ადა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 313 კმ |
| აუზის ფართობი | 7 979 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ალპები |
| ჩაედინება | მდინარე პოში |
| ქვეყნები | |
ადა (ლათ. Abdua; ლომბარდ. Ada) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ერთ-ერთი შენაკადი. სათავეს იღებს ალპებში, შვეიცარია-იტალიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 313 კმ-ია. დინებისას ის გაივლის კომოს ტბას. პოს ერთვის ქალაქ კრემონადან რამდენიმე კილომეტრში. მდინარის აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი პუნტა-პურუკეტი (4 020 მ).
ადას გასწვრივ გაშენებული მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრომიო, სონდრიო, ბეკაჯიო, ლეკო და ლოდი. ასევე გაშენებულია ორი პარკი — ჩრდილოეთ ადას და სამხრეთ ადას პარკები.
მდინარე ძირითადად მყინვარის წყლით საზრდოობს, რის გამოც ყველაზე წყალუხვი ზაფხულში, ივნის-ივლისშია. წყლის საშუალო ხარჯია 186,85 მ³/წმ.
მდინარე ადა კრესპი-დ’ადასთან