კათოლიციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კათოლიკობა)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Oxygen480-mimetypes-signature.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Rezo1515.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ნოემბერი 26, 2021.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

Emblem of the Papacy SE.svg
კათოლიკე ეკლესია
Ecclesia Catholica
Saint Peter's Basilica facade, Rome, Italy.jpg
წმინდა პეტრეს ბაზილიკა, მსოფლიოს უდიდესი კათოლიკური ეკლესია
შემოკლებით კათოლიციზმი
წმინდა წერილი ბიბლია
თეოლოგია კათოლიკური თეოლოგია
პოლიტიკა სამოციქულო
მმართველობა წმინდა საყდარი
სტრუქტურა არქისაეპისკოპოსო: 640
საეპისკოპოსო: 2,851
სამრევლო: 221,700
მეთაურის წოდება რომის პაპი
მეთაურის სახელი ფრანცისკე
არეალი მსოფლიო
ენა ლათინური (ოფიციალური) და ადგილობრივი ენები
ლიტურგია დასავლური და აღმოსავლური
დედაქალაქი რომი, იტალია (დე იურე)
ვატიკანი (დე ფაქტო)
დამფუძნებელი იესო ქრისტე (რელიგიის)
პეტრე მოციქული (საკუთრივ რომის ეკლესიის)
დაფუძნების თარიღი წმინდა მიწა
დაფუძნების ადგილი I საუკუნე
ეკლესიები ლათინური ეკლესია და 23 აღმოსავლეთის ეკლესია
საავადმყოფოები 5,500
სკოლები 139,000
ვებ-საიტი www.vatican.va
მრევლი: 1.345 მილიარდი (2019)
ეპისკოპოსები: 5,364
მღვდლები: 414,336
დიაკვნები: 48, 238
ქრისტიანობა
P christ2.png
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

კათოლიციზმი (ბერძ. καθολικός), ოფიციალური სახელია რომის კათოლიკური ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica Romana), ან უბრალოდ კათოლიკე ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica) ― ქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც, 2019 წლის მონაცემებით 1.345 მილიარდი მონათლული კათოლიკე მიმდევარი ჰყავს. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია.

კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს ნიკეის საეკლესიო კრების მრსწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად იესო ქრისტემ დააარსა. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო რომის პაპი თავად წმინდა პეტრეს მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს.

შვიდი საიდუმლოდან კათოლიციზმში მთავარ ადგილს ევქარისტია იკავებს, რომელიც ლიტურგიულად აღევლინება მესისას. ამ დროს შეწირული პური და ღვინო წარმოადგენს ქრისტეს ხორცისა და სისხლის განსახიერებას. კათოლიციზმში ასევე დიდი ადგილი უკავია წმინდა მარიამს, რომელიც აღიქმება მარადიულ ქალწულად, ღვთისმშობლად, ზეცის დედოფლად და ეკლესიის დედად. კათოლიკური სოციალური სწავლება ასევე ხაზს უსვამს ავადმყოფთა, ღარიბთა და ტანჯულთა მხარდაჭერას მოწყალების ფიზიკური და სულიერი საშუალებების მეშვეობით. კათოლიკური ეკლესია ათასობით სკოლასა და საავადმყოფოს ფლობს მთელი მსოფლიოს გარშემო, რის გამოც იგი არის განათლებისა და ჯანდაცვის უმსხვილესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში. მის დაქვემდებარებაშია ასევე არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია.

კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკე მისიონერები დღემდე მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ ადამიანთა მოქცევისა და დიასპორის გაზრდის მიზნით. XX საუკუნეში ევროპაში განხორციელებული სეკულარიზმის პოლიტიკისა და კომუნისტური რეჟიმის მიერ ქრისტიანობის დევნის გამო, დღეისათვის კათოლიკეთა უმეტესობა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა. XX საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ დოგმატური სწავლებების, ქალების მღვდლებად ხელდასმის წინააღმდეგ არსებული დოქტრინისა და სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოციქულთა ეპოქა და პაპობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური პერიოდი და ადრეული შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეები და ადრეული რენესანსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური წესის ღვთისმსახურების გაჩენა და დიდი სქიზმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვაროსნული ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავინიონის პაპობა და დასავლური სქიზმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკონკისტას დასასრული და ინკვიზიციის გაჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენების ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტესტანტული რეფორმაცია და კონტრ-რეფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პროტესტანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუთერის გამოჩენა და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმაცია გერმანიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმაცია ინგლისსა და შოტლანდიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმაცია სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმაცია ნიდერლანდებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის რელიგიური ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცდაათწლიანი ომი და რეფორმაციის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განმანათლებლობა და თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნე და კათოლიკეთა დევნა კომუნისტურ რეჟიმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვატიკანის მეორე კრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე პავლე II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპი ფრანცისკე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკური ეკლესიის იერარქია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა საყდარი, პაპობა, რომის კურია და კარდინალთა კოლეგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონიკური სამართალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური და აღმოსავლური ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიები, სამრევლოები, ორგანიზაციები და ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკეთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტრინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკური ბიბლია და თეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღმერთის ბუნება — სამება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოო სამსჯავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდანები და ერთგულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალწული მარიამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინიციაციური საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფირმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევქარისტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განმკურნებელი საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახსარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სნეულთა ზიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსასრულებელი საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვდლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკური ლიტურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლური წესის ლიტურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური წესის ლიტურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიციზმის განშტოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრიული განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიური განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთსირიული განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთსირიული განშტოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური და კულტურული პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიციზმის სოციალური სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსუალური მორალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განქორწინება და ანულირების დეკლარირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტრაცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომოსექსუალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერული თანასწორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]