ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | |
![]() | |
რეგიონი | |
---|---|
სიმჭიდროვე |
93,58 კაცი/კმ² |
ფართობი |
668 კმ²[1] |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
ეროვნება |
ქართველები 99,73 % |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიონში 58 დასახლებული პუნქტია. დიდი სოფლებია: ინგირი (4,0 ათასი), კახათი (4,0 ათასი), ჭითაწყარი (3,3 ათასი) და რუხი (2,8 ათასი).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[1] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზუგდიდის | 96 643 | 112 241 | 120 217 | 125 444 | 126 800 | 167 760 | 105 509 | 105 700 | 104 200 | 103 300 |
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- 17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტა, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხაშკარი;
- 12 სათავო სოფელი — 12: ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, გრიგოლიში, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარი როლი ეკუთვნის სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეჩაიეობას და მასზე დაფუძნებულ გადამამუშავებელ მრეწველობას. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებია მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია ჩაის ფაბრიკები, ფაიფურის, ავეჯის და ღვინის ქარხნები, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა.
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
- ცაიშის საკათედრო ტაძარი
- კოკის ეკლესია
- ჭკადუაშის (ახალდაბის) ტაძარი (ნანგრევები)
- ხეცერის ეკლესია (ნანგრევები)
- ტყაიის წმინდა გიორგის ეკლესია
- ანაკლიის ციხე
- რუხის ციხე
- ჭაქვინჯის ციხე
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|