გამოზიდვის კონუსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამოზიდვის კონუსი

გამოზიდვის კონუსი (ინგლ. Alluvial fan) — დედამიწის ზედაპირის რელიეფის ფორმა, რომელიც მსოფლიოს მრავალი ბუნებრივი ადგილისათვის არის დამახასიათებელი. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში, ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის დამახასითებელია ზრდა.

გვხვდება ისეთი გამოზიდვის კონუსები, რომლებიც გამოირჩევიან სუსტი შედგენილობის გრუნტით, ამიტომ მათზე რაიმეს განაშენიანებისათვის საჭიროა ჯერ გეოლოგიური კვლევის ჩატარება. გამოზიდვის კონუსებზე ხშირად გაფანტულია დასახლებული პუნქტები.

საქართველოში აღნიშნული რელიეფის ფორმები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ფართოდ ცნობილი გამოზიდვის კონუსები გვხვდება კახეთში. მაგალითად მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის ფართობია დააახლოებით 35 კვ.კმ. გამოზოდვის კუნუსზე მდინარე იტოტება კიდეც. ზომები 10 X 6,5 კმ. განთქმულია ასევე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5 X 3,2 კმ). გამოზიდვის კონუსებს საქართველოს სხვა მდინარეებიც ქმნიან.


[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე