ჰაერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰაერი — დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევი.

ჰაერისა და წყლის ზემოქმედებით სრულდება დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური პროცესები, ფორმირდება ამინდი და კლიმატი. ჰაერი არის ჟანგბადის ის ძირითადი წყარო, რომელსაც საჭიროებს ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ჰაერზე სათბობის წვით კაცობრიობა ძველთაგანვე ღებულობს სიცოცხლისა და საწარმოო საქმიანობისათვის საჭირო სითბოს.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1754 წელს ჯოზეფ ბლეკმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ჰაერი წარმოდგებოდა გაზების ნაერთისაგან და არა ერთგვაროვანი მასისაგან[1].

ჰაერის შემადგენლობა:
ნივთიერება აღნიშვნა მოცულობა, % მასა, %
აზოტი N2 78,084 75,5
ჟანგბადი O2 20,9476 23,15
არგონი Ar 0,934 1,292
ნახშირორჟანგი CO2 0,0314 0,046
ნეონი Ne 0,001818 0,0014
მეთანი CH4 0,0002 0,000084
ჰელიუმი He 0,000524 0,000073
კრიპტონი Kr 0,000114 0,003
წყალბადი H2 0,00005 0,00008
ქსენონი Xe 0,0000087 0,00004

ჰაერის შემადგენლობა იცვლება იმისდა მიხდევით თუ როგორ არის დაბინძურებული ჰაერი. დიდ ქალაქებში სადაც გამონაბოლქვი მეტია შესაბამისად მაღალია ნახშირორჟანგის ხვედრითი წილი.

ჰაერი როგორც წესი შეიცავს წყლის ორთქლსაც. მაგალითად 0 °C ტემპერატურაზე 1 მ³ შესაძლებელია შეიცავდეს მაქსიმუმ 5 გრამ წყალს, ხოლო +10 °C-ზე — უკვე 10 გრამს.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაერის ფიზიკური თვისებები:
პარამეტრი მნიშვნელობა
საშუალო შეწონილი მოლური მასა 28,98 გრ/მოლი
საშუალო ზღვრული სითბოტევადობა მუდმივი წნევის პირობებში cp 1,006 კჯ/(კგ·К)
საშუალო ზღვრული სითბოტევადობა მუდმივი მოცულობის პირობებში cv 0,717 კჯ/(კგ·К)
ადიაბატის მაჩვენებელი 1,40
ბგერის სიჩქარე (ნორმალურ პირობებში) 331 მ/წმ (1193 კმ/სთ)[2]
სითბური გაფართოების საშუალო კოეფიციენტი, ტემპერატურის ინტერვალზე 0—100 °C 3,67×10−3 1/К
ჰაერის დინამიური სიბლანტის კოეფიციენტი (ნორმალურ პირობებში) 17,2 მკპა·с
ჰაერის გაზავებადობა წყალში 29,18 სმ3/ლ
გარდატეხის მაჩვენებელი (ნორმალურ პირობებში) 1,0002926
გარდატეხის მაჩვენებლის გადახრის კოეფიციენტი 2,8×10−9 1/Pa
მოლეკულის საშუალო პოლარიზება 1,7×10−30
სატერლანდის მუდმივა Sat 171×10−7

ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ჰაერი, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისაგან შედგება. იგი, ასევე მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებსა და ნახშირბადის დიოქსიდსაც შეიცავს. ამას ემატება ჭვარტლისა და მტვრის მყარი ნაწილაკები.

ჰაერი ყველგანაა, მაგრამ არ ჩანს. მის არსებობა მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როდესაც ქარი უბერავს. ქარი მოძრავი ჰაერია. იგი ყველგან და ყველა მიმართულებით ვრცელდება. როდესაც ჰაერი თბება, ფართოვდება და მეტ სივრცეს იკავებს. ცხელი ჰაერი ცივზე უფრო მსუბუქია. ამიტომ მაღლა ადის. საჰაერო ბურთი მაღლა იმიტომ ადის, რომ ჰაერი ბურთის შიგნით უფრო თბილი და მსუბუქია, ვიდრე მის გარშემო. გაზის ქურა ჰაერს ათბობს და ცხელი ჰაერი ბურთს მაღლა წევს.

როდესაც ქურა გამორთულია ჰაერი ცივდება და ბურთი მიწაზე ეშვება. ზოგჯერ ჰაერი საგნებს სითბოს უნარჩუნებს. შალის ტანსაცმელი თბილია, რადგან მის ბოჭკოებს შორის ბევრი ჰაერია. ფრინველები ზამთარში ბუმბულს იჩეჩენ, რომ შიგ ბევრი ჰაერი დაიგროვონ და თბილად იყვნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]