მარკ ბიუფოი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარკ ბიუფოი

მარკ ბიუფოი
მარკ ბიუფოი
დაბადების თარიღი 1764
გარდაცვალების თარიღი 1827
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
ასტრონომია

მარკ ბიუფოი (ინგლ. Mark Beaufoy; დ. 1764 — გ. 1827) — ინგლისელი ასტრონომი, ფიზიკოსი,[1] ალპინისტი და მოგზაური. ბრიტანეთის არმიის ოფიცერი. იგი პირველი ბრიტანელი ალპინისტია, რომელმაც ასვლა განახორციელა ალპებში. 1787 წელს რიგით მეოთხეჯერ დაიპყრო ალპების უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (4810 მ). აღნიშნული მწვერვალი იზიდავდა აგრეთვე მის თანამემამულეებს: ჯეიმზ დევიდ ფორბზს (1809–1868), მალკინს (1803–1888), ჯონ ბოლს (1818–1889) და ალფრედ ვილზს. (1828–1912). ასრულებდა ასტრონომიულ დაკვირვებებს; გამოთქვა იდეა და შექმნა სქემები ჩრდილოეთ პოლუსის დაპყრობასთან დაკავშირებით.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Anita McConnell, ‘Beaufoy, Mark (1764–1827)’, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004