დიურანსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიურანსი
Durance
Durance near Manosque.jpg
მდინარე დიურანსი
ქვეყნები საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქალაქები ბრიანსონი, ავინიონი
სათავე კოტის ალპები
44°53′37″ ჩ. გ. 6°43′17″ ა. გ. / 44.89361° ჩ. გ. 6.72139° ა. გ. / 44.89361; 6.72139
შესართავი რონა
43°55′22″ ჩ. გ. 4°44′37″ ა. გ. / 43.92278° ჩ. გ. 4.74361° ა. გ. / 43.92278; 4.74361
შესართავის მდებარეობა საფრანგეთი
შესართავის სიმაღლე 20 მ
სიგრძე 323 კმ
აუზის ფართობი 14.342 კმ²

[[ფაილი:აღმოჩენილია ლუპი თარგ: თარგი:პოზრუკა+-ში|300px|hydro]]

<div style="font-size:88%;line-height:1.2em;position:absolute;z-index:2;left:ექსპესიის შეცდომა: ამოუცნობი სიტყვა „strong“.%;top:ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი < ოპერატორი.%">
Blue 0080ff pog.svg
<div style="font-size:88%;line-height:1.2em;position:absolute;z-index:2;left:ექსპესიის შეცდომა: ამოუცნობი სიტყვა „strong“.%;top:ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი < ოპერატორი.%">
Blue pog.svg

დიურანსი (ფრანგ. Durance) — მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. მდინარე რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კოტის ალპებში, ზღვის დონიდან 2325 მ სიმაღლეზე. სიგრძე 323 კმ, აუზის ფართობი 14.342 კმ². შუა დინებაში კვეთს პროვანსის ალპების შტოქედებს, ხოლო ქვემო დინებაში გამოდის რონის დაბლობის ფარგლებში. ზემო დინებაში აუზის საზრდოობაში მონაწილეობს მდნარი თოვლი, დანარჩენ მონაკვეთზე წვიმის წყლები. ზამთარსა და გაზაფხულზე (ივნისის ჩათვლით) დიურანსზე შეიმჩნევა ბობოქარი და საკმაოდ მაღალი წყალმოვარდნები, რომელიც ზოგჯერ იწვევს სანაპირო ნაყარის გარღვევასა და მდინარე რონის დაბლობის ფარგლებში წყალდიდობის წარმოქმნას.

1961 წელს მდინარის ზემო წელში შეიქმნა წყალსაცავი. ჰესი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში შეადგენს 188 მ³/წმ-ს. წყლის სპორტის სახეობების პოპულარული ადგილია. მდინარის ნაპირებზეა ქალაქები: ბრიანსონი, ავინიონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]