მეტამორფული ქანები
მეტამორფული ქანები — დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და ფლუიდების გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანები.
მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს — პარაქანებს. მეტამორფულ ქანებს ახასიათებს ფიქლებრივი ტექსტურა.
მეტამორფული ქანების შედგენილობა განისაზღვრება საწყისი ქანის შედგენილობით, მეტამორფიზმის ტემპერატურითა და წნევით, ხოლო მეტასომატიზმის დროს — ნივთიერების მიგრაციის ინტენსიურობით. თიხით მდიდარი ქანების მეტამორიზმის შედეგად წარმოიქმნება ფილიტები, ქარსიანი ფიქლები და გნაისები. მერგელებისა და ფუძე მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად — ქლორიტიანი ფიქლები და ამფიბოლიტები; კირქვების ხარჯზე — მარმარილო.
ძალზე დიდი წნევის პირობებში წარმოიქმნება ეკლოგიტები. მეტამორფული ქანების შემადგენელი სპეციფიური (ტიპომორფული) მინერალებია — ანდალუზიტი, სილიმანიტი, დისთენი, სტავროლითი, გრანატები და სხვა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- შენგელია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 609, თბ., 1983 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მეტამორფიზმი (ინგლისური)
- მეტამორფიზმი (ინგლისური)
- მეტამორფიზმი (ინგლისური)