ციურიხის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციურიხის ტბა
Zürichsee Uto Kulm.jpg
კოორდინატები: 47°15′28″ ჩ. გ. 8°38′56″ ა. გ. / 47.25778° ჩ. გ. 8.64889° ა. გ. / 47.25778; 8.64889
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე ზღვის დონიდან 409 
სიგრძე 40 კმ
სიგანე 1-4 კმ
ფართობი 88 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 143 

ციურიხის ტბა მდებარეობა შვეიცარია

Blue pog.svg

ციურიხის ტბა (გერმ. Zürichsee, ფრანგ. Lac de Zurich) — ტბა შვეიცარიაში, გლარნის ალპების ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 409 მ სიმაღლეზე. მდებარეობს სანქტ-გალენის, შვიცისა და ციურიხის კანტონების ტერიტორიაზე. ფართობი 88 კმ². მაქსიმალური სიგრძე 40 კმ, სიგანე 1-იდან 4 კმ-მდე. ნამგლისებური ფორმისაა. მოქცეულია ძველმყინვარულ ქვაბულში. უდიდესი სიღრმე 143 მ. აღმოსავლეთ ნაწილში ერთვის მდინარე ლინთი, რომელიც გამოედინება ტბის დასავლეთი ნაპირებიდან ქალაქ ციურიხის რაიონში მდინარე ლიმატის სახელწოდებით.

ჯებირებით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. უმცირესი — ზემო ტბა (გერმ. Obersee) შვიცისა და სანქტ-გალენის კანტონებს შორისაა, ქვედა ტბა — (გერმ. Untersee) მოქცეულია მთლიანად ციურიხის კანტონის ტერიტორიაზე. ციურიხის ტბის ქვედა მონაკვეთი გამოირჩევა დიდი სიღრმით. ნაპირების გასწვრივ გაყვანილია რკინიგზის ხაზი. ტბაში 2 კუნძულია. სანაოსნოა. მიმდინარეობს თევზჭერა. ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირზეა ქალაქი ციურიხი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]