მონოფიზიტობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქრისტიანობა
P christ2.png
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
საეკლესიო განხეთქილებები
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მონოფიზიტობა (ბერძნ. მონოს – ერთი, ფიზის – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა). ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლი ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს ბიზანტიის იმპერიაში. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრება ზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი - „ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ“. მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.) და მათ მიერ არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიების დაარსებით.

სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოფიზიტობის სწავლების მიხედვით თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღმერთისა და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და რომ ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ ღმერთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს. ის გავრცელდა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც შემორჩენილი იყო მოკვდავი ღმრეთის კულტი. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა. V საუკუნის ბოლოდან მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში მონოფიზიტობა გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში. ამავე დროს გამოიკვეთა მონოფიზიტების პოლიტიკური სურვილი, ჩამოეშორებიათ ბიზანტიის იმპერიისგან აღმოსავლეთის პროვინციები. რელიგიურმა სეპარატიზმმა იჩნა თავი ეგვიპტესა და სირიაში. ამის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორები ხშირად უთმობდნენ მონოფიზიტებს. მონოფიზიტებს მფარველობდა იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე თეოდორა. VII საუკუნეში წარმოიქმნა მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის დაახლოების მცდელბა მონოთელიტობის სახით.

მიაფიზიტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნის ბოლოდან დამკიდრდა ტერმინი მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა. ეს ტერმინი შემოღებულ იქნა მონოფიზიტობის ნეგატიური კონოტაციის თავიდან ასარიდებლად. ტერმინი დაფუძნებულია კირილე ალექსანდრიელის გამონათქვამზე „ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება“. ტერმინი მონოფოზიტობა მიუღებელია სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის და არ იყენებს მას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღვთისმეტყველო ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jean Meyendorff. Le Christ dans la Theologie Byzantine. Paris, 1968. (На английском: John Meyendorff. Christ in the Eastern Christian Thought. New York, 1969. Русский перевод: Прот. Иоанн Мейендорф. «Иисус Христос в восточном православном богословии». М., 2000)
  2. Еп. Григорий (В. М. Лурье). История византийской философии. Формативный период. СПб., Axioma, 2006. XX + 553 с. ISBN 5-90141-013-0 Оглавление, Раздел 1, гл. 1, Раздел 1, гл. 2, Раздел 2, гл. 1, Раздел 2, гл. 2, Раздел 4, гл. 1, Раздел 4, гл. 2
  3. А. В. Карташёв. Вселенские Соборы. Париж, 1963
  4. Давыденков Олег, иерей Христологическая система Севира Антиохийского დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. М: Изд-во ПСТГУ, 2007. — 328 с. ISBN 978-5-7429-0257-7

ბიზანტიური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Творения преподобного Иоанна Дамаскина Источник знания Пер. с греч. и коммент. Д.Е. Афиногенова, А.А. Бронзова, А.И. Сагарды, Н.И. Сагарды. — М.: Индрик, 2002. — 416 с. — (Святоотеческое наследие. Т. 5) ISBN 5-85759-186-4
  2. Прп. Иоанн Дамаскин О сложной природе против акефалов // Творения преподобного Иоанна Дамаскина. Христологические и полемические трактаты. Слова на богородичные праздники / Пер. свящ. Максима Козлова и Д. Е. Афиногенова (М. 1997). Стр. 194—201 ISBN 5-7248-0044-6

მონოფიზიტუტი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Иеромонах Гевонд Оганесян, настоятель монастыря Святых Архангелов (Иерусалимский патриархат), кандидат богословских наук. «Армянская Церковь и Халкидон. Армянское достояние на святой земле». Иерусалим, 2010. В pdf формате. Армянская Церковь и Халкидон. В html формате
  2. H.H. Pope Shenouda III «The Nature of the Christ»
  3. Main doctrines and practice of the church - Ethiopian Orthodox Tewahedo Church