ბრენტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრენტა
მდინარე ბრენტა ქალაქ ბასანო-დელგრაპაში
მდინარე ბრენტა ქალაქ ბასანო-დელგრაპაში
დახასიათება
სიგრძე 174 კმ
აუზის ფართობი 2 300 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ლევიკოსა და გალდონაცოს ტბები
ჩაედინება ადრიატიკის ზღვა
ქვეყნები იტალიის დროშა იტალია

ბრენტა (იტალ. Brenta) — მდინარე იტალიაში, რომელიც სათავეს იღებს ტრენტოს პორვინციაში და ჩაედინება ადრიატიკის ზღვაში, ვენეციის ლაგუნის სიახლოვეს, ვენეტოს რეგიონში. მისი სიგრძე 174 კმ-ია.

ძველ რომაულ ერაში მას მედოაკუსს უწოდებდნენ (ძვ. ბერძ. Mediochos, Μηδειοχος) და ქალაქ პადუასთან იგი ორ განშტოებად იყოფოდა — მედოაკუს მაიორად და მედოაკუს მინორად. შუა საუკუნეებში მდინარემ დინების მიმართულება შეიცვალა და პადუის შემდეგ, მისი კალაპოტი მდინარე ბაკილონემ დაიკავა. მისგან პირველი არხი XVI საუკუნეში გაიყვანეს, რომელიც საკმაოდ გრძელი იყო და სოფელ სტრადან ადრიატიკის ზღვამდე მიემართებოდა. მეორე არხი, რომელსაც ხშირად რივიერა-დელ-ბრენტას უწოდებენ, მისი მარცხენა ნაპირიდან გაიყვანეს და ერთმანეთთან დააკავშირა პადუა და ვენეცია. მართლაც, ბრენტა უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზას წარმოადგენდა და სულ მალე მისი და რივიერა-დელ-ბრენტის გასწვრივ დიდი ვილები წამოიმართა. დღეისათვის, მხოლოდ სამი მათგანია დამთავალიერებელთათვის ღია.

ქალაქ ბასანო-დელ-გრაპაში, ბრემტაზე გადებულია ხიდი პონტე-ვეკიო (იტალ. ძველი ხიდი). ეს სახურავიანი ხიდი 1569 წელს ანდრეა პალადიომ დააპროექტა. იგი პონტონის სტილისაა და მთლიანად ხითაა ნაგები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]