შინაარსზე გადასვლა

ნიგერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ნიგერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიგერი (მრავალმნიშვნელოვანი).
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ნიგერია.
ნიგერის რესპუბლიკა
ფრანგ. République du Niger
ნიგერი
ნიგერის
დევიზი: ”Fraternité, Travail, Progrès” (ფრანგ.)
ჰიმნი: La Nigérienne
ნიგერის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნიამეი
13°32′ ჩ. გ. 2°05′ დ. გ. / 13.533° ჩ. გ. 2.083° დ. გ. / 13.533; -2.083
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
 -  პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი
 -  პრემიერ-მინისტრი უჰუმუდუ მაჰამადუ
ფართობი
 -  სულ 1 267 000 კმ2 (22-ე)
 -  წყალი (%) 0.02
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 13 957 000 (64-ე)
 -  2012 აღწერა 17 138 707 
 -  სიმჭიდროვე 13,53 კაცი/კმ2 (216-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $910.951 მილიონი (132-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $872 (171-ე)
აგი (2007) 0.374 (დაბალი) (174-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი UTC+01:00
ქვეყნის კოდი NE
Internet TLD .ne
სატელეფონო კოდი 227

ნიგერი (ნიგერის რესპუბლიკა; ფრანგ. République du Niger) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ფართობი — 1267 ათასი კვ. კმ. მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 17 138 707 ადამიანს[1][2][3]. ოფიციალური ენა — ფრანგული. მორწმუნეთა უმეტესობა (დაახ. 80 %) მუსლიმი, ხოლო დანარჩენი ქრისტიანი (დაახ. 20 %). დაყოფილია 7 დეპარტამენტად. დედაქალაქი — ნიამეი. სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო — პარლამენტი.

კლდეზე შესრულებული ნახატი, გამოსახულია ჟირაფების ჯოგი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2500 წელს დაიწყო საჰარის უდაბნოს შეტევა სამხრეთისკენ. შეტევამდე თანამედროვე ნიგერის მთელი ტერიტორია წარმოადგენდა სავანას, რომლის მოსახლეობას შეადგენდნენ ქვის ხანის ჯერ კიდევ ლითონის დამუშავების არმცოდნე მონადირეები და მეჯოგეები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII-VI ათასწლეულში თანამედროვე ნიგერის ტერიტორიაზე არსებობდა კიფიური კულტურა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ მაღლები და ჰქონდათ მასიური აღნაგობა. V-III ათასწლეულში ის შეცვალა ტენერიულმა კულტურამ, რომლის წარმომადგენლებს ჰქონდათ გრაცილური აღნაგობა და მიეკუთვნებოდნენ კავკასიური რასის ხმელთაშუაზღვისპირულ ქვერასას. ტენერიული კულტურა უკვალოდ გაქრა საჰარის უდაბნოს შემოტევის შემდეგ; სავარაუდოდ, გადარჩენილი მოსახლეობა სხვა ადგილებში გადასახლდა. ქვეყნის ჩრდილოეთში უდაბნოს შემოტევამ ეს ხალხი აიძულა სამხრეთისკენ გადასახლებულიყო. ნიგერის ისლამიზაციამდელი პერიოდიდან შემოგვრჩა მხოლოდ კლდეზე შესრულებული ნახატების ვრცელი კომპლექსი აირის მთებზე, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6000-2000 წლებშია შექმნილი.

ნიგერის ტერიტორიაზე XV—XVIII საუკუნეებში გადიოდა საქარავნო სავაჭრო გზები

ნიგერი მდებარეობს ტრანსსაჰარულ სავაჭრო გზებზე, რაც მას საჰარის უდაბნოში შუა საუკუნეებში აღმოცენებული სახელმწიფოებისათვის ხდიდა მიმზიდველად. აღმოსავლეთი ნიგერი X საუკუნიდან შედიოდა კანემის იმპერიის შემადგენლობაში. 1085 წელს კანემის იმპერიაში შეიცვალა მმართველი დინასტია, რომლის ახალი სულთანი იყო მუსლიმი, რაც ნიშნავდა სახელმწიფო რელიგიად ისლამის გამოცხადებას. ისლამის მიღების შემდეგ კანემის იმპერია მჭიდროდ დაუკავშირდა არაბულ სამყაროს. თვითონ კანემის იმპერია დაიშალა 1376 წელს შიდა არეულობების გამო. მის ადგილას წარმოიშვა ბორნოს სახელმწიფო, რომელმაც იარსება XIX საუკუნემდე.

დასავლეთი ნიგერი XIV—XV საუკუნეებში იყო მალის იმპერიის ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა XVI საუკუნის ბოლომდე იყო სონგაის იმპერიის ნაწილი. თანამედროვე ნიგერის ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ ტუარეგები, რომლებიც აქ ჩრდილოეთიდან XI საუკუნეში მოვიდნენ. ტუარეგების მთავარი ქალაქი იყო აგადესი, რომელმაც თავისი სიმდიდრე მარილის ვაჭრობით მოიპოვა. XVI საუკუნის ბოლოს სონგაის იმპერია განადგურდა და მისი დიდი ნაწილი გადავიდა მაროკოს სულთანის კონტროლ ქვეშ. მაგრამ თანამედროვე ნიგერის სამხრეთში წარმოიშვა დამაგარამის სასულთნო, რომლის დედაქალაქი იყო ქალაქი ზინდერი, რომელიც თავდაპირველად კანემის იმპერიას ემორჩილებოდა, მაგრამ შემდეგ გახდა დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. სულთანის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მონებით ვაჭრობა, რომელიც ყვაოდა XIX საუკუნის შუა პერიოდამდე.

ევროპელების მოსვლა და კოლონიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI-XVII საუკუნეებში პორტუგალიელების მიერ დასავლეთი აფრიკის სანაპიროს კოლონიზაციით, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა საზღვაო ვაჭრობა, ტრანსსაჰარული ვაჭრობა კი შესაბამისად ძალას კარგავდა. ნიგერმა, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი, მნიშვნელოვნად წააგო მოვლენების ასეთი განვითარების გამო, მისი ქალაქების მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

XIX საუკუნეში ნიგერის ტერიტორიაზე შემოსვლა დაიწყეს ფრანგებმა. წინააღმდეგობის დახვედრის გამო მათ დაეხმარა სამხედრო ექსპედიცია, ცნობილი როგორც ვულე-შანუანის მისია (ფრანგ. Mission Voulet-Chanoine) და რომელმაც 1898-1899 წლებში ფაქტობრივად გააცამტვერა ნიგერის სამხრეთი ნაწილი. შემდეგ ფრანგებმა გეზი აიღეს ჩრდილოეთისკენ, სადაც ტუარეგების წინააღმდეგობები მუდამ თან ხვდებოდათ. კოლონიზაციის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი იყო კაოსენის აჯანყება 1916-1917 წლებში.

1900 წელს საფრანგეთმა ნიგერი გამოაცხადა სამხედრო ტერიტორიად, რომელიც ზინდერიდან იმართებოდა. 1922 წელს ნიგერი გახდა საფრანგეთის კოლონია. როგორც ფრანგულ კოლონიურ რეჟიმს სჩვეოდა, აქაც კოლონიური ხელისუფლება არ ფიქრობდა მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, ხოლო შიდა მართვა გადასცეს ადგილობრივ მმართველებს და ტომების ბელადებს, თვალს ხუჭავდნენ მათ კორუმპირებულ მართველობაზე. ვალუტის სახით ბრუნვაში გაუშვეს ფრანგული ფრანკი, რამაც მოიტანა მოსახლეობის მასიური გადასახლება სოფლებიდან ქალაქებში, ხოლო მარცვლეული კულტურების მასობრივმა შემოტანამ ნიგერი ტრანსსაჰარული ვაჭრობიდან საბოლოოდ გადაერთო საფრანგეთთან ვაჭრობაზე და გაამყარა მისი დამოკიდებულება მეტროპოლიაზე. ამასთან ნიგერი რჩებოდა ერთ-ერთ უღარიბეს ფრანგულ კოლონიად და იღებდა ფრანგული ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილს დასავლეთ და ეკვატორულ აფრიკაში.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს, როდესაც საფრანგეთის კოლონიალური იმპერიის კრიზისი თვალსაჩინო გახდა, პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა აფრიკულ კოლონიებს შესთავაზა არჩევანი სრულ დამოუკიდებლობასა და საფრანგეთის შემადგენლობაში თვითმმართველობას შორის, ამასთან გამოხატა აშკარა მხარდაჭერა თვითმმართველობის მიმართ. ყველა კოლონიაში გაიმართა არჩევნები და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, გახდა გვინეა, რომელიც შარლ დე გოლმა უარყოფით მაგალითად წარმოადგინა, სრულიად შეუწყვიტა ყველანაირი დაფინანსება, იქიდან გამოიყვანა მთელი მოძრავი ფრანგული ქონება და გაანადგურა ყველა უძრავი ქონება, ადმინისტრაციულ შენობებში ელექტროსადენებიც კი[4]. ნიგერმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა კოლონიამ, ხმა მისცა ავტონომიას საფრანგეთის შემადგენლობაში. არსებობს მტკიცებულება[5], რომ ხმის მიცემა გაყალბებული იყო. მაგრამ საკმაოდ მალე გამოირკვა, რომ აფრიკული სახელმწიფოების მეთაურები არ იყვნენ კმაყოფილები საფრანგეთის შემადგენლობაში ადმინისტრაციული ტერიტორიების მმართველობის თავიანთი მდგომარეობით და უკვე მოითხოვეს სრული დამოუკიდებლობა. 1960 წელს აფრიკაში ფრანგული კოლონიების უმრავლესობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ამასთან ნიგერი გახდა მეორე ასეთი ტერიტორია დაგომეის შემდეგ. ნიგერის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წლის 3 აგვისტოს.

1958 წლისთვის ნიგერში არსებობდა ორი დიდი პოლიტიკური ძალა. საუაბას პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯიბო ბაკარი, აწარმოებდა კამპანიას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. რეფერენდუმის საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ ეს პარტია აიკრძალა, ხოლო ჯიბო ბაკარიმ დატოვა ნიგერი. მეორე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ნიგერის პროგრესული პარტია, რომლის ლიდერმა ამანი დიორიმ, 1960 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამანი დიორიმ ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმი. 1968 წელს ნიგერში აღმოჩნდა ურანის მსხვილი საბადო, რომელსაც პოტენციურად შეეძლო მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. რეალობაში ურანის მოპოვებამ გამოიწვია ფასების ზრდა და ეკონომიკური სისუსტეების გაძლიერება. 1968—1974 წლებში საჰელის ზონაში ძლიერმა გვალვამ და ხელმძღვანელობის უუნარობამ უზრუნველყო მოსახლეობა საკვები პროდუქტების მარაგით გამოიწვია უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ზრდა. 1974 წელს ნიგერში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც პრეზიდენტი გახდა სეინი კუნჩე.

სეინი კუნჩეს მმართველობა წარმოადგენდა აფრიკული ხელისუფლებების იშვიათ მაგალითს, რომელმაც შეძლო გადაეწყვიტა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები[6]. სეინი კუნჩემ ამას მიაღწია არაპოპულარული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურებით. ქვეყნის შიგნით მას ჰქონდა კეთილსინდისიერი და არაკორუმპირებული მმართველის რეპუტაცია, რაც მთავრობას დაეხმარა გადაელახა 1983 წლის ძლიერი გვალვის შედეგები. 1987 წელს სეინი კუნჩე გარდაიცვალა და მისი პოსტი დაიკავა ალი საიბუმ. 1989 წელს ალი საიბუმ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც თვითონ იყო ერთადერთი კანდიდატი, მაგრამ უკვე 1990 წელს ქვეყანაში დაიწყო უწესრიგობები და დემონსტრაციები დემოკრატიზაციის მოთხოვნით. 1991 წელს მოწვეული იქნა ეროვნული კონფერენცია და მისი შედეგების მიხედვით 1993 წელს ნიგერში გაიმართა ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. ნიგერის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა მაჰამან უსმანი, ჰაუსას ხალხის წარმომადგენელი.

1996 წელს, ჯერ კიდევ მაჰამან უსმანის მმართველობის ვადის დამთავრებამდე, ნიგერში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება პოლკოვნიკ იბრაჰიმ ბარე მაინასარას ხელმძღვანელობით. იბრაჰიმ ბარე მაინასარამ საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ იმავე წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. 1999 წელს ისევ დაიწყო უწესრიგობები და იბრაჰიმ ბარე მაინასარა გადატრიალების დროს მოკლული იქნა. პრეზიდენტი გახდა მაიორი დაუდა მალამ ვანკე, რომელმაც აღადგინა დემოკრატიული მმართველობა და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 1999 წელს. არჩევნებში გაიმარჯვა ტანჯა მამადუმ, რომელმაც შემდეგ ხელმეორედ გაიმარჯვა 2004 წელს. მაგრამ 2009 წელს მან უარი განაცხადა უფლებამოსილების გადაბარებაზე, მის ნაცვლად ჩაატარა რეფერენდუმი და მისი შედეგების მიხედვით საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა კიდევ სამი წლით. ამის პასუხად 2010 წელს განხორციელდა მორიგი სამხედრო გადატრიალება, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდა მაიორი სალუ ჯიბო.

1990 წლიდან 1998 წლის ჩათვლით ნიგერის და მალის ჩრდილოეთით მოხდა ტუარეგების აჯანყება, რომლებიც ავტონომიას ითხოვდნენ. თუმცა 1990 წლისთვის მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ყველა შემხებ მხარესთან, 2007—2009 წლებში მოხდა ტუარეგების მეორე აჯანყება, რომლის დროსაც აჯანყებულთა კონტროლ ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ნიგერის ჩრდილოეთში მდებარე დიდი ქალაქი, აგადესი.

2011 წლის 12 მარტს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაიმარჯვა პარტია ნიგერის დემოკრატიისათვის და სოციალიზმისათვის ლიდერმა მაჰამადუ ისუფუმ. იმავდროულად გაიმართა საპარლამენტო არჩევნებიც.[7][8][9]

გეოგრაფიული მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიგერის რუკა
ნიგერის ტოპოგრაფიული რუკა
ნიგერის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

ნიგერის რესპუბლიკა მდებარეობს დასავლეთი აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში. იგი ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ალჟირს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ლიბიას, აღმოსავლეთით — ჩადს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ნიგერიას, სამხრეთ-დასავლეთით — ბენინს და ბურკინა-ფასოს, ხოლო დასავლეთით — მალის. ნიგერი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა. ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 11°37′ და 23°33′ (1300 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) და აღმოსავლეთის გრძედის 0°06′ და 16° (2000 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ) შორის. ნიგერის ტერიტორიის ფართობია 1 267 000 კმ² და ფართობის მიხედვით მას მეექვსე ადგილი უკავია აფრიკაში (ალჟირის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, სუდანის, ლიბიის და ჩადის შემდეგ), ხოლო დასავლეთ აფრიკაში ყველაზე უფრო დიდი სახელმწიფოა.

ნიგერი მთლიანად მდებარეობს აფრიკის ფილაქანზე, რომელიც აგებულია პრეკამბრიული პერიოდის კრისტალური ქანებისაგან, როგორებიცაა გრანიტი და ფიქალი. კრისტალური ქანები ტერიტორიის დიდ ნაწილზე გადაფარულია სხვადასხვა ასაკის ფილაქნის სარჩულით: პალეოზოური, მეზოზოური, მესამეული და მეოთხეული ერის. ზედაპირზე კრისტალური ქანების სამი გამოსასვლელი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ასეთი ყველაზე უფრო დიდი გამოსასვლელია აირის მთები, 60 ათასი კმ² ფართობით. მდინარე ნიგერის მარჯვენა ნაპირზე პრეკამბრიული პერიოდის ქანები გამოდიან კლდოვანი ბორცვების სახით და ქმნიან ლიპტაკოს პლატოს, 30 ათასი კმ² ფართობით. სამხრეთში, ქალაქ ზინდერის მახლობლად, უძველესი ქანები ქმნიან გრანიტული ბორცვების ორ ზოლს, 7 ათასი კმ² ფართობით. გრანიტული ბორცვები-ბიუტები ასევე გამოდიან ტენერეს უდაბნოში და კაუარის ოაზისებთან. ქვეყნის დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილების ფილაქნის სარჩულები აგებულია ზღვის, ტბის და კონტინენტური დანალექებით, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენს ქვიშის უზარმაზარ სისქეს. ინტენსიურმა ეროზიამ და გეოლოგიური პროცესების ხანგრძლივობამ გამოიწვია ნიგერის ტერიტორიის დიდი ნაწილის სიმაღლეში გათანაბრება.

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი საბადოები მდებარეობენ აირის და ლიპტაკოს პლატოების კრისტალური ქანების გამოსასვლელებში, ასევე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთის ნაწილების დანალექ ქანებში. ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა ურანის მადანი, რომლის მარაგის მიხედვითაც ნიგერი მსოფლიოში იმყოფება მეცხრე ადგილზე (მეექვსეზე მოპოვების მიხედვით). ურანის მადნის (ურანის მჟავა) დაზვერვითი მარაგი შეფასებულია 200 ათას ტონად. ურანის ძირითადი საბადოები მდებარეობენ აირის მთების დასავლეთით. მოპოვება მიმდინარეობს ქალაქებში არლიტი და აკუტა. ურანის საძებნი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ჯადოს მთებში, დიდი რაოდენობის მარაგი აღმოჩნდა კაუარის ოაზისებში, არსებობს ვარაუდი, რომ ნიგერში ურანის გავრცელება გაცილებით უფრო ვრცელ ადგილებს მოიცავს[10].

ურანთან ერთად ქვეყანა მდიდარია სხვა წიაღისეულითაც. ქალაქ აგადესის ჩრდილოეთით მდებარეობს ანუ-არარენის ქვანახშირის საბადო, რომლის მარაგიც შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ტონას. ქვანახშირის დაბალი ხარისხი კომპენსირდება მისი მდებარეობის დაბალი სიღრმით (დაახლოებით 40 მეტრი). ნიგერის აღმოსავლეთში, მანგის ქვაბულის და ჩადის ტბის დანალექ ქანებში მდებარეობს ნავთობის შემცველი ფენები. ქალაქ საისთან სიახლოვეს არსებული რკინის მადნის საბადო შეიცავს 600—700 მილიონ ტონა ნედლეულს[10]. ქალაქ ტაპოის რაიონში მუშავდება ფოსფორიტების მსხვილი საბადო (500 მილიონი ტონა). ტიმიის და ელმეკის დასახლებულ პუნქტებთან მოიპოვება კასიტერიტი[10], რომელიც შეიცავს ვოლფრამს და ტანტალს, ასევე აღმოჩენილია საბადო ქალაქ ზინდერთან. ქალაქ მალბაზთან სიახლოვეს არსებობს კირქვის და თაბაშირის დიდი მარაგი[10]. ბილმის, ფაშის და ტეგიდან-ტესუმის ოაზისებში მუშავდება მოხარშული მარილის საბადოები. მდინარე სირბის დანალექებში აღმოჩენილია ოქროს უმნიშვნელო მარაგი.

ცალკეული გეოლოგიური კვლევებით აღმოჩენილია სპილენძის, ნიობიუმის, ლითიუმის, მანგანუმის, კობალტის, ნიკელის და სხვა სასარგებლო წიაღისეული. გეოლოგიური დაზვერვა, ქვეყნის მადნის შესწავლა და ათვისება მთავარი და პერსპექტიული ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

ერგ ბილმას დიუნების ზღვა

ქვეყნის რელიეფში სჭარბობს დაბლობები სიმაღლით ზღვის დონიდან 200—500 მეტრი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს აირის მთების მასივი — სხვადასხვა სიმაღლის პლატოს სისტემა, რომელიც გადაჭიმულია 400 კმ-ზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 250 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. უმაღლესი წერტილი — იდუკალ-ნტაგეზის მთა, მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე უფრო მაღლა. პლატო დახრილია დასავლეთისკენ, რომელიც საკმაოდ დაკლაკნილია უადებით — მდინარეების მშრალი კალაპოტებით, რომლებიც მხოლოდ წვიმების სეზონის დროს ივსება. აირის მთების აღმოსავლეთი ნაწილი მკვეთრად ეჯახება უზარმაზარ ქვიშოვან ტენერეს უდაბნოს დაახლოებით 400 ათას კმ² ფართობზე. ტენერეს უდაბნოს ჩრდილოეთ (ტენერე-ტაფასასეტი) და ცენტრალურ ნაწილებში, აირის და ჯადოს პლატოებს შორის, მდებარეობენ მოძრავი ქვიშოვანი დიუნები. ტენერეს უდაბნოს ცენტრში მდებარეობს კაუარი — განცალკევებული ადგილი ბევრი ოაზისებით. ტენერეს უდაბნოს სამხრეთ ნაწილში იშვიათი ბალახი და ბუჩქნარი აკავებენ ქვიშას და ქმნიან გამაგრებულ დიუნებს. აირის მთების დასავლეთით მდებარეობს მოძრავდიუნებიანი ტალაკის უდაბნოს დაბლობი ფართობით 2-3 ათასი კმ². აირის მთების მეზობელი დაბლობის ნაწილი აგებულია თიხებით და წვიმების სეზონში ირწყვება უადებიდან, რაც მათ აქცევს კარგ საძოვრებად მეჯოგეებისთვის.

ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობენ ჯადოს მთების და მანგენის ქვიშოვანი პლატოები. აღმოსავლეთში, ჩადთან სახელმწიფო საზღვარზეაფაფის და ჩიგაის პლატოები. ამ პლატოებს აქვთ ჩამოშლილი ფერდოები, დაკლაკნილია კანიონებით და ადამიანისთვის ძნელად მისადგომია. სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს მანგის ნახევრადუდაბნო — ჩადის ტბის გამომშრალი ქვაბული. ქვეყნის სამხრეთი დაკავებულია დაბლობებით, ცალკეული კრისტალური ქანების გამოსასვლელებით.

ნაყოფიერი ნიადაგი ქვეყნის სამხრეთში მდინარე ნიგერთან

ნიგერის ნიადაგი საკმაოდ ღარიბია. ნიგერის ჩრდილოეთში, ქვიან პლატოებზე და ქვიშოვან უდაბნოებში ნიადაგის საფარი პრაქტიკულად არ არსებობს. მხოლოდ იმ უბნებზე, სადაც ჩნდება წყალი, ეკლიანი ბუჩქები და გვალვაგამძლე მარცვლოვნები აყალიბებენ პრიმიტიულ ქვიშოვან ნიადაგს. ნიგერის სამხრეთში, საჰელის ზონაში, ნიადაგის გავრცელება დამოკიდებულია სინოტივის რაოდენობაზე. ძირითადად ესაა სხვადასხვა სიმძლავრის წითელმიწა ნიადაგი და ქვიშის ნიადაგი. საჰელის ზონის ქვიშოვან ნიადაგში ნაკლებია ჰუმუსი, რაც ქაროვანი ეროზიისთვის ხელსაყრელი პირობაა. ქვეყნის აღმოსავლეთში, ჩადის ტბის ქვაბულში გავრცელებულია მარილოვანი ბორცვები. მდინარეების ხეობებში, უადებში და ღრმულებში, სადაც წყალი იკრიბება, გვხვდება ალუვიონით გამდიდრებული სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი თიხოვანი ნიადაგი. ნიგერისთვის დამახასიათებელია ნიადაგის დეგრადაციისა და ეროზიის პროცესი, რომელსაც მოაქვს მიწის გაუდაბნოება, ამიტომ ბრძოლა ნიადაგის აღდგენისათვის და შენარჩუნებისათვის ქვეყნის მთავარი ამოცანაა.

ნიგერის ჰიდროგრაფიული ქსელის საფუძველს წარმოადგენენ მდინარე ნიგერი თავისი შენაკადებით, რომლებიც მიედინებიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და გაუდინარი ჩადის ტბა კომადუგუ-იობეს მდინარით, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მდებარეობენ მხოლოდ დროებითი მდინარეები (უადი), რომლებიც მხოლოდ მოკლე წვიმიანი სეზონის დროს ივსებიან.

კენედის ხიდი მდინარე ნიგერზე ნიამეის მახლობლად.

მდინარე ნიგერი, სიგრძით მესამე მდინარეა აფრიკაში, ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება დაახლოებით 600 კმ მანძილზე, ქმნის ვრცელ ნაყოფიერ დაბლობს და ქვეყნის ბეღელს წარმოადგენს. მალისთან სახელმწიფო საზღვარს მდინარე კვეთავს შედარებით წყალმეჩხერ მდგომარეობაში, უდაბნოებში წყლის მნიშვნელოვანი აორთქლების გამო. 200 კმ-ის მანძილზე მდინარე გადის ლიპტაკოს პლატოს კრისტალურ ქანებს. ნიგერის მდინარეზე განლაგებულია ქვეყნის დედაქალაქი ნიამეი, სადაც მდინარეზე გადებულია ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხიდი — კენედის ხიდი. ნიამეის სამხრეთით მდინარის კალაპოტი გადის მკვრივ ქვიშაქვებში, სადაც წყალმოვარდნის დროს ფართედ გადმოდის ნაპირებიდან და აღწევს 5 კმ-მდე სიგანეს. ბენინის სახელმწიფო საზღვართან მდინარე ნიგერი გვერდს უვლის ატაკორის მთიანეთის ქედის ტოტებს. მდინარის კლაკნილმა, რომელიც ასო «W»-ს გვაგონებს, დასახელება მისცა აქ მდებარე ეროვნულ პარკს. ქვეყნის ტერიტორიაზე მდინარე ნიგერს უერთდება რამდენიმე შენაკადი, რომელთაგან მარჯვენა მხრიდან ყველაზე უფრო დიდებია: გორუოლი, დარგოლი, სირბა, გორუბი, ტაპოა, ალიბორი, სოტა და მეკრუ. მშრალი სეზონის დროს, დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით, მარჯვენა მხრის შენაკადების უმრავლესობა შრება. წვიმების სეზონის დამთავრების შემდეგ მდინარეების კალაპოტებში ალაგ-ალაგ ჩნდება პატარ-პატარა ტბები, სადაც წყალი ნარჩუნდება საკმაოდ დიდ დროს. მარცხენა მხრიდან მდინარე ნიგერში ჩაედინება მხოლოდ დროებითი მდინარეები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდია — დასოლი (უადი), ბოსო და მაური.

ჩადის ტბა და მასში ჩამდინარე დიდი მდინარე კომადუგუ-იობე ქმნიან ქვეყნის აღმოსავლეთ მდინარეულ ქსელს. მდინარე კომადუგუ-იობე სათავეს იღებს ნიგერიის ტერიტორიაზე, მისი დინების უკანასკნელი 150 კმ-ზე იქმნება ბუნებრივი საზღვარი ნიგერსა და ნიგერიას შორის. მშრალი სეზონის დროს მდინარე საკმაოდ წყალმარჩხია, იანვარში ხდება წყალმოვარდნა. ნიგერის რესპუბლიკას ეკუთვნის აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი წყალსატევის — ჩადის ტბის აკვატორიის დაახლოებით 3 ათასი კმ². მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 10-26 ათას კმ²-ს, ხოლო სიღრმე — 1-4 მეტრს. ივლისში წყლის ინტენსიური აორთქლების გამო შეინიშნება მდინარეთა წყალმეჩხერობა, ხოლო იანვარში წყლის დონე ყველაზე უფრო მაღალია. ჩადის ტბა მდიდარია თევზით, მაგრამ ნაპირები ძნელადმისადგომია მცენარეულობის, დაჭაობების და სანაპირო ხაზის ცვლილებების გამო.

ქვეყნის ჩრდილოეთში და ცენტრში არსებობენ მხოლოდ დროებითი მდინარეები, რომლებსაც ეძახიან უადის, კორის, მაგჯიამის და გულბის. წვიმების სეზონში — ივლის-აგვისტოში, ისინი რამდენიმე საათში ივსება წყლით, რაც ზოგჯერ იწვევს წყალდიდობებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იძულებულს ხდის დასახლდნენ მაღლობ ადგილებში. წვიმების შემდეგ წყალი იქ ჩერდება რამდენიმე ხანი და მდინარის კალაპოტებს ხდის მიწადმოქმედების და მეცხოველეობის მთავარ წყაროდ. მაგალითად, გულბი ნმარადის ნიგერის ტერიტორიაზე აქვს 150 კმ სიგრძე, რითაც იგი ყველაზე უფრო დიდი დროებითი მდინარეა ქვეყანაში. მიწისქვეშა წყლები აირის, ჯადოს და კაუარის პლატოს რაიონებში საკმაოდ უახლოვდებიან მიწის ზედაპირს და ქმნიან ოაზისებს. სხვა ადგილებში ისინი მდებარეობენ 650 მეტრამდე სიღრმეზე. ქვეყნის გვალვიანობის გამო მიწისქვეშა წყლების დაზვერვა და გამოყენება საკმაოდ მთავარი ამოცანაა.

ნიგერის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით.

ნიგერი საშუალო ტემპერატურის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი კლიმატი განპირობებულია კონტინენტური მდგომარეობით, საჰარის უდაბნოს და ეკვატორის სიახლოვით. წლის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +25 °C-ა, მაღალია ტემპერატურის დღე-ღამის საშუალო მერყეობა. დილით გრილა — დაახლოებით +15 °C, ხოლო შუადღისთვის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს +35 °C-ს და უფრო მაღლა. ნიგერში წელიწადის დროებს გამოყოფენ არა ტემპერატურის მიხედვით, არამედ ატმოსფერული ნალექების რეჟიმის მიხედვით. აქ განასხვავებენ სამ სეზონს: გრილ მშრალს, ცხელ მშრალს და წვიმიანს. გრილი მშრალი სეზონი, გამოწვეული საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთის კონტინენტური ჰაერის დინებით, გრძელდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ღამის ტემპერატურა აღწევს მინიმალურ წლიურ მნიშვნელობას +8 °C-ს, მაგრამ დღისით იწევს +30 °C-მდე. ეს წლის ყველაზე უფრო რბილი დროა — ტურისტული სეზონის ბუმი. ცხელ მშრალ სეზონში, რომელიც გრძელდება თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დღის ტემპერატურა აღწევს +40 °C-ს, ხოლო ღამის — არა ნაკლები +25 °C-ა. ამ დროს ბატონობს აღმოსავლეთის ქარი — ჰორმატანი, რომელიც აღწევს 10 მ/წმ სიჩქარეს. ჰორმატანი ხშირად იწვევს მტვრიან ქარიშხალს და მტვრიან ნისლს, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება და ქვეყნის სამხრეთ რეგიონებსაც აღწევს. აპრილ-მაისში, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთში ივნის-ივლისში იწყება წვიმიანი სეზონი. ქარი უბერავს სამხრეთ-დასავლეთისკენ, წვიმები ჭექა-ქუხილით მოდის დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც წყალდიდობებს იწვევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აგვისტოზე. ნალექები არათანაბრადაა განაწილებული: ქვეყნის ჩრდილოეთში — საჰარის უდაბნოში, ნალექები მოდის მხოლოდ რამდენიმე საათი 2-4 დღის განმავლობაში და შეადგენს დაახლოებით 20 მმ-ს. ზოგიერთ რაიონში წვიმა საერთოდ არ იცის რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში, საჰელის ზონაში, ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 200—250 მმ-ს და წვიმები მოდის ორი-ოთხი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დააგვიანოს, ან ნაკლები რაოდენობით მოვიდეს. ლოკალური გვალვები — ხშირი მოვლენაა. მხოლოდ უკიდურეს სამხრეთში, ბენინის სახელმწიფო საზღვართან, ყოველწლიურად მოდის 600—800 მმ ნალექი; წელიწადში წვიმიანი დღეების რიცხვი შეადგენს 65-ს.

ნიგერის ტერიტორიის დიდი ნაწილი მიეკუთვნება არიდულ და ნახევრად უდაბნოს კლიმატურ ზონებს. პოტენციური აორთქლება აღწევს 2000-3000 მმ-ს წელიწადში, რაც რამდენიმეჯერ აჭარბებს ნალექების რაოდენობას. პერიოდულად ქვეყანა განიცდის ხანგრძლივ გვალვებს. გვალვები აღინიშნებოდა 1910—1915, 1940—1944, 1968—1974, 1984—1985 წლებში. ამ დროს ყველგან იკლებს გრუნტის წყლების დონე, შრება ჭები, გაჭირვებას განიცდის მიწადმოქმედება და მეცხოველეობა.

უდაბნოების და ნახევრადუდაბნოების ზონაში მცენარეული საფარი საკმაოდ მეჩხერია. ქვეყნის აღმოსავლეთის ოაზისებში იზრდება ფინიკის პალმები. აირის მთების პლატოს ხეობებში გრუნტის წყლების სიახლოვის და დროებითი მდინარეების გამო მცენარეულობა უფრო ხშირია, იზრდება მაღალი ბალახი, ხეები უფრო ბევრია. სავანის ფლორა წარმოდგენილია მრავალფეროვანი აკაციებით, დაბალი ველური მარცვლოვნებით, ავშანით. ბალახები და ბუჩქები ძირითადი საკვებია აქლემებისათვის, ცხვრებისათვის და თხებისათვის. სავანების ხეებისა და ბუჩქების უმრავლესობა ფოთლებს კარგავს მშრალი სეზონის დასაწყისში. წვიმების სეზონის პერიოდში სავანა იფარება სწრაფადმზარდი ბალახით, სიმაღლით ორ მეტრამდე: ურო და სპილოს ბალახი (ლათ. Pennisetum purpureum). ნახევრადუდაბნოების მცენარეულობა საკმაოდ ზარალდება მეცხოველეობისაგან და სათბობის მიზნით გაჩეხვისაგან. სავანის სამხრეთი უფრო კარგად ირწყვება წვიმების სეზონის დროს, ამიტომ აქ მცენარეულობაც ხშირია: იზრდება ინდოეთიდან შემოტანილი ხე ინდური აზადირახტა (ლათ. Azadirachta indica), ბამბის ხე (ლათ. Ceiba pentandra), ბაობაბი, ში (ლათ. Vitellaria paradoxa). ყველაზე უფრო მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია მდინარე ნიგერის ნაპირების ფლორა. ხეებიდან აქ იზრდება წვნიანი ნაყოფის მომცემი ინდური მანგო (ლათ. Mangífera índica) და ნესვის ხე, აკაცია და პალმა. მდინარის ჭალებში იზრდება ბამბუკი.

ბეჰემოტები მდინარე ნიგერზე

ნიგერში ბინადრობს ბევრი მწერი, მეურნეობას დიდ ზიანს აყენებენ მოსკიტები, კალიები და ტერმიტები. მდინარე ნიგერი, როგორც სხვა მდინარეები, ასევე ტბები მდიდარია თევზით. მრავალფეროვანია სავანის ქვეწარმავლები: გველები და ხვლიკები, გეკონებიდან დიდ ვარანებამდე, მდინარე ნიგერში ბინადრობენ ნიანგები. ფრინველებიდან ბევრია აფრიკული სირაქლემა, არწივი, ორბი, ძერა. სამხრეთ სავანაში ბინადრობენ იხვები, ბატები, წინტალები, ყანჩები, წეროები, ივეოსები, ყარყატები, მარაბუ. ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ნიგერში ზამთრობენ გადამფრენი ფრინველები ჩრდილოეთიდან, მათ შორის ევროპიდანაც. უდაბნოში ბინადრობენ ანტილოპებიორიქსი და ადაქსი, სავანაში ასევე გვხვდება გაზელები, ავაზები, აფთრები და ტურები. ადამიანის ჩარევის გამო სამხრეთ სავანაში დიდი ძუძუმწოვრების საბინადროდ არც თუ ისე ბევრი ადგილი დარჩა. მაგრამ აქ მაინც გვხვდებიან ჟირაფები, ანტილოპები, გარეული ღორები, ლომები. ჩადის ტბასთან და მდინარე ნიგერის მარჯვენა ნაპირზე ბინადრობს სპილოების ორი ჯოგი, ხოლო თვითონ მდინარეში ბეჰემოთები.

ნიგერის სახელმწიფო წყობას განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ნიგერის 2010 წლის კონსტიტუციის თანახმად მმართველობის არსებულ სისტემას ეწოდება ნიგერის მეშვიდე რესპუბლიკა. ესაა შერეული რესპუბლიკა, რომელშიც ნიგერის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, ხოლო ნიგერის პრემიერ-მინისტრი — მთავრობის მეთაური. დეპუტატებს თავიანთი პოსტები უკავიათ ეროვნული ან ადგილობრივი დონის არჩევნების შედეგად, მრავალპარტიული კონკურენტუნარიანი სისტემის კონტექსტში. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ნიგერის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება — მთავრობას და ნიგერის ეროვნულ კრებას. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან: საკონსტიტუციო სასამართლო ფლობს იურისდიქციას კონსტიტუციური და საარჩევნო საკითხების მიმართ.

ნიგერის 2010 წლის კონსტიტუციის თანახმად «ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია. ის გამოხატავს ერის ერთიანობას. ქვეყნის პრეზიდენტი დგას პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა. ის ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციის დაცვის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების გარანტია. ის უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას.»[11]

«ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, პირდაპირი, თანაბარი და ფარული არჩევნების საფუძველზე 5 წლის ვადით. ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ორი ვადით გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. არავითარ შემთხვევაში, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება იყოს პრეზიდენტი ორ ვადაზე მეტი ხნის შემდეგ ან გააგრძელოს მანდატის მოქმედების ვადა ნებისმიერი მიზეზით.» პრეზიდენტად არჩევა შეუძლია 35 წელს მიღწეულ «ეროვნული წარმოშობის» ნებისმიერი სქესის ნებისმიერ ადამიანს. არჩევნების დანიშვნა, ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა.

აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული და ეროვნული კრების მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის მიერ. პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი. მინისტრების კანდიდატურას წარადგენს პრემიერ-მინისტრი ეროვნული კრების წევრებიდან. ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრს შეიძლება გამოუტანოს უნდობლობის ვოტუმი[12][13]

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ნიგერის ეროვნული კრება, რომელიც შედგება 171 წევრისაგან. დეპუტატები ირჩევა 5 წლის ვადით, პარტიული სიებით, პროპორციული საარჩევნო სისტემით. დეპუტატის მანდატის მისაღებად აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ ხმების მინიმუმ 5 %. ეროვნული კრების უკანასკნელი არჩევნები შედგა 2016 წლის 21 თებერვალს, სადაც გაიმარჯვა პარტია ნიგერის დემოკრატიისათვის და სოციალიზმისათვის. გამარჯვებული პარტიის გარდა ეროვნულ კრებაში ყველაზე ბევრი ადგილი დაიკავა ნიგერის დემოკრატიული მოძრაობა აფრიკული ფედერაციისთვის (25 ადგილი), ეროვნული მოძრაობა საზოგადოების განვითარებისთვის (20 ადგილი) და პატრიოტული მოძრაობა რესპუბლიკისათვის (13 ადგილი).

ცენტრალური მართვა ხორციელდება პროფესიონალური ადმინისტრაციული დაწესებულებების მიერ, რომლებსაც აგზავნის პრეზიდენტის და/ან სამინისტროების ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობს თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ეროვნული კრების წევრები. სამინისტროების განყოფილებების დანარჩენი ნაწილი ივსება არაპოლიტიკური პროფესიონალური ადმინისტრატორებით. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი, დარგობრივი და რეგიონალური საბჭოებით, ტერიტორიული კოლექტივების სამინისტროთი, ამ საარჩევნო ორგანოს მიერ არჩეული დეპუტატებით და პროფესიონალი სახელმწიფო მოსამსახურეებით.

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერის შეიარაღებული ძალები (Forces Armees Nigeriennes, FAN) ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა. ნიგერის შეიარაღებული ძალები მოიცავს არმიას, სამხედრო-საჰაერო ძალებს, ჟანდარმერიას და რესპუბლიკურ გვარდიას. შედგება რეგულარული შემადგენლობის 5300 ადამიანისაგან და მომსახურე პერსონალის დაახლოებით 5400 ადამიანისაგან[14]. მოქმედებს სამხედრო სამსახურში არჩევითი გაწვევა. სამხედრო სამსახურში იწვევენ 17—21 წლის დაუქორწინებელ მამაკაცებს 2 წლის ვადით, ქალებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით იმსახურონ სანიტარულ ნაწილებში. სამხედრო საჭიროებისათვის იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 1,1 — 1,3 %[15], რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიგერის რეგიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა ნიამეის ოლქად და 7 რეგიონად, რომლებიც თავისი მხრივ იყოფიან 36 დეპარტამენტად. დეპარტამენტები შედგება საქალაქო და სასოფლო კომუნებისაგან.

რეგიონი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²[16]
მოსახლეობა,
ად. (2012)[1][2][3]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1
აგადესი აგადესი 667 799 487 620 0,73
2
დიფა დიფა 156 906 593 821 3,78
3
დოსო დოსო 33 844 2 037 713 60,21
4
მარადი მარადი 41 796 3 402 094 81,40
5
ნიამეი ნიამეი 255 1 026 848 4026,85
6
ტაჰუა ტაჰუა 113 371 3 328 365 29,36
7
ტილაბერი ტილაბერი 97 251 2 722 482 27,99
8
ზინდერი ზინდერი 155 778 3 539 764 22,72
სულ 1 267 000 17 138 707 13,53
  • მოსახლეობა — 17 138 707 ადამიანი (2012 წელი)[1][2][3].
  • წლიური ზრდა — 3,9 % (2012 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 3 309 955 ადამიანი 21,0 % (2011 წელი).[17]
  • სოფლის მოსახლეობა — 12 420 799 ადამიანი 79,0 % (2011 წელი).[17]
  • შობადობა — 46,01 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 7,6 დაბადებული ერთ ქალზე) (2012 წელი).
  • სიკვდილიანობა — 11,06 % (2012 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 81,0 % (2012 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 52,6 წელი
    • მამაკაცები — 51,39 წელი
    • ქალები — 53,85 წელი (2010).
  • საშუალი ასაკი — 15,0 წელი
    • მამაკაცები — 15,0 წელი
    • ქალები — 15,0 წელი (2011 წელი).
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 49,2 %
    • 15-64 წელი: 48,1 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,7 % (2011 წელი).
  • განათლება — 28,7 % (42,9 % მამაკაცებში, 15,1 % ქალებში (2004 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 0,8 % (2008 წელი).
ნიგერში ეთნიკური ჯგუფების განსახლების რუკა.
  ჰაუსა
  სონგაი (ჯერმა)
  ტუარეგები
  ფულბე
  კანური
  არაბები
  ტუბუ
ეთნიკური შემადგენლობა (2006 წელი)[18]
ეთნიკური ჯგუფი: პროცენტი:
ჰაუსა
  
53.1%
სონგაი (ჯერმა)
  
21.2%
ტუარეგები
  
11%
ფულბე
  
6.5%
კანური
  
5.9%
გურმა
  
0.8%
არაბები
  
0.4%
ტუბუ
  
0.4%
სხვები
  
0.9%

ნიგერი — მრავალეროვანი სახელმწიფოა. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის განსახლების საზღვარი კავკასიურ და ნეგროიდულ რასებს შორის. ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მიეკუთვნება ნეგროიდულ რასას. ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრები ტუარეგები მიეკუთვნებიან კავკასიური რასის ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს. ფულბე შერეული ეთნიკური ჯგუფია.

ნიგერის მოსახლეობის უმრავლესობას (55,4 %) შეადგენენ ქვეყნის სამხრეთში, ნიგერიის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ჰაუსას ხალხი.[19]

საკმაოდ მრავალრიცხოვანია სონგაის ხალხი, რომლებიც თავიანთ მონათესავე ჯერმას, დენდის, კურტეის და ვოგოს ხალხთან ერთად შეადგენენ ნიგერის მოსახლეობის 21 %-ს. ნიგერის გარდა სონგაის ხალხის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს მეზობელ მალიში, ხოლო დენდი — ბენინში. ნიგერში სონგაის და ჯერმას ხალხი ცხოვრობენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ნიგერის ხეობაში. ჯერმას ხალხი დედაქალაქ ნიამეის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს. ძველად ჯერმას ხალხი განთქმული იყო სამხედრო ხელოვნებით, დღემდე მათში მაღალია სამხედრო არისტოკრატიის პრესტიჟი. დოსოს რეგიონში მდებარეობს ჯერმას ყველა ხალხის ტრადიციული წინამძღოლის — ჯერმაკოის რეზიდენცია. კოლონიალიზმის დროს ჯერმას ხალხი ეხმარებოდა ფრანგებს სხვა ხალხის აჯანყებების ჩახშობაში. ჯერმას და სონგაის ხალხი სხვა ხალხზე უკეთ აღიქვამენ დასავლურ კულტურას.

ტუარეგები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 9,3 %-ს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ნიგერის ჩრდილოეთში, აგადესის რეგიონში, მისი მოსაზღვრე რეგიონების დეპარტამენტებში, ასევე მდინარე ნიგერის ხეობაში. ტუარეგები ასევე ცხოვრობენ ნიგერის მოსაზღვრე მალიში, ალჟირში და ლიბიაში. ბევრი ტუარეგი ეწევა მომთაბარე ცხოვრებას, ძირითადად დაკავებულები არიან მეცხოველეობით. ნიგერში ტუარეგები გამოჩნდნენ X საუკუნეში, ჩრდილოეთ აფრიკიდან არაბების მიერ მათი გამოდევნის შემდეგ. ტუარეგები გაერთიანებულები არიან ტომობრივ კონფედერაციაში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სამხედრო არისტოკრატია, თავისი რიგებიდან ირჩევს ტომის და კონფედერაციის ბელადებს, ასევე აირის სულთანს — ნიგერის ყველა ტუარეგის ტრადიციულ მეთაურს.

ფულბეს ხალხი (ჰაუსას ენაზე ფულანი) ცხოვრობს ნიგერის სხვა ხალხთან ერთად და შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,5 %-ს. მთელ დასავლეთ აფრიკაში განსახლებულ ფულბეს ხალხს აქვს პროფესიონალი მწყემსების რეპუტაცია. ისინი სახლდებიან მიწადმოქმედ ხალხს შორის, განსაკუთრებით ჰაუსას ხალხს შორის, მწყემსავენ მათ შინაურ ცხოველებს და მეცხოველეობის პროდუქტებს ცვლიან მიწადმოქმედების შედეგად მიღებულ საქონელზე. ფულბეს ხალხი ეწევა მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას. ერთ ადგილზე დამაგრებული ფულბეს ხალხი მეცხოველეობასთან ერთად დაკავებულია მიწადმოქმედებით, მშობლიურ სოფლებში ბრუნდებიან მოსავლის აღების დროს.

კანურის და მისი მონათესავე მანგას ხალხი შეადგენს ნიგერის მოსახლეობის 4,7 %-ს. ისინი ცხოვრობენ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დიფის რეგიონში, ჩადის ტბის მახლობლად. კანურის ხალხის დიდი ნაწილი ცხოვრობს ნიგერიაში და ჩადში. შუა საუკუნეებში მათ შექმნეს სახელმწიფოები კანემის იმპერია და ბორნუ. თანამედროვე განსახლების ადგილები კანურის ხალხმა დაიკავა მრავალრიცხოვანი მიგრაციის შედეგად, ამასთან მათ სხვადასხვა ჯგუფებს ახსოვთ საკუთარი წარმოშობის ადგილები. კანურის ხალხი ძირითადად მიწადმოქმედია, მაგრამ ზოგიერთი ტომი დაკავებულია მეცხოველეობით და მისდევს ნახევრადმომთაბარე ცხოვრების წესს. განსაკუთრებით გავრცელებულია ტყავის ნაკეთობების დამზადება.

ტუბუს ხალხი შეადგენს ქვეყნის აღმოსავლეთის მეცხოველეობით დაკავებული ხალხის ძირითად ნაწილს — ისინი განსახლებულები არიან ჯადოს მთების, კაუარის და ტერმიტის პლატოს ოაზისებში. ნიგერის სხვა მომთაბარე ხალხისგან — ტუარეგებისგან და ფულბეს ხალხისგან, განსხვავებით ტუბუს ხალხი მიეკუთვნება ნეგროიდულ რასას. მათ ეძახიან «საჰარის შავ მომთაბარეებს». ტუბუს ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს ჩადში და ლიბიაში, ნიგერში მათი რაოდენობა დაახლოებით 40 ათასი ადამიანია (მოსახლეობის 0,4 %[19]). ნიგერის ტუბუს ხალხის ტრადიციული ბელადია სულთანი კავარა. ტუბუს ხალხი ეწევა მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას, უვლიან აქლემებს და თხებს. ოაზისებში ადგილზე დამაგრებული ტუბუს ხალხი ფლობენ ფინიკის პალმებს და მარილის კუსტარულ საწარმოებს, ასევე მოჰყავთ ქერი, ფეტვი და ხორბალი. ტუბუს ბევრი ხალხი ასევე დაკავებულია საქარავნო ვაჭრობით.

არაბების რაოდენობა ნიგერში დაბალია და შეადგენს დაახლოებით 40 ათას ადამიანს (მოსახლეობის 0,4 %).[20] მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ულედ სლიმანის, ბაგარების და კანემის კლანებს. ნიგერში ისინი შემოვიდნენ XX საუკუნის დასაწყისში, დასახლდნენ ლიბიის მოსაზღვრე რაიონებში, ასევე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში.

ნიგერში ასევე ცხოვრობს 5-6 ათასი ევროპელი, ძირითადად ფრანგები. მათი უმრავლესობა — მასწავლებლები და ტექნიკური დარგის სპეციალისტებია, რომლებიც ქვეყანაში განსაზღვრული ვადის განმავლობაში მუშაობენ. ევროპელების ყველაზე უფრო დიდი ჯგუფები ცხოვრობენ ნიამეიში და სხვა დიდ ქალაქებში.

ნიგერში ეროვნული ენების გავრცელების რუკა

ნიგერში არსებობს 11 ოფიციალური ენა, ფრანგული ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა ქვეყანაში. ნიგერში არსებობს მკვიდრი მოსახლეობის 8-დან 20 ენა. ამ ენების რაოდენობაში ასეთი სხვაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ზოგიერთი ენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ისინი ერთადაა დაჯგუფებული, ხოლო დანარჩენი ცალკეულ ენად განიხილება.

ფრანგული ენა, რომელიც კოლონიალური პერიოდის დანატოვარია, ქვეყნის ოფიციალური ენაა. ამ ენას განათლებამიღებული ადამიანები ძირითადად იყენებენ, როგორც მეორე ენას (ნიგერელების 20 %-ს განათლება მიღებული აქვს ფრანგულად, ხოლო ქალაქებში ეს რაოდენობა შეადგენს 47 %-ს, ეს მაჩვენებლები იზრდება, რადგან განათლების დონე თანდათან უმჯობესდება.[21]) მიუხედავად იმისა, რომ ნიგერელების განათლების დონე ჯერ კიდევ დაბალია, ფრანგული ენა გამოიყენება ოფიციალურ ადმინისტრაციაში, (სასამართლოები, მთავრობა და სხვა), მასმედიაში და ბიზნესში.

ფრანგული ენის გარდა ნიგერში არსებობს 10 ოფიციალური ეროვნული ენა, კერძოდ: არაბული, იედინა, ფულანი, გურმანშე, ჰაუსა, კანური, ჯერმას და სონგაის ენები, ტუარეგული, ტასავაქი, ტუბუ.[22] ეს 10 ეროვნული ენა, ენათა ოჯახი, ეთნიკური ჯგუფის მიახლოებითი პროცენტი, განსახლების ძირითადი რეგიონები, ასევე დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ ცხრილის სახით:

ენა ენათა ოჯახი % (დაახლოებით) ძირითადი რეგიონი შენიშვნა
ჰაუსა აფრაზიული ენები
(ჩადური ენები)
49,6 % სამხრეთი, ცენტრალური ძირითადად გამოიყენება ვაჭრობაში[23]
ჯერმას და სონგაის ენები ნილო-საჰარული ენები 25,5 % სამხრეთ-დასავლეთი ჯერმა და "კაადო" ერთად განიხილება
ტუარეგული აფრაზიული ენები 8,4 % ჩრდილოეთი
ფულანი ნიგერ–კონგოს ენები
(ატლანტიკური ენები)
8,3 % ყველა დასავლეთი ნიგერის და ცენტრალური აღმოსავლეთის
ნიგერის ფულანი ერთად განიხილება
კანური ნილო-საჰარული ენები 4,8 % სამხრეთ-აღმოსავლეთი
არაბული აფრაზიული ენები
(სემიტური ენები)
1,2 % ჩრდილოეთი
გურმანშე ნიგერ–კონგოს ენები
(გურის ენები)
<1 % სამხრეთ-დასავლეთი კუთხე
ტუბუ ნილო-საჰარული ენები <1 % აღმოსავლეთი
იედინა აფრაზიული ენები
(ჩადური ენები)
<1 % აღმოსავლეთი
ტასავაქი ნილო-საჰარული ენები <1 % ჩრდილოეთი, ცენტრალური

ნიგერში ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგიაა ისლამი. 2015 წლის მონაცემებით მისი მორწმუნეა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 94 %. ტრადიციული აფრიკული სარწმუნოების მიმდევრები შეადგენენ 5,2 %-ს, ქრისტიანები 0,6 %-ს და სხვები 0,3 %-ს.[24]

ნიგერის კონსტიტუცია რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიას იძლევა. აკრძალულია პოლიტიკური პარტიების შექმნა ისეთი იდეოლოგიით, რომლის საფუძველია რომელიმე რელიგიური აღმსარებლობა. ყველა რელიგიური ორგანიზაცია უნდა იყოს დარეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროში[25].

პირველი მუსლიმები ნიგერის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ XI საუკუნეში. ისლამის ფართე გავრცელებას ხელი შეუწყო XV საუკუნეში ნიგერის შესვლამ სონგაის იმპერიაში. XIX საუკუნის დასასრულისთვის მუსლიმები ქვეყანაში გახდნენ რელიგიური უმრავლესობა, ხოლო დღეისათვის ისლამი გაბატონებული რელიგიაა (მოსახლეობის 92 %[26]).

მუსლიმების უმრავლესობა (95 %) — სუნიტები, შიიტები შეადგენენ ნიგერელი მუსლიმების დაახლოებით 5 %-ს. ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია მალიქის რელიგიურ-სამართლებრივი სკოლა. ქვეყნის სამხრეთის რაიონებში გავლენიანია სუფიური ორდენი ტიჯანია, ცენტრალურში — კადირია. ქალაქ აგადესში, ქალაქ ბილმაში და ჩადის სახელმწიფო საზღვართან არსებობენ სანუსიტები. მსხვილ ქალაქებში არსებობს აჰმადიტების თემები (1956 წლიდან). ქვეყნის დედაქალაქში და ქალაქ მარადიში არსებობენ ვაჰაბიტები.

ქრისტიანების რაოდენობა (110 ათასი 2010 წელს[27]) მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელ ათწლეულების განმავლობაში (1970 წელს ნიგერში ცხოვრობდა 17 ათასი ქრისტიანი[26], 2000 წელს — 58 ათასი[28]).

2010 წელს ორგანიზაცია Pew Research Center-ის კვლევების შედეგად ნიგერში აღირიცხა 80 ათასი პროტესტანტი[27]. პროტესტანტები ნიგერში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი რელიგიური ჯგუფია; 1970 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა მხოლოდ 3,4 ათასი პროტესტანტი,[26] 2000 წელს ამ რელიგიური მიმდევრობის აღმსარებელთა რიცხვი გახდა 38 ათასი.[28]

ნიგერის ტერიტორიაზე ყველაზე უფრო მსხვილი პროტესტანტული კონფესიებია ევანგელისტები და ორმოცდაათიანელები.

რომის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები ნიგერში შემოვიდნენ 1931 წელს დაგომეიდან. 1961 წელს ქვეყანაში შეიქმნა კათოლიკური ეპარქია. 1972 წელს ხელდასხმული იქნა პირველი ნიგერელი სასულიერო პირი. 2010 წელს კათოლიკების რაოდენობა შეადგენდა 30 ათას ადამიანს[27]. მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიგერში მცხოვრები უცხოელია (მათ შორის მეზობელი აფრიკული ქვეყნებიდან).

შეფასებების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 7 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ სარწმუნოებას[26]. ანიმისტების წილი ქვეყნის საერთო მოსახლეობაში მუდმივად მცირდება. 1970 წელს ამ რელიგიის მიმდევრები შეადგენდნენ ნიგერის მოსახლეობის 15,5 %-ს.

ნიგერი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში. 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 700 ამერიკულ დოლარს (222-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის დონეზე დაბლა იმყოფება მოსახლეობის დაახლოებით 60-70 %. ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბალი ადამიანის განვითარების ინდექსი.

ნიგერი აგრარული ქვეყანაა განვითარებადი ურანის მომპოვებელი წარმოებით. ქვეყანას გააჩნია ურანის უზარმაზარი მარაგი. XX საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩენილია ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები. მაგრამ ქვეყანა დამოკიდებულია უცხოურ დახმარებებზე, XX საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე ურანის ფასის ვარდნის შემდეგ გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი. სოფლის მეურნეობისათვის ვარგისია მხოლოდ მიწების 3 % და ხშირია გვალვები. ქვეყნის ინფრასტრუქტურა საკმაოდ განუვითარებელია.

მომპოვებელი მრეწველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ურანის კარიერი ქალაქ არლისთან.

ურანის მოპოვება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დარგია. ურანის მადნის საბადოები 1958 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა საფრანგეთის ატომური და ალტერნატიული ენერგიის კომისიამ. 1966 წელს ქალაქ არლიში ჩატარებულმა საბადოს კვლევამ და შეფასებამ დაადასტურა მისი ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობა და 1971 წელს ნიგერმა ექსპორტზე გაიტანა ურანის მადნის პირველი პარტია 400 ტონის რაოდენობით. მოპოვებული ურანის რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და 1980 წელს მიაღწია 4,5 ათას ტონას, ამასთან ნიგერი გავიდა მეორე ადგილზე მსოფლიოში ურანის მოპოვების მხრივ, ხოლო მისი ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის 50 %-მდე[10]. 1980-იან წლებში განვითარდა ურანის მოპოვების კრახი — მსოფლიო მოთხოვნილებების შემცირებამ სხვა ქვეყნებში ურანის დიდი რაოდენობით წარმოებამ გამოიწვია მსოფლიოში ფასების შემცირება. 1990-იანი წლების დასაწყისში ნიგერში ურანის მოპოვება შემცირდა 2 ათას ტონამდე. 1990 წლისთვის ქვეყანა დატოვა 80 %-მდე უცხოელმა, რომელთაგან უმრავლესობა დაკავშირებული იყო ურანის მოპოვებასთან[10]. დღეისათვის ურანის მოპოვების დარგი ნელ-ნელა ისევ ძალას იკრებს, ურანის მადნის წლიურმა მოპოვებამ გადააჭარბა 3,5 ათას ტონას, ხოლო სახელმწიფოს შემოსავლების შესაბამისი წილი გაიზარდა 8 %-მდე[10].

ურანის გარდა, ნიგერში არსებობს ექსპლოატაციისათვის ვარგისი ოქროს მარაგი მდინარე ნიგერსა და ბურკინა-ფასოს შორის არსებულ რეგიონში. 2004 წელს ნიგერში პირველი ოქროს ზოდი ჩამოისხა ტილაბერის რეგიონის ტერის დეპარტამენტის სამირა-ჰილის ოქროს საბადოში. ამ საბადოში ქვეყანაში პირველად მოხდა ოქროს კომერციული მოპოვება. ამ ადგილზე რეზერვების მარაგი შეფასებული იყო 10 073 626 ტონად, რომელშიც ერთი ტონა საშუალოდ შეიცავდა 2,21 გრამ (0,078 უნცია) ოქროს, საიდანაც 19 200 კგ (42 300 ფუნტი) დამუშავებული იქნება საბადოს ექსპლოატაციის 6 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ ოქროს სხვა საბადოები იმყოფება ახლომდებარე რაიონებში, ცნობილი როგორც "სამირა ჰორიზონტი", რომელიც მდებარეობს გოთეიეს კომუნასა და ქალაქ უალამს შორის.[29]

ნავთობის დაზვერვა ტენერეს უდაბნოში.

ნიგერში ნავთობის საბადოების დაზვერვის და აღმოჩენის ისტორია დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, როდესაც 1975 წელს აღმოაჩინეს ტინტუმას ნავთობის საბადო.[30] ის მდებარეობს აგადემის ოაზისში, რომელსაც ყურადღებას ჯერ კიდევ 1970 წლიდან აქცევდა კომპანია texaco, ხოლო შემდეგ 1980 წლამდე კომპანია Esso აწარმოებდა დაზვერვით სამუშაოებს. იმავე რაიონში დაზვერვით სამუშაოებს მიმდევრობით აწარმოებდნენ კომპანიები Elf Aquitaine (1980-1985), Esso-Elf (1985-1998), Esso (1998-2002) და Esso-Petronas (2002-2006). დაზვერვითი სამუშაოების შეფასებით ნავთობის მარაგის რაოდენობა აღმოჩნდა 324 მილიონი ბარელი, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგის 10 მილიარდი მ³, კომპანია Esso-Petronas-მა ნაწარმოები პროდუქციის სავარაუდო სიმცირის გამო უარი თქვა სამუშაოების გაგრძელებაზე.[30]

ნავთობზე ფასების მყისიერი მომატების გამო ეს ვარაუდი უკვე აღარ იყო აქტუალური 2008 წელს. ხელისუფლებამ აგადემის ოაზისზე უფლება გადასცა CNPC-ის ბლოკს (ჩინ.: 中国石油天然气集团公司; ინგლ. China National Petroleum Corporation). ნიგერის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციის საფასურად, ჩინური კომპანია ააშენებს ჭაბურღილებს, რომელთაგან 11 გაიხსნება 2012 წლისთვის და მოიპოვებს 20 000 ბარელს დღე-ღამეში (3200 მ³/დღ-ღ). ხელისუფლების შეფასებით ამ რაიონში არსებობს 324 მილიონი ბარელი (51 500 000 მ³) ნავთობის მარაგი და მისი მოპოვება კიდევ შესაძლებელია ტენერეს უდაბნოს რაიონში და ქალაქ ბილმასთან. ნიგერმა ნავთობის პირველი ამოღება დაიწყო 2011 წელს.[31]

ქვეყანაში ასევე მიმდინარეობს ქვანახშირის მოპოვება. ქალაქ აგადესის ჩრდილოეთით ჩიროზერინის კომუნის ტერიტორიაზე კომპანია SONICHAR (ფრანგ. Société Nigerienne de Charbon) ელექტროსადგურის საწვავით მომარაგებისათვის აწარმოებს ქვანახშირის მოპოვებას ღია წესით, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს ურანის საბადოს. ნიგერის ხელისუფლების 2012 წლის ანგარიშის საფუძველზე, 2011 წელს ამ კომპანიის მიერ მოპოვებული იქნა 246 016 ტონა ქვანახშირი.[32] ქვეყანაში არსებობს ქვანახშირის დამატებითი საბადოები ნიგერის სამხრეთში და დასავლეთში, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი ხარისხი.

ნიგერში ასევე არსებობს ფოსფატების, რკინის, კირქვის და თაბაშირის მსხვილი საბადოები.

2009 წელს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება და განაწილება შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1 %-ს. კომპანია NIGELEC-ის (ფრანგ. Société nigérienne d'électricité) მიერ განაწილებული ელექტროენერგიის დაახლოებით 89 % იმპორტირდება ნიგერიიდან.[33]

თევზჭერას მისდევენ ქვეყნის სამხრეთში (დიფის რეგიონში) და მდინარე ნიგერზე. 2003 წელს ქვეყანაში იწარმოებოდა 55 860 ტონა თევზი, მაგრამ 2006 წელს ამ დარგის მკვეთრი ვარდნის შემდეგ 2008 წელს ნაწარმოები იქნა მხოლოდ 3380 ტონა თევზი და ქვეყანამ დაიწყო მისი იმპორტირება.

ნიგერის ტყე მოიცავს დაახლოებით 12 000 000 ჰა-ს, რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 10 %-ს, მაგრამ მისი ნახევარი გამეჩხერებულია. ნიგერის ხელისუფლება ახორციელებს ტყის აღდგენის მთავარ პროგრამას (ქვიშოვან დიუნებში, ტერიტორიის რეაბილიტაციას, დეგრადირებული ადგილების, ქარდამცავი ადგილების), მაგრამ ამ ძალისხმევას ხელს უშლის გვალვები, მოსახლეობის მიერ ხე-ტყის გამოყენება და ხანძრები.

შეშა ენერგიის პირველი წყაროა ნიგერში (9 400 000 მ³ წელიწადში[34]). ტყე ასევე ქმნის გუმიარაბიკს (160 000 ჰა).

ნიგერის საგზაო რუკა. ასფალტირებული გზები ნაჩვენებია მწვანე ფერით, "გაუმჯობესებული" მყარი გრუნტიანი გზები ნარინჯისფრად, ადგილობრივი დანიშნულების გრუნტიანი გზები ნარინჯისფერი პუნქტირით.

ტრანსპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში და კულტურაში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს, რომლებსაც ჰყოფს უზარმაზარი დაუსახლებელი უდაბნოები, მთის ქედები და ბუნების სხვა წინააღმდეგობები. ნიგერის სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული კოლონიალური პერიოდის დროს (1899-1960), ადამიანები გადასაადგილებლად იყენებდნენ ცხოველებს, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში კი სამდინარო ტრანსპორტს. არანაირი რკინიგზა არ აშენებულა კოლონიალურ პერიოდში. დიდ ქალაქებს შორის ასფალტირებული ავტოგზების მშენებლობა დაიწყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც 1970-1980-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა ურანის ბუმი. ასფალტირებული გზები იგებოდა დიდ ქალაქებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში, რითაც ნიგერის თითქმის ყველა დიდი დასახლებული პუნქტი ერთმანეთს ასფალტირებული გზებით დაუკავშირდა. ამ გზებიდან სოფლებში გაიყვანეს მყარი გრუნტიანი გზები. 2012 წელს მთელ ქვეყანაში არსებობდა 19 675 კმ საავტომობილო გზა, რომელთაგან 4225 კმ იყო ასფალტირებული.[35]

მდინარე ნიგერი, რომელიც მიედინება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვერ გამოდგება სამდინარო ტრანსპორტად დიდი მასშტაბით, რადგან მას არ ჰყოფნის სიღრმე წლის დიდი ნაწილის განმავლობაში და ბევრ ადგილას მდინარეზე წარმოქმნილია ჭორომები. აქლემებისგან შემდგარ ქარავანს ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საჰარის და საჰელის რეგიონებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს.

საჰაერო ტრანსპორტი ძირითადად თავმოყრილია დედაქალაქ ნიამეიში. ნიგერის საერთაშორისო აეროპორტი — ამანი დიორის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ნიამეიში. ნიგერის სხვა საერთაშორისო აეროპორტებია მანო დაიაკის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ აგადესში და ზინდერის აეროპორტი ქალაქ ზინდერში.

2014 წელს დაიწყო სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ქვეყნის დედაქალაქ ნიამეიდან ბენინის დედაქალაქ კოტონუს მიმართულებით ქალაქ პარაკუს გავლით, რომელიც სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს 2016 წელს. უნდა აშენდეს 574 კმ ახალი რკინიგზის ხაზი ნიამეიდან ბენინის ქალაქ პარაკუმდე, რითაც ის მიუერთდება პარაკუდან კოტონუმდე უკვე არსებულ რკინიგზას. მშენებარე რკინიგზა ასევე გაივლის ნიგერის ქალაქებს დოსოს და გაიას. არსებობს სარკინიგზო ხაზის გაგრძელების პროექტები ბენინიდან, ნიგერიიდან, ასევე ტრანსსაჰარული და ტრანსსაჰელური რკინიგზების მშენებლობის პროექტები.[36][37]

ნიგერის ტერიტორიაზე დაგეგმილია მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაზსადენის — ტრანს-საჰარის გაზსადენი მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს 2015 წელს.[38][39]

ნიგერში სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა მთლიანად დამოკიდებულია მოსახლეობის მხოლოდ 18 %-ზე.[40] ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 14 %-ს ქმნის მეცხოველეობა (აქლემები, თხები, ცხვრები და მსხვილი რქოსანი საქონელი), რაც საკმარისია მოსახლეობის 29 %-სათვის. მოსახლეობის 53 % აქტიურად მონაწილეობს მოსავლის შექმნაში.[40] ნიგერის მიწების 15 % სახნავ-სათესია, რომელიც უპირატესად მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით, ნიგერიასთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

ნალექების რაოდენობა ნიგერის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში არასაკმარისია სოფლის მეურნეობისათვის, ქვეყნის ხელისუფლებას უჭირს საკუთარი ხალხის საკვები პროდუქტებით მომარაგება და იძულებულია იგი უცხოეთიდან შეიძინოს მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ფეტვი, სორგო და მანიჰოტი ნიგერის ბუნებრივად ნოტიო მიწებიდან მიღებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია. შიდა მოხმარებაში მორწყული მიწებიდან მიღებული ბრინჯი იმპორტულზე უფრო იაფად იყიდება. ძაძა და ხახვი მოჰყავთ კომერციული ექსპორტისთვის, როგორც ნიორის, წიწაკის, კარტოფილის და ხორბლის მცირე რაოდენობა. არაქისი და უფრო ნაკლები რაოდენობით ბამბა შემოტანილია კოლონიის ყოფილი მფლობელის — საფრანგეთის მიერ შესაბამისად 1930-იან და 1950-იან წლებში, რომლის დიდი ნაწილი მსოფლიო ბაზარზე გადის ინტებსიური სოფლის მეურნეობის ხარჯზე. 1970-იანი წლების დასაწყისში ურანის მასობრივ გამოყენებამდე, ნიგერის ყველაზე უფრო დიდი საექსპორტო პროდუქტი იყო არაქისის ზეთი.[41]

ნიგერის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ სოფლის მეურნეობით დაკავებული სოფლის მაცხოვრებლები, ძირითადად ქვეყნის სამხრეთის ცენტრში და სამხრეთ- დასავლეთში. მაშინ როდესაც მოსახლეობა დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და მოხმარების ბაზარზე, ბაზრის ფარგლებს გარეთ ნიგერის მეურნეობის დიდი ნაწილი შეადგენს ნატურალურ სოფლის მეურნეობას.[41]

ტურიზმი ნიგერში, მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა, საკმაოდ სუსტადაა განვითარებული. ტურისტებისათვის ყველაზე უფრო პოპულარულია აირის მთების და ტენერეს უდაბნოს მონახულება, მაგრამ ალ-ქაიდას მოქმედებების გამო იქ მისვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად მისი ბიოლოგიური სიმდიდრეებისა და პეიზაჟების მრავალფეროვნებისა, ნიგერის ეროვნული პარკი W ისეთი ცნობილი არ არის, როგორც კენიის და ტანზანიის ეროვნული პარკები.

ტურიზმის ეკონიმიკური ეფექტი დამოკიდებულია ბევრ მის შემადგენელ კომპონენტზე (ოტელები, კვება, ტრანსპორტი), რომელიც საკმაოდ მაღალია.

ნიგერში არსებობს 94 სასტუმრო 2100 ნომრის მოცულობით. აქედან 22-ს სამი ან უფრო მეტი ვარსკვლავის კვალიფიკაცია გააჩნია, ხოლო დაახლოებით 30 მდებარეობს დედაქალაქ ნიამეიში. 2010 წელს შემოსავლებმა სასტუმროებიდან და რესტორნებიდან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2 %.

2006 წლის მონაცემებით ქვეყანას ყოველწლიურად სტუმრობდა 60 ათასზე მეტი ადამიანი,[42] აქედან 36 ათასი (60 %) აფრიკის ქვეყნებიდან; 17 ათასი ევროპიდან, ძირითადად საფრანგეთიდან.

დედაქალაქ ნიამეიში ყოფნის ღირებულება შეადგენს $128 დღე-ღამეში, ხოლო მის ფარგლებს გარეთ გაცილებით იაფია[43]. ვიზის ასაღებად აუცილებელია ყვითელი ციებ-ცხელების და ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ქონა.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ნიგერის ჯანდაცვის სფერო განიცდის რესურსების ქრონიკულ უკმარისობას და მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით სამედიცინო მოსამსახურეების მცირე რაოდენობას. ზოგიერთი მედიკამენტი დეფიციტური ან ხელმიუწვდომელია.

ქვეყანის სახელმწიფო საავადმყოფოები არსებობენ დედაქალაქ ნიამეიში (სამი მთავარი საავადმყოფო ნიამეიში, ნიამეის ეროვნული ჰოსპიტალისა და ლამორდეს უნივერსიტეტის ჰოსპიტალის ჩათვლით), მარადიში, ტაჰუაში, ზინდერში და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე მცირე სამედიცინო კლინიკები ქალაქების უმრავლესობაში.[45]

სამედიცინო დაწესებულებები განიცდიან სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების უკმარისობას. სახელმწიფო ჯანდაცვის სუსტ სისტემას ეხმარება კერძო, საქველმოქმედო, რელიგიური და არასახელმწიფო ორგანიზაციების მოქმედი კლინიკები და სამედიცინო პროგრამები (მაგალითად, გალმის ჰოსპიტალი ბირნი-ნ'კონის და მარადის მახლობლად).[46]

სახელმწიფო საავადმყოფოები, ასევე სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები იმყოფებიან ნიგერის ჯანდაცვის სამინისტროს მმართველობის ქვეშ. კერძო კომერციული კლინიკები მუშაობენ ნიამეიში და სხვა დიდ ქალაქებში. ჯანდაცვის საერთო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე 2005 წელს შეადგენდა $25-ს. 2004 წელს ნიგერში იყო 377 ექიმი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 10 000 ადამიანზე მოდის 0,03 ექიმი. 2003 წელს მოსახლეობის 89,2 % ჯანდაცვის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან იხდის.[46]

ნიგერში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის სიკვდილიანობა) მაღალია (1000 ბავშვიდან 248 გარდაცვლილი), საერთო ჯამში ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას და არასაკმარის კვებას განიცდის ქვეყნის ბავშვების უმრავლესობა. ორგანიზაცია "Save the Children" მონაცემებით ნიგერს მსოფლიოში აქვს ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის სფეროში.[47]

ნიგერში ასევე არსებობს ყველაზე უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი მსოფლიოში (2013 წლის შეფასებით 7,03 დაბადებული ერთ ქალზე[48]); ეს ნიშნავს, რომ ნიგერის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49 %) 15 წლამდე ასაკისაა. ნიგერი მსოფლიოში დგას 11-ე ადგილზე დედათა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, სადაც ყოველ 100 000 დაბადებულზე დაფიქსირებულია 820 გარდაცვლილი.[49] 2006 წელს ნიგერში ყოველ 100 000 ადამიანზე მოდიოდა 3 ექიმი და 22 მედდა.[50]

ნიგერის დაწყებითი სკოლა.

განათლება ნიგერში, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, კერძოდ აფრიკის საჰელის რეგიონში, განიცდის სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ბავშვების სკოლაში სიარულთანაცაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ განათლება აუცილებელია 7-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის, ნიგერში მისი დონე ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია მსოფლიოში.[51][52]

ნიგერის განათლების სისტემის ორგანიზაცია წარმოადგენს:[53]

  • სკოლამდელი (préscolaire)
  • დაწყებითი სკოლა (enseignement primaire) (6 წელი)
  • საშუალო სკოლა (enseignement secondaire)
    • პირველი ციკლი (4 წელი)
    • მეორე ციკლი (3 წელი)
  • უმაღლესი განათლება
    • უნივერსიტეტები: ლიცენზია (3 წელი), მაგისტრატურა (2 წელი), დოქტორანტურა (3 წელი)
    • ტექნიკური ინსტიტუტები: ტდუ (ტექნიკური დიპლომის უნივერსიტეტი (ფრანგ. Diplôme Universitaire de Technologie)) (2 წელი)

დაწყებით სკოლაში მიიღებიან 7 წლის ასაკის ბავშვები. სასკოლო განათლება აუცილებელია 7-დან (დაწყებითი სკოლის დასაწყისი) 15 წლამდე (საშუალო სკოლის პირველი ციკლის დასასრული).[51][52]

განათლება ნიგერში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზეა მსოფლიოში; 2005 წელს ის შეადგენს მოსახლეობის მხოლოდ 28,7 %-ს (მამაკაცების 42,9 % და ქალების 15,1 %).[54] სკოლამდელი განათლება ნიგერში სავალდებულოა ექვსი წლის განმავლობაში.[52] დაწყებით სკოლებში დასწრება საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გოგონებისათვის.[52] 1997 წელს რეგისტრირებული მოსწავლეების დასრების მაჩვენებელი შეადგენდა 29,3 %-ს, ხოლო 1996 წელს 24,5 %-ს.[52]

ბავშვების დაახლოებით 60 %, რომლებმაც დაამთავრეს დაწყებითი სკოლა არიან ბიჭები, რადგანაც გოგონების უმრავლესობა იშვიათად დადის სკოლებში.[52] ბავშვები ხშირად იძულებულები არიან უფრო მეტად იმუშაონ, ვიდრე იარონ სკოლებში, განსაკუთრებით დათესვისა და მოსავლის აღების პერიოდში.[52] ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები მომთაბარე ხალხის ბავშვები საკმაოდ იშვიათად დადიან სკოლებში.[52]

ნიგერში ფუნქციონირებს 5 უნივერსიტეტი. პირველი და ყველაზე მთავარი ნიამეის აბდუ მუმუნის უნივერსიტეტი დაარსდა 1974 წელს, როგორც ნიამეის უნივერსიტეტი. ნიგერის ისლამური უნივერსიტეტი ქალაქ საიში გაიხსნა 1986 წელს. 2008 წელს გაიხსნა ზინდენის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარადის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2010 წელს ქალაქ ტაჰუაში გაიხსნა ტაჰუას უნივერსიტეტი (fr:Université de Tahoua). 2014 წელს გამოცხადდა, რომ 4 დამატებითი უნივერსიტეტები გაიხსნებოდა ქალაქებში აგადესი, დიფა, დოსო და ტილაბერი.[55]

ნიგერში სხვადასხვა სახის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დანერგვა დაიწყო 1990-იანი წლების ბოლოს. მესამე რესპუბლიკამდე ნიგერელებს საშუალება ჰქონდათ მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლირებადი მასმედიის საშუალებებთან კავშირი.[56] დღეისათვის ნიამეიში გამოიცემა ბევრი გაზეთი და ჟურნალი, რომელთაგან ბევრი, როგორიცაა არასახელმწიფოებრივი Le Sahel, აკრიტიკებს ხელისუფლებას.[57][58] ქვეყანაში რადიო ყველაზე უფრო მთავარი მასმედიის საშუალებაა, რადგანაც სიღარიბის გამო ტელევიზორი ნიგერის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისათვის, ხელმიუწვდომელია, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილის გაუნათლებლობის გამო ბეჭვდითი მასმედია ვერ გახდა მასობრივი ინფორმაციის წყარო.[59]

ხელისუფლება ფრანგულ ენაზე გამოსცემს ყოველდღიურ გაზეთს Le Sahel. ქვეყანაში ასევე გამოიცემა დაახლოებით 12 კერძო ფრანგულენოვანი ყოველკვირეული და ყოველთვიური გაზეთი, რომელთაგან ზოგიერთი ნაკლებადაა დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და რომელთა უმრავლესობა გამოიცემა მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში. ყველაზე უფრო მთავარი გაზეთებია: ყოველდღიური La Nouvelle Tribune du Peuple, ყოველკვირეული Le Républicain, La Canard Dechaine, Infos de l'Air, ორ კვირაში ერთხელ l'Evenement, L'Observateur და Haské.[57][58]

ORTN-ის სახელმწიფო მაუწყებლის ეროვნულ და რელიგიურ რადიოპროგრამებთან ერთად, ასევე არსებობს 4 კერძო რადიოქსელი, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ სადგურს. მათგან 3 — Anfani FM, Radio Sarounia და Radio Tenere კომერციული ფორმატისაა და მაუწყებლობს FM დიაპაზონზე დიდ ქალაქებში.[60] ასევე არსებობს 80-ზე მეტი რადიოსადგურის გაერთიანების ქსელი, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის ყველა შვიდ რეგიონში, რომელსაც არეგულირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია — რადიოსთან დაახლოების სანავიგაციო კომიტეტი (ფრანგ. Comité de Pilotage de Radios de Proximité (CPRP)). რადიოქსელების დამოუკიდებელი სექტორი არის CPRP-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შემფასებელი, ხოლო 2005 წლის მონაცემებით რადიოს უსმენდა დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73 %.

ნიგერის რადიოსადგურებთან ერთად BBC-ის სამსახურის ჰაუსას ენაზე მაუწყებელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში უსმენენ FM-დიაპაზონზე, განსაკუთრებით ნიგერის სამხრეთში, ნიგერიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (ფრანგ. Radio France internationale) ხელოვნური თანამგზავრებით ზოგიერთი კომერციული სადგურების საშუალებებით ფრანგულ ენაზე აწარმოებს გადაცემების რეტრანსლირებას. ეროვნული დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურის საშუალებით ასევე მაუწყებლობს Radio Tenere.[60]

ნიგერის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია — ORTN (ფრანგ. Office de radiodiffusion télévision du Niger — «ნიგერის რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სამმართველო») შეიქმნა 1967 წლის 11 თებერვალს. პირველი რადიოსადგური — Voix du Sahel (შედის ORTN-ში) გაიხსნა 1958 წლის 31 ივლისს, პირველი ტელეარხი — Télé Sahel (შედის ORTN-ში) 1964 წელს, მეორე სახელმწიფო ტელეარხი Tal TV — 2001 წლის 18 დეკემბერს.

მიუხედავად ეროვნულ დონეზე მასმედიის შედარებითი თავისუფლებისა, ნიგერის ჟურნალისტების თქმით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისინი ხშირად განიცდიან ზეწოლას.[61] სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ORTN ფინანსური მხრივ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. სექტორს არეგულირებს უმაღლესი კომუნიკაციების საბჭო, რომელიც დაარსებულია დამოუკიდებელი ორგანოს სახით 1990-იანი წლების დასაწყისში. საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები კანონებისა და პოლიციის გამოყენებით მინიმუმ 1996 წლიდან აკრიტიკებენ ხელისუფლებას.[62]

ნიგერის მუსიკა შექმნილია ჰაუსას, სონგაის, ტუარეგების, ფულბეს, კანურის, ტუბუს, არაბების და გურმას ეთნიკური ჯგუფების მუსიკალური ტრადიციების შერწყმით.

ტრადიციების უმრავლესობა არსებობდა სრულიად დამოუკიდებლად საფრანგეთის დასავლეთ აფრიკაში, მაგრამ შერეული სტილის ჩამოყალიბება დაიწყო 1960-იანი წლებიდან. მაშინ როდესაც ნიგერში პოპულარულ მუსიკას ნაკლები ყურადღება ექცეოდა (მეზობელ მალის და ნიგერიის მუსიკასთან შედარებით), ტრადიციული და ახალი მუსიკალური სტილი განვითარდა 1980-იანი წლების ბოლოდან.

ჰაუსას ტომის ხალხი, რომელიც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, იყენებს დასარტყმელ მუსიკალურ ინსტრუმენტ დუმას და სიმებიან საკრავ მოლოს მათი გრიოტების ტრადიციების შესაბამისად. ამ ინსტრუმენტებს ასევე განგასთან, ალგაიტასთან (ჰობოის ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტი) და კაკაკისთან (საყვირის მსგავსი) ერთად იყენებენ სამხედრო, სახელმწიფო და სადღესასწაულო შემთხვევებში. ამ მნიშვნელობით ხასიათდებოდა დიდი საყვირების ცერემონიალური გამოყენება დამაგარამის სასულთნოს ხელისუფლების გამოსახატავად ზინდერის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

სონგაის ტომის ხალხი ცხოვრობს დედაქალაქ ნიამეის გარშემო რეგიონში. ისინი როგორც წესი მღერიან სოლოს მუსიკალური საკრავებით ლუტი (მოლო), ფლეიტა და ვიოლინო. სონგაის ტომის ხალხის ტრადიციული მუსიკა გახდა ფართე კვლევის საგანი კოლონიური პერიოდის ბოლოს და ადრეული დამოუკიდებლობის პერიოდში.[63]

ტუარეგები ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში და როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ასრულებენ რომანტიკულ და სასიყვარულო სიმღერებს ტინდეს ბარაბნების (ქალების სიმღერა) და სიმებიანი ვიოლის (მამაკაცების სიმღერა) თანხლებით.

ფულბეს და მათი მოძმე უდაბნოს მომთაბარე ვოდაბეს ტომის ხალხი ასრულებენ ჯგუფურ სიმღერებს ტაშისკვრის და ზარის კვრის თანხლებით. ვოდაბეს ტომის ხალხის გორევალის ფესტივალი მისი განუმეორებლობის და დასარტყმელი გუნდური ტრადიციების ერთ-ერთი მაგალითია. კანურის ტომის ხალხი (ბერი-ბერი) საკმაოდ ცნობილია პოლიფონიური სიმღერით.

თანამედროვე მუსიკა ნიგერის ხელისუფლებას არ მოსწონდა, თუმცა შეზღუდვები საკმაოდ შემცირდა სეინი კუნჩეს გარდაცვალების შემდეგ 1987 წელს. მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომ გამხდარიყვნენ ცნობილები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, სადაც ყველაზე უფრო წარმატებულია ტაკედას ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბა რეგის სტილის მომღერალმა ადამს ჯუნიორმა.[64] ნიგერის რეპი, ქვეყნის სხვადასხვა ენების ნარევი, გაჩნდა 1990-იანი წლების ბოლოს. მუსიკა შენელებული და რბილია, შერეული ქვეყნის ბევრი ეროვნების ტრადიციული მუსიკალური სტილის ხმებით.

ნიგერის კინო წარმოიშვა ეთნოგრაფიული დოკუმენტალური ფილმებისაგან და კოლონიალურ პერიოდში გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური ეროვნული კინემატოგრაფიული კულტურა აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებში.

ნიგერის ფილმების უმრავლესობა გადიოდა საფრანგეთის და ფრანგულენოვანი ქვეყნების ბაზარზე, მაშინ როდესაც ნიგერის კინოთეატრებში აჩვენებდნენ დასავლურ და ნიგერიულ მსუბუქ, გასართობ ფილმებს.

ნიგერის კინო პირველად გამოჩნდა კოლონიალურ პერიოდში. ფრანგი ეთნოგრაფი კინორეჟისორი ჟან რუში ითვლება ნიგერის კინოს მამად. ის ნიგერში ჩამოვიდა 1941 წელს და ქვეყანაში დარჩა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც და აღზარდა არა მარტო ნიგერში პოპულარული მასახიობები და რეჟისორები დამურ ზიკა და უმარუ განდა. 1950 წლისათვის ჟან რუშმა გადაიღო რამდენიმე ფილმი.

მიუხედავად ამისა, ჟან რუშის და სხვების მიერ კოლონიალურ ეპოქაში გადაღებული ბევრი ეთნოგრაფიული ფილმი უარყოფილი იქნა აფრიკელი კინემატოგრაფისტების მიერ, რადგან მათი აზრით ეს ფილმები ამახინჯებდნებ აფრიკულ რეალობებს.

შემდგომ პერიოდებში ქვეყანაში გამოჩნდნენ სხვა ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორები, რომლებმაც გადაიღეს სრულმეტრაჟიანი და ხმოვანი ფილმები. 1980-იან წლებში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზის გამო კინომრეწველობა საკმაოდ შეფერხდა, მაგრამ ნიგერში დღესაც გრძელდება ფილმების გადაღება.

ნიგერის სამზარეულო ბევრი რამით ჰგავს ტრადიციულ აფრიკულ სამზარეულოს და სანელებლების დიდი რაოდენობა გამოიყენება კერძებში. შემწვარი ხორცი, სეზონური ბოსტნეული, სალათები და სხვადასხვანაირი სოუსები კვების ერთ-ერთი შემადგენელი პროდუქტებია.

ნიგერელები როგორც წესი კვებას იწყებენ სეზონური ბოსტნეულისგან ლამაზად დამზადებული სალათებით. ნიგერელთა ტიპური სამზარეულო შედგება სახამებლის შემცველი (ყველაზე უფრო პოპულარულია ბრინჯი) საკვების სოუსთან და რაგუსთან ნარევისაგან, ბოსტნეულთან ერთად ჩაშუშული ხორცისაგან. ძირითად პროდუქტებს მოიცავს ფეტვი, ბრინჯი, მანიჰოტი, სორგო, სიმინდი და ლობიო.[65][66] კუსკუსი გამოიყენება განსაკუთრებული შემთხვევებში. ნიგერში ზოგიერთი პოპულარული კერძებია ფაფა, ხორბლის პელმენები და ბენიე.[67]

ნიგერის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე. გვალვები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე და ქვეყანას საფრთხეს უქმნის ადგილობრივი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაში.[68]

სანელებლების ზოგიერთი სახეობა ნიგერში შემოიტანეს არაბმა მოგზაურებმა, რომლებსაც ჰქვიათ ჯანჯაფილი, ჯავზის ხე, დარიჩინი, ზაფრანა და მიხაკი.[65][69] სანელებლების სახით ნიგერის სამზარეულოში ასევე გამოიყენება ცხარე წიწაკები.[69] არომატის გასაუმჯობესებლად სანელებლები ზოგჯერ გამოიყენება ხორცის დაკონსერვების დროს.

ნიგერელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 12 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. მათი დებიუტი შედგა ტოკიოს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მას შემდეგ არ გამოუტოვებიათ არც ერთი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1976 წლის მონრეალის და 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნიგერელ სპორტსმენებს მონაწილეობა არასოდეს არ მიუღიათ.

ოლიმპიადებზე გამოსვლის შედეგად ქვეყნის სპორტსმენებმა სულ მოიპოვეს ორი ოლიმპიური მედალი. მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მოკრივე ისაკა დაბორემ 63,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ტაეკვონდოელმა აბდულ რაზაკ ისუფუმ 80 კილოგრამზე უფრო მძიმე წონით კატეგორიაში.

ნიგერის ხელისუფლება და ხალხი აღნიშნავს 12 ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულს.[70][71] ისინი მოიცავენ საერთაშორისო დღესასწაულებს, ნიგერის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს და რელიგიურ დღესასწაულებს. ქრისტიანული და ისლამური დღესასწაულები აღინიშნება, როგორც ოფიციალური.

ქვემოთ მოყვანილია ხელისუფლების მიერ აღიარებული 12 ოფიციალური სახელმწიფო სადღესასწაულო დღეები.[72] დაწესებულებები, სკოლები და სახელმწიფო ორგანოები ამ დღეებში დაკეტილია.

თარიღი ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
1 იანვარი ახალი წელი New Year's Day
24 აპრილი თანხმობის დღე Concord Day
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Labour Day
3 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე Independence Day
18 დეკემბერი რესპუბლიკის დღე Republic Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day

ასევე აღინიშნება რელიგიური სადღესასწაულო დღეები, რომელთა თარიღი მერყევია მათი შესაბამისი კალენდარული დღეების გამო.

თარიღი ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
იანვარი-დეკემბერი ყურბან-ბაირამი Eid al-Adha
იანვარი-დეკემბერი მუჰარამი Muharram
აპრილი-მაისი ნათელი ორშაბათი Easter Monday
მარტი-იანვარი მავლიდი Mawlid
ოქტომბერი-აგვისტო სიძლიერის დღე Laylat al-Qadr
ნოემბერი-სექტემბერი ურაზა-ბაირამი Eid al-Fitr
  • Decalo, Samuel. Historical Dictionary of Niger, 3rd ed. (Scarecrow Press, 1997, ISBN 0-8108-3136-8) – a comprehensive collection of Niger topics

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-20. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
  3. 3.0 3.1 3.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა (statoids)
  4. Martin Meredith., The State of Africa, Free Press (London), 2005, ISBN 978-0-7432-3222-7.
  5. Finn Fuglestad. A History of Niger: 1850-1960. Cambridge University Press (1983) ISBN 0521252687
  6. Martin Meredith., The State of Africa, Free Press (London), 2005, ISBN 978-0-7432-3222-7.
  7. Ahmad, Romoke W. "West Africa: Ecowas, EU Say Niger Elections Satisfactory", Daily Trust (republished at AllAfrica.com), 3 February 2011.
  8. Saidou, Djibril. Niger’s Presidential Election Heads to March Runoff", Bloomberg Businessweek, 4 February 2011.
  9. Look, Anne. "Niger Politicians Forge Alliances Before March Election" დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. , Voice of America, 14 February 2011.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 Historical Dictionary of the Niger 1997.
  11. Constitution. La Présidence de la République du Niger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-12-15.
  12. NIGER, Assemblée nationale, PARLIAMENTARY OVERSIGHT. 1996-2008 Inter-Parliamentary Union.
  13. Constitution du Niger du 18 juillet 1999 დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine. and CONSTITUTION OF THE FIFTH REPUBLIC OF NIGER. Adopted on 18 July 1999, promulgated on 9 August 1999 დაარქივებული 2 October 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
  14. Britannica. „World data: Niger“ (PDF) (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13-12-2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  15. CIA. „CIA - The World Factbook: Niger“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24-04-2020. ციტირების თარიღი: 13-12-2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  16. Institut National de la Statistique du Niger: Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49.
  17. 17.0 17.1 Population statistique (2011), Niger's National Statistics Institute Report
  18. Niger დაარქივებული 2020-04-24 საიტზე Wayback Machine. // The World Factbook. — Central Intelligence Agency, 2015. ISSN 1553-8133. (ინგლისური)
  19. 19.0 19.1 ANNUAIRE STATISTIQUE DU NIGER - 2003-2007, გვ. 84. Institut National de la Statistique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2012-01-06.
  20. ANNUAIRE STATISTIQUE DES CINQUANTE ANS D’INDEPENDANCE DU NIGER (2010), გვ. 63. Institut National de la Statistique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2012-01-30.
  21. L’alphabétisation au Niger, page 18-19.
  22. République du Niger, "Loi n° 2001-037 du 31 décembre 2001 fixant les modalités de promotion et de développement des langues nationales." L'aménagement linguistique dans le monde (accessed 14 October 2014)
  23. Ethnologue, 17th ed., Languages of Niger (accessed 14 October 2014)
  24. International Religious Freedom Report 2010: Niger. United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor (17 ნოემბერი 2015)
  25. 2010 Report on International Religious Freedom» Africa» Niger. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-18.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 J. Gordon Melton, Martin Baumann, Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, Oxford, England: ABC CLIO, 2010, ISBN 1-57607-223-1.
  27. 27.0 27.1 27.2 Global Christianity. The Pew Forum on Religion & Public Life (2011-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-22. ციტირების თარიღი: 2013-05-13.
  28. 28.0 28.1 J. Gordon Melton, Martin Baumann, Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, Oxford, England: ABC CLIO, 2002, ISBN 1-57607-223-1.
  29. Background Note:Niger, United States State Department, Bureau of Public Affairs: Electronic Information and Publications Office. Bureau of African Affairs. September 2008
  30. 30.0 30.1 Le Petrole Nigerien დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. Le Petrole Nigerien: D'Agadem a la Soraz
  31. As refinery opens, Niger joins club of oil producers, Agence France-Presse. 28 November 2011.
  32. – Coal Production and Utilization 2007–2011 Report P218
  33. Cri De Cigogne: Bilan énergétique du Niger, page 8
  34. Organisation des Nations unies pour l'alimentation et l'agriculture: Pays - Niger დაარქივებული 2012-07-26 საიტზე Wayback Machine. (informations non datées et non homogènes)
  35. Transport routier Reseau routier du Niger
  36. EXTENDING FROM BENIN TO NIGER. Railways Africa Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-03.
  37. PROPOSED SÉNÉGAL-SUDAN LINK. Railways Africa Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-03.
  38. Fabi, Randy (2009-07-03). „Nigeria, Algeria agree to build Sahara gas link“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-08. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  39. Awoniyi, Ola (2009-07-03). „Nigeria, Algeria, Niger seal $10 bln gas pipeline deal“. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-09. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  40. 40.0 40.1 Background Notes for Niger: January 2009 Bureau of African Affairs, United States State Department. Retrieved 2009-02-26. Portions of the "Economy" section are here used verbatim, as this document is in the Public Domain.
  41. 41.0 41.1 Decalo, Samuel (1997). Historical Dictionary of the Niger (3rd ed.). Boston & Folkestone: Scarecrow Press. ISBN 0-8108-3136-8. 
  42. ANNUAIRE STATISTIQUE DU NIGER - 2003-2007, გვ. 122. Institut National de la Statistique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2012-01-06.
  43. Niger - Tourism, travel, and recreation. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
  44. 44.0 44.1 Import Partners of Niger. The Observatory for Economic Complexity (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-28. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  45. REPUBLIC OF NIGER PRELIMINARY ATLAS OF POVERTY/VULNERABILITY. MAP 8: VILLAGES WITH CLINICS/HOSPITALS დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine. . Prepared for The World Bank Technical Department, Africa Region. 6 March 2001.
  46. 46.0 46.1 Niger. Country Health System Fact Sheet, 2006 დაარქივებული 2010-01-07 საიტზე Wayback Machine. . World Health Organisation
  47. Green, Jeff (10 May 2006). „U. S. has second worst newborn death rate in modern world, report says“. CNN. ციტირების თარიღი: 3 May 2010.
  48. The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  49. The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  50. Niger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 May 2012.
  51. 51.0 51.1 Behnke, p. 40
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 52.4 52.5 52.6 52.7 "Niger" დაარქივებული 2008-12-05 საიტზე Wayback Machine. . 2001 Findings on the Worst Forms of Child Labor. Bureau of International Labor Affairs, U. S. Department of Labor (2002). This article incorporates text from this source, which is in the public domain.</ref name=Behnke>Behnke, p. 40
  53. Education. Last accessed on 9/20/2014.
  54. The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  55. Creation of Four Public University in Some Regions in Niger. Article published by the Agence Nationale de Presse on March 7th, 2014.Last accessed on 9/20/2014.
  56. SEMINAIRE-ATELIER DE FORMATION ET DE SENSIBILISATION "Mission de service public dans les entreprises de presse d’Etat et privée" დაარქივებული 2017-01-19 საიტზე Archive-ItCategory:Webarchive template other archives. Historical introduction to Press Laws, in conference proceedings, Organised by FIJ/SAINFO/LO-TCO CCOG. NIAMEY, June 2002
  57. 57.0 57.1 Media in Niger: the African Development Information Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-01. ციტირების თარიღი: 2017-03-21.
  58. 58.0 58.1 Medias Status Report: Niger დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. . Summary document written for the African Media Partners Network. Guy-Michel Boluvi, Les Echos du Sahel Niamey, January 2001
  59. Geels, Jolijn. Niger. Bradt UK/Globe Pequot Press USA, 2006. ISBN 978-1-84162-152-4
  60. 60.0 60.1 U.S. Department of State. Report on Human Rights Practices – Niger. 1993–1995 დაარქივებული 2009-06-16 საიტზე Wayback Machine. to 2006
  61. Niger: Conseil de presse. Les journalistes refusent la mise sous tutelle დაარქივებული 2013-11-09 საიტზე Wayback Machine. . Ousseini Issa. Médi@ctions n°37, Institut PANOS Afrique de l'Ouest. March 2004
  62. Niger: Emergency legislation infringes non-derogable human rights დაარქივებული 2009-08-05 საიტზე Wayback Machine. . AMNESTY INTERNATIONAL Public Statement. AI Index: AFR 43/001/2007 (Public Document) Press Service Number: 181/07. 21 September 2007
  63. See the works of Jean Rouch, as well as Bernard Surugue. Contribution à l'étude de la musique sacrée zarma songhay (République du Niger). Études nigériennes; no 30. Niamey, Centre nigérien de recherches en sciences humaines, 1972
  64. Disparition de Adams Junior დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . Fofo Magazine. 30 March 2009
  65. 65.0 65.1 Hope for a Better World - Monique Mitchell. p. 110.
  66. Niger - Rabah Seffal. p. 115.
  67. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2017. FoodSpring.com Retrieved 2012-03-22
  68. Von Braun 1995, p. 176.
  69. 69.0 69.1 The Recipes of Africa - Dyfed Lloyd Evans. pp. 101-103.
  70. NIGER - JOURS FÉRIÉS / PUBLIC HOLIDAYS დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. . SERVICE DE L’INFORMATION AÉRONAUTIQUE - A S E C N A (Niamey), 2005-01-19
  71. Jean-Paul Labourdette, Dominique Auzias. Niger 2009. Petit Futé: Paris (2008) ISBN 978-2-7469-1640-1 p.208
  72. List