ლიბერია
| ლიბერიის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| დევიზი: ინგლ. The Love of Liberty Brought Us Here „თავისუფლების სიყვარულმა მოგვიყვანა აქ“ |
||||||
| ჰიმნი: ინგლ. All Hail, Liberia, Hail! "სრული დიდება, ლიბერია, დიდება!" |
||||||
| დედაქალაქი და | მონროვია 6°19′ ჩ. გ. 10°48′ დ. გ. / 6.317° ჩ. გ. 10.800° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
| რელიგია | 85,1 % ქრისტიანი 12,2 % მუსლიმი 1,4 % არარელიგიური 1,3 % სხვა[1] |
|||||
| მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | ჯოზეფ ბოუკაი | ||||
| - | ვიცე-პრეზიდენტი | ჯერემია კოუნგი | ||||
| - | სპიკერი | რიჩარდ კუნი | ||||
| - | მთავარი მოსამართლე | სიე-ა-ნიენე იუო | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 111 369 კმ2 (102-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 13,514 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2015 შეფასება | 4 503 000[2] (125-ე) | ||||
| - | 2008 აღწერა | 3 476 608 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 40,43 კაცი/კმ2 (180-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2025 შეფასება | |||||
| - | სულ | $11.420 billion[3] (162-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $2010[4] (178-ე) | ||||
| აგი (2023) | 0.510[5] დაბალი · 177-ე |
|||||
| ვალუტა | ლიბერიული დოლარი (LRD) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +231 | |||||
| ISO 3166 კოდი | LBR | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .lr | |||||
ლიბერია, ოფიციალურად ლიბერიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Liberia) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ²-ს, მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბერია დაიწყო, როგორც ამერიკული კოლონიზაციის საზოგადოების დასახლება. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ფერადკანიანებს აფრიკაში უკეთესი ცხოვრება ექნებოდათ ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1822 წლის 7 იანვრისა და სამოქალაქო ომის შუალედში 15 000-ზე მეტი განთავისუფლებული და თავისუფლებაში დაბადებული შავკანიანი და 3198 აფრო-კარიბელი გადასახლდა ამ დასახლებაში.[6] აფრო-ამერიკელებმა ლიბერიაში თავისი კულტურა ჩაიტანეს. ლიბერიის კონსტიტუცია და დროშა ამერიკის მაგალითზე შეიქმნა, მან დამოუკიდებლობა 1847 წლის 26 ივლისს გამოაცხადა რითიც ის აფრიკის პირველი და უძველესი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1848 წლის 3 იანვარს, ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი, თავისუფლებაში დაბადებული მდიდარი ვირჯინიელი აირჩიეს პრეზიდენტად.[6] ლიბერია აფრიკის განაწილების დროსაც ინარჩუნებდა თავისუფლებას. მეორე მსოფლიო ომის დროს ლიბერია აშშ-ს უჭერდა მხარს, რის გამოც ამერიკამ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ლიბერია იყო ერთა ლიგის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი.
1980 წელს, უილიამ ტოლბერტის პრეზიდენტობის დროს, მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვა. გადატრიალებიდან 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო მართველობა იყო, რომელსაც სახალხო ხსნის საბჭო ახორციელებდა. შემდგომი 5 წელი სამოქალაქო მმართველობა იყო ლიბერიის ნაციონალ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, რასაც პირველი და მეორე სამოქალაქო ომები მოყვა. ამ ომებმა დაახლოებით 250 000 (მოსახლეობის დაახლოებით 8 %) ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. უფრო მეტი იქცა ლტოლვილად და ლიბერიის ეკონომიკა მთლიანობაში 90 %-ით შემცირდა.[7] 2003 წელს მიღწეულმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უზრუნველყო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და 2005 საერთო არჩევნების ჩატარება, რომელშიც ელენ ჯონსონ-სირლიფმა გაიმარჯვა. ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, თუმცა მოსახლეობის 85 % ისევ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს. 2014 წლის მარტში ქვეყანაში ებოლას ვირუსის გავრცელება დაიწყო, რომელიც ოფიციალურად დამარცხებულად 2015 წლის 8 მარტს გამოცხადდა.[8][9][10]
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვან ლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთა ნიმბა, 1752 მეტრი). არის რკინის, ალმასისა და ოქროს საბადოები.
მდინარეთა ქსელი ხშირია. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები - მანო, ლოფა, სენტ-პოლი (დიანი), სენტ-ჯონი, სესი, კავალი - ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. მდინარე სენტ-პოლი (ქვემო დინებაში) სანაოსნოა.
ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები. გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანი სავანაა, სადაც ხარობს აკაცია და ბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.
ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი მანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. ლიბერია ასევე მოიცავს ზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.
სავანაში ბინადრობს კამეჩი, ანტილოპა, ჯიქი, გარეული ღორი. ტყეში ბევრია მაიმუნი და გველი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების ფაუნა.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ცხელი და ეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არის წვიმების სეზონი, რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ჰარმატანული ქარები ქრის.
ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).
პოლიტიკური წყობილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მმართველობის ფორმა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჯოზეფ ბოუკაი.
- საკანონმდებლო ორგანო:
- სენატი - 30 წევრი.
- წარმომადგენელთა პალატა - 64 წევრი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციულად ლიბერია დაყოფილია 15 საგრაფოდ:
| # | საგრაფო | დედაქალაქი | მოსახლეობა (ად. 2008 წლის აღწერა)[11] |
ფართობი (კმ²)[11] |
ოლქების რაოდენობა |
შექმნის თარიღი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ტაბმენბერგი | 82 036 | 1942 | 4 | 1984 | |
| 2 | გბარნგა | 328 919 | 8772 | 12 | 1964 | |
| 3 | ბოპოლუ | 83 758 | 9689 | 6 | 2001 | |
| 4 | ბიუკენენი | 224 839 | 7936 | 8 | 1839 | |
| 5 | რობერტსპორტი | 129 055 | 5162 | 5 | 1844 | |
| 6 | ზვედრუ | 126 146 | 10 484 | 3 | 1964 | |
| 7 | ბარკლივილი | 57 106 | 3895 | 18 | 1984 | |
| 8 | ვოინჯამა | 270 114 | 9982 | 6 | 1964 | |
| 9 | კაკატა | 199 689 | 2616 | 4 | 1985 | |
| 10 | ჰარპერი | 136 404 | 2297 | 2 | 1857 | |
| 11 | ბენსონვილი | 1 144 806 | 1909 | 4 | 1839 | |
| 12 | სანიკველი | 468 088 | 11 551 | 6 | 1964 | |
| 13 | რივერ-სესი | 65 862 | 5594 | 6 | 1985 | |
| 14 | ფიშტაუნი | 67 318 | 5113 | 6 | 2000 | |
| 15 | გრინვილი | 104 932 | 10 137 | 17 | 1843 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის მიხედვით მოსახლეობის 85,5 % ქრისტიანი, ხოლო 12,2 % მუსლიმანია. მუსლიმანების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მანდინკასა და ვაის ხალხებს. ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია 5 %, ხოლო 1,5 % არარელიგიურია. მოსახლეობის მცირე ნაწილი ასევე არის ბაჰაისტი, სიქი და ბუდისტი. ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე გავრცელებულია პორო და სანდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gilbert, Erik & Reynolds, Jonathan T (October 2003). Africa in World History, From Prehistory to the Present, Paperback, Prentice Hall. ISBN 978-0-13-092907-5.
- (1997) Merriam Webster's Geographical Dictionary: 3rd Edition, Paperback, Merriam Webster Inc., Springfield. ISBN 0-87779-546-0.
- Dunn-Marcos, Robin; Kollehlon, Konia T.; Ngovo, Bernard; Russ, Emily (April, 2005). Ranar, Donald A. (ed.). „Liberians: An Introduction to their History and Culture“ (PDF). Culture Profile. Center for Applied Linguistics (19). დაარქივებულია ორიგინალიდან (pdf) — ივნისი 25, 2008. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2013. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=და|archive-url=(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=და|archive-date=(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=და|access-date=(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2009-10-26 საიტზე Wayback Machine.
- Ministry of Public Works დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine.
- 2008 census დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.
- Liberia დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Major Religions Practised In Liberia en-US (2018-03-26). ციტირების თარიღი: 2023-11-01
- ↑ Liberia. The World Bank country page for Liberia. The World Bank (2015). ციტირების თარიღი: September 4, 2014.
- ↑ World Economic Outlook Database, April 2025 en.
- ↑ World Economic Outlook Database, April 2025 en.
- ↑ Human Development Report 2025. United Nations Development Programme (6 May 2025). ციტირების თარიღი: 6 May 2025
- ↑ 6.0 6.1 "July 26, 1847 Liberian independence proclaimed", This Day In History, History website.
- ↑ „Praise for the woman who put Liberia back on its feet“. The Economist. October 5, 2017.
- ↑ „Help in the time of Ebola“. The Economist. September 20, 2014. ციტირების თარიღი: October 3, 2014.
- ↑ „Ebola in west Africa“. The Economist. May 9, 2015. ციტირების თარიღი: May 10, 2015.
- ↑ WHO – Latest Ebola outbreak over in Liberia; West Africa is at zero, but new flare-ups are likely to occur. World Health Organization. ციტირების თარიღი: January 14, 2016.
- ↑ 11.0 11.1 2008 National Population and Housing Census: Preliminary Results. Government of the Republic of Liberia (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2012. ციტირების თარიღი: October 14, 2008.
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||

