პეტერ პაულ რუბენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტერ პაულ რუბენსი
Sir Peter Paul Rubens - Portrait of the Artist - Google Art Project.jpg
დაიბადა 28 ივნისი 1577[1]
დაბადების ადგილი Siegen[2] [3] [4]
გარდაიცვალა 30 მაისი 1640(1640-05-30)[2] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანტვერპენი[2]
მიმდინარეობა ისტორიული ფერწერა, საპორტრეტო ფერწერა, მითოლოგიური ფერწერა, პეიზაჟისტი, რელიგიური ფერწერა, ნიუ და პორტრეტი

პეტერ პაულ რუბენსი (Pieter Pauwel Rubens) (დ. 28 ივნისი, 1577, ზიგენი, ვესტფალია ― გ. 30 მაისი, 1640, ანტვერპენი) — XVII საუკუნის ფლამანდიელი ფერმწერი. ბაროკოს სტილის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერ პაულ რუბენსი ფლანდრიელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლანდრიელ ემიგრანტთა ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტვერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანიტარული განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიზაჟისტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, აქტიურად ეცნობოდა თავისი ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებსაც.

იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულისა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მონუმენტურ რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: „პერსევსი და ანდრომედე“, „ლევკიპეს ასულთა მოტაცება“, „მთვრალი სილენე“, „ამორძალთა ბრძოლა“, „ნადირობის სცენები“, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით; კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან. უზარმაზარი სურათები ანტვერპენის იეზუიტების ამსახველი პანოები ლუქსემბურგის სასახლისთვის. გარეგნული ბრწყინვალებით აღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 1620-იან წლებში ფლამანდრიის მთავრობის დავალებით რუბენსმა რთული დიპლომატიური მისია შეასრულა, იყო ესპანეთში (1628) ინგლისში (1629-30). მას ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ.

1626 წ. გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 წ. შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, ახალგაზრდა ელენ ფურმანი. სიცოცხლის ბოლო ათწლეული აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას მიუძღვნა. ამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურ სამსახურს, სასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონე მხატვრობას მიუძღვნა, ეს მისი შემოქმედების უმაღლესი გაფურჩქვნის ხანაა; ყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს, პეიზაჟებს, მითოლოგიებს, სცენებებს თვითონ ასრულებდა. ახალგაზრდა მეუღლეს ხატავდა ხან შვილებთან ერთად, ხან ცალკე, ზოგჯერ მითოლოგიური და სარწმუნოებრივი სცენების მონაწილედ ხდიდა.

ამ დროინდელი პორტრეტები, განსაკუთრებით მხატვრის მახლობელ პირების, მოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფრო თბილი და ღრმაა დახასიათების მხრივ. ბოლო წლებს მიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟების უმეტესობა. მხიარულებითა და სიხალისით აღსავსე სურათები, რომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლის ცხოვრებიდან, მითოლოგიური პერსონაჟები და სხვ. დიდი მხატვრული ღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა და ნახატებს. მისმა კულტურულმა მემკვიდრეობამ დიდი გავლენა იქონია მომავალ ევროპელ მხატვრებზე. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30 მაისს, ანტვერპენში.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RKDartists
  2. 2.0 2.1 2.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11860354X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/0013838X.2011.564780
  4. http://www.britannica.com/EBchecked/topic/543231/Siegen
  5. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Peter Paul Rubens
  7. P. P. Rubens — 2009.
  8. Benezit Dictionary of Artists — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  9. Kunstindeks Danmark
  10. SNAC — 2010.
  11. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  12. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  13. filmportal.de — 2005.
  14. Discogs — 2000.
  15. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  16. ბროკჰაუზის ენციკლოპედია