავრესად V-ებრი პროფილისა აქვს, მყინვარის მოქმედების შედეგად გადამუშავებულ ხეობას კი — U-ებრი. მთებისთვის დამახასიათებელია ვიწრო და ღრმა ხეობები, ვაკისათვის — გაშლილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 11, გვ. 469, თბ., 1987

