ეჟი კუკუჩკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჟი კუკუჩკა

ეჟი კუკუჩკა
ეჟი კუკუჩკა (მარცხნივ) და ანჯეი ჩოკი (1980)
დაბადების თარიღი 24 მარტი 1948
დაბადების ადგილი კატოვიცე, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 24 ოქტომბერი 1989
გარდაცვალების ადგილი ლჰოცზე, ჰიმალაი
საქმიანობა ალპინისტი

ეჟი კუკუჩკა (პოლ. Jerzy Kukuczka; დ. 24 მარტი 1948, კატოვიცე, პოლონეთი — გ. 24 ოქტომბერი 1989, ლჰოცზე, ჰიმალაი) — ცნობილი პოლონელი ალპინისტი. რაინჰოლდ მესნერის შემდეგ გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც დაიპყრო დედამიწის ყველა რვაათასიანი მწვერვალი. 1989 წელს ეჟი კუკუჩკა ლჰოცზეზე დაბრუნდა, რათა მის სამხრეთ კედელზე ასვლა განეხორციელებინა. ამავე წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 8200 მ სიმაღლეზე კუკუჩკა უბედური შემთხვევის შედეგად მწვერვალს მოწყდა. მეგობრებმა იგი დაკრძალეს ყინულის ნაპრალში. არის ორი წიგნის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]