ბრიენცის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბრიენცის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 564 მ |
| სიგრძე | 14 კმ |
| სიგანე | 2,8 კმ |
| ფართობი | 29,8 კმ² |
| მოცულობა | 5.17 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 260 მ |
| საშუალო სიღრმე | 173 მ |
ბრიენცის ტბა (გერმ. Brienzersee) — ტბა შვეიცარიაში, ბერნის ალპებში, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე. სიგრძე 14 კმ, სიგანე 2,8 კმ, ფართობი 29,8 კმ², მაქსიმალური სიღრმე 260 მ. ტბაში გადის მდინარე აარე, რომელიც მას თუნის ტბასთან აკავშირებს. ერთვის აგრეთვე რამდენიმე მცირე შენაკადი. მოქცეულია საკმაოდ ღრმა ქვაბულში ბრიენცსა (აღმოსავლეთით) და ბენიგენს (დასავლეთით) შორის. ჩრდილოეთ მხარეს აღმართულია ალპის მთების განშტოება, რომლის სიმაღლე 2000 მეტრამდე აღწევს.
სამხრეთ სანაპიროსთან ჩანჩქერია, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროზე რამდენიმე დასახლებული პუნქტია, მათ შორის ინტერლაკენი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტბაა. მიმდინარეობს თევზჭერა. მოიპოვება ქორჭილა. სანაოსნოა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრიენცის ტბა“ ვიკისაწყობში.- ბრიენცის ტბა – ინფორმაცია (გერმანული)
- ბრიენცის ტბა – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)