მაჩიტასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაჩიტასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Campanulaceae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მაჩიტასებრნი (Campanulaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ბუჩქბალახები, ზოგჯერ ბუჩქები და ტანდაბალი ხეებია. 70-მდე გვარის 2000-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მხოლოდ 2 გვარია ტროპიკების მთებში. საქართველოში 4 გვარის 78-მდე სახეობაა. სახეობათა სიმრავლით და გავრცელებით უფრო მნიშვნელოვანი გვარია მაჩიტა. მაჩიტასებრთა ბევრი სახეობა დეკორატიულია. ზოგი იხმარება ხალხურ მედიცინაში, ხოლო, ზოგიერთი სარეველაა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 510, თბ., 1983 წელი.