ედელვაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ედელვაისი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Leontopodium alpinum | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ედელვაისი (გერმ. Edelweiß < edel — კეთილშობილი და weiß — თეთრი) (Leontopodium alpinum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყავილოვანთა ოჯახისა. დაფარულია თეთრი, სქელი ბეწვით; ყვავილედი გარემოცულია გრძელი, ბეწვიანი მფარავი ფოთლებით და თეთრ ვარსკვლავს წააგავს. იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 1700-2300 მ. ციმბირში გვხვდება მისი ახლო მონათესავე სახეობა - ციმბირული ედელვაისი (Leontopodium sibiricum), ხოლო ჰიმალაის მთებში — ჰიმალაიური ედელვაისი (Leontopodium himalaicum). ედელვაისს აშენებენ დეკორატიული მცენარედ ბაღჩის ქვიან კუთხეებში და „ალპურ გორაკებზე“.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 27, თბ., 1979