ფირვალდშტეტის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირვალდშტეტის ტბა
Brunnen.jpg
კოორდინატები: 47°01′10″ ჩ. გ. 8°24′04″ ა. გ. / 47.01944° ჩ. გ. 8.40111° ა. გ. / 47.01944; 8.40111
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე ზღვის დონიდან 434 
ფართობი 114 კმ²
მოცულობა 11.8 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 214 

ფირვალდშტეტის ტბა მდებარეობა შვეიცარია

Blue pog.svg

ფირვალდშტეტის ტბა (გერმ. Vierwaldstättersee; ლუცერნის ტბა) — ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ტექტონიკურ ქვაბულში, რომლის ფსკერი ძველი მყინვარებისაგან არის მოსწორებული. მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. ფართობი 114 კმ². მაქსიმალური სიღრმე 214 მ. წყლის მოცულობა 11.8 კმ³. სანაპიროს დიდი ნაწილი მკვეთრად მაღლდება მთებისკენ 1500 მ სიმაღლემდე. გარშემორტყმულია მთებით. ლანდშაფტი წარმტაცია. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. ტბაზე გაედინება მდინარე როისი. აგრეთვე ერთვის როისის აუზის რამდენიმე მცირე შენაკადი. შედგება ოთხი აუზისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო (1 კილომეტრამდე) სრუტეებით.

ზაფხულში წყლის დონე მატულობს, რაც განპირობებულია მთებში მყინვარების დნობით. წყალი მტკნარია, ფერად მოცისფრო. 1601 წელს მომხადრმა ძლიერმა მიწისძვრამ ტბაში ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 4 მ მიაღწია.[1] სანაოსნოა. განვითარებულია თევზჭერა. არის კალმახი. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცერნი. ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]