მაინი (გერმანია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მაინი - (ინგლ. Main), მდინარე გერმანიაში რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 524 კმ, აუზის ფართობი 27,2 ათასი კმ2. წარმოიქმნება მდინარეების როტერ-მაინისა და ვაისერ-მაინის შეერთებით; პირველს სათავე აქვს ფრანკონიის ალბის კალთებზე, მეორეს- ფიხტელის მთებში. წყალდიდობა იცის ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში, წყალმოვარდნები - ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 170 მ3/წმ-ში. სანაოსნოა შესართავიდან 400 კმ-ზე. მაინის აუზი ლუდვიგის არხით უკავშირდება დუნაის წყლის სისტემას. ხეობა მჭიდროდ არის დასახლებული. დიდი ქალაქებია: ვიურცბურგი, მაინის ფრანკფურტი.
სტატიის