იულიუსის ალპები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იულიუსის ალპები მთათა მასივის ერთ–ერთი ხედი

იულიუსის ალპები (სლოვენურად - Julijske Alpe; იტალიურად - Alpi Giulie) წარმოადგენს კირ–ქვოვანი ალპების სამხრეთით მდებარე მთათა მასივს და შედგება ორი ნაწილისაგან – სლოვენიის ზემო და შიდა კრაინასა და იტალიის რეგიონის ფრიული–ვენეცია–ჯულიასაგან.

იულიუსის ალპები გაიუს იულიუს კეისრის სახელს უკავშირდება. სწორედ იულიუს კეისარს ფრიაულისა და დასავლეთ კრაინას შორის დაუარსებია პროვინცია და მისი დედაქალაქი ჩივიდალე დელ ფრიული. ანტიკურ ხანაში ეს სახელი ერქვა ასევე სამხრეთით მთებს და ასე მოიცავდა ტირნოვისა და ხრუშიცას ტყეებს. დღესდღეობით ისინი დამოუკიდებელ რეგიონებს წარმოადგენენ.

სექციების სია

[რედაქტირება] ზოგადი დახასიათება

იულიუსის ალპები არის ციცაბო მთათა მასივი, რომლის სიმაღლე არის დაახლ. 2.750 მ. ყველაზე მაღალი მთა არის ტრიგლავი (2.864 მ.). ტრიგლავი წარმოადგენს ყველაზე მაღალ მთას სლოვენიაში და შესაბამისად ყოფილ იუგოსლავიაში. აქა–იქ გვხვდება მყინვარი. იულიუსის ალპებს შუაზე – აღმოსავლეთ და დასავლეთ ჯგუფად ჰყოფს დიდი პრედილის, ან რაბელის ხეობა (იტალ.: Cave del Predil, სლოვენ.: Rabelj) და ნევეას უნაგირა მთა (იტალ.: Sella Nevea).

სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალები არის მოტაში, ვიშბერგი, კანინი, მანგარტი, იალოვეცი, პრისოინიკი, რაზორი და სკრლატიცა.

[რედაქტირება] მოსახლეობა და ისტორია

მონტაში
რაზორი (მარცხნივ) და პრისოინიკი (მარჯვნივ)

იულიუსის ალპებზე გადიოდა და გადის საზღვარი სლოვენურ და ფრიაულურ ენობრივი სივრცეებს შორის. იმის გამო, რომ ეს ტერიტორია ერთ ხანს ჰაბსბურგთა მონაქიას ეკუთვნოდა გერმანულმა მოიკიდა ფეხი, კერძოდ კი ცარცსა და კანალტალში.

1866 წელს ავსტრიიასაგან ერგო იტალიას ფრიაულის ნაწილი.

პირველ მსოფლიო ომის ერთი ფრონტი იულიუსის ალპებშიც იყო, სადაც ბუნებრივი პირობების გამო უსასტიკესი პოზიციური ბრძოლები გაიმართა, რომლის მასშტაბების წარმოდგენა დღემდე შემორჩენილი მავთულხლართების და აუფეთქებული ჭურვების გამო არც ახლაა რთული. (შდრ. სამთო ომი 1915–1918)

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იტალიას დარჩა იულიუსის ალპების დიდი ნაწილი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთის მხრივ ტალიამენტოსა და ჟილიცას, ხოლო მერეს მხრივ კი სავესა და ისონცოს შორის არსებულ წყალგამყოფთან უკანდახევა მოუწიათ ისევ იტალიელებს და ერთი ნაწილი იუგოსლავიას ხვდა წილად. (იხ. ტრიესტის თავისუფალი მხარე).

სწორედ იმის გამო, რომ ეს მიწები გამუდმებით დიდ სახელმწიფოთა შორის ხელიდან ხელში გადადიოდა ისტორიულად მრავალენოვან მხარედ ჩამოყალიბდა.

[რედაქტირება] ტურისტული ცენტრები

კანინი
მოისტროვკა


[რედაქტირება] ვებ–გვერდები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები