პლატო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პლატო (მაგდალენა).
კარსტის ანუ კრასის პლატო

პლატო (ფრანგ. plateau „ბრტყელი“) — დედამიწის ზედაპირის ამაღლებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრტყელი ან ტალღისებური სუსტად დანაწევრებული რელიეფი. წარმოადგენს ამაღლებულ ვაკეს, რომელიც თავის მხრივ, მთიანეთის შემადგენლობაში შედის. აქვს კარგად გამოხატული ფერდობები. საშუალოდ ამა თუ იმ პლატოს სიმაღლე იცვლება 400 მ-იდან 600-მდე. რელიეფის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. ლავური მოქმედების შედეგად იქმნება ლავური პლატო (მაგ. ახალქალაქის პლატო).

პლატოს რელიეფი განირჩევა ქვაბულების, სერების, ბორცვებისა და კანიონისებრი ხეობების ერთობლიობით. გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმებიც (მაგ., უსტიურტის პლატო). არსებობს დენუდაციური, წყალქვეშა და სხვა ტიპის პლატოები. პლატო ფართოდ გავრცელებული რელიეფის ფორმაა ყველა კონტინენტზე.

საქართველოში აღსანიშნავია ახალქალაქის, გომარეთისა და დმანისის პლატოები; უსტიურტი, კრასი და სხვა პლატოები ევროპასა და აზიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Геологический словарь, Т., [2] М., 1955.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პლატო&oldid=2508854“-დან