ისააკ II ანგელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისააკ II ანგელოსი
Ισαάκιος Β’ Άγγελος
IsaacIIAnge.jpg
ისააკ II-ის მონეტა
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1185
მმართ. დასასრული: 1195
წინამორბედი: ანდრონიკე I
მემკვიდრე: ალექსი III ანგელოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: სექტემბერი 1156
გარდ. თარიღი: იანვარი 1204
მეუღლე: ?ჰერინა
მარგარეტ უნგრელი (მოგვიანებით დაერქვა მარია)
შვილები: ევფროსინე ანგელინა
ირინე ანგელინა
ალექსი IV ანგელოსი
იოანე ანგელოსი
მანუელ ანგელოსი
დინასტია: ანგელოსები
მამა: ანდრონიკე დუკა ანგელოსი
დედა: ევფროსინე კასტამონიტისა


ისააკ II ანგელოსი (ბერძნ. Ισαάκιος Β’ Άγγελος; დ. სექტემბერი, 1156 — გ. იანვარი, 1211) — ბიზანტიის იმპერატორი 1185-1195 წლებში და ხელმეორედ 1203-1204 წლებში, შვილთან, ალექსი IV ანგელოსთან ერთად.

ისააკის მამა, ანდრონიკე დუკა ანგელოსი (დ. 1122 — გ. 1185 წლის შემდეგ) სამხედრო მეთაური იყო მცირე აზიაში. იგი იყო კონსტანტინე ანგელოსისა და იმპერატორ ალექსი I კომნენოსისა და ირინე დუკინას ყველაზე ახალგაზრდა ქალიშვილის, თეოდორა კომნენოსის (დ. 15 იანვარი, 1096/1097) შვილი. აქედან გამომდინარე, მამის მხრიდან, ისააკი კომნენოსების დინასტიის შთამომავალი იყო.

მისი პირველი მმართველობისას ცდილობდა იმპერიის მდგომარეობა დინასტიათაშორისი ქორწინებებით განემტკიცებინა. ახლო ნათესავები დააქორწინა სერბეთის, უნგრეთის, იტალიის, კიევის რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამეფო და მაღალი არისტოკრატიული დინასტიების წარმომადგენლებზე. ებრძოდა ნორმანებსა და ბულგარელებს. 1195 წელს მისმა ძმამ, ალექსიმ, არმიის მხარდაჭერით თავი იმპერატორად გამოაცხადა ალექსი III-ის სახელით. ისააკი დააბრმავეს და კონსტანტინოპოლში ციხეში გამოკეტეს.

ისააკი ტახტზე მეორედ 1203 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავების შემდეგ ავიდა. იგი ბიზანტიას 1203-1204 წლებში, შვილთან, ალექსი IV ანგელოსთან ერთად მართავდა. მთლიანად ჯვაროსნებზე დამოკიდებული მმართველობის უუნარო იყო, ამიტომ 1204 წლის 27/28 იანვარს ალექსი დუკამ მამა-შვილი დააპატიმრა. ისააკი მალევე გარდაიცვალა. არსებობს მოწამვლის ვერსიაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Angold, Michael, The Byzantine Empire: A Political History, 1025–1204, 2nd edition (London and New York, 1997)
  • Brand, C.M., Byzantium Confronts the West, 1180–1204 (Cambridge, MA, 1968)
  • Harris, Jonathan, Byzantium and the Crusades (London: Bloomsbury, 2nd ed., 2014). ISBN 978-1-78093-767-0
  • Harris, Jonathan, 'Collusion with the infidel as a pretext for military action against Byzantium', in Clash of Cultures: the Languages of Love and Hate, ed. Sarah Lambert and Helen Nicholson (Turnhout, 2012), pp. 99–117
  • Hiestand, Rudolf, 'Die Erste Ehe Isaaks II Angelus und Seine Kinder', Jahrbuch der Osterreichischen Byzantinistik, 47 (1997).
  • The Oxford Dictionary of Byzantium, 3 vols (Oxford, 1991)
  • Treadgold, Warren, A History of the Byzantine State and Society (Stanford CA, 1997)
  • K. Varzos, Ē genealogia tōn Komnēnōn (Thessalonica, 1984) vol. 2 pp. 807–840.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ანდრონიკე I
ბიზანტიის იმპერატორი
1185-1195
შემდეგი:
ალექსი III ანგელოსი
წინამორბედი:
ალექსი III ანგელოსი
ბიზანტიის იმპერატორი
(ალექსი IV ანგელოსთან ერთად)

1203-1204
შემდეგი:
ალექსი V დუკა