ვანუაზის მასივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანუაზის მასივი
ვანუაზის მასივი
ვანუაზის მასივი
კოორდინატები: 45°24′19″ ჩ. გ. 6°49′39″ ა. გ. / 45.40528° ჩ. გ. 6.82750° ა. გ. / 45.40528; 6.82750
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უმაღლესი წერტილი გრანდ-კასი
სიმაღლე 3855 
ვანუაზის მასივი — საფრანგეთი
ვანუაზის მასივი

ვანუაზის მასივი (ფრანგ. Massif de la Vanoise) — მთის მასივი სავოიის ალპებში, საფრანგეთში. ვრცელდება მდინარეების არკისა (სამხრეთით) და იზერის (ჩრდილოეთით) ხეობებს შორის. სიმაღლე 3855 მ (მთა გრანდ-კასი). აგებულია კრისტალური პალეოზოური ქანებით, მეზოზოური ფიქლებით, კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის ალპური ფორმები. ვანუაზის მასივზე 100-ზე მეტი მყინვარია, რომელთა უმეტესობა მცირე ფართობისაა. შემოსილია წიწვოვანი ტყეებით, მდელოებით.

1963 წელს ვანუაზის მასივზე შეიქმნა ვანუაზის ეროვნული პარკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]