შინაარსზე გადასვლა

I საუკუნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იესო ქრისტეს VI საუკუნის ხატი, სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერი

I საუკუნე — პერიოდი 1 წლიდან 100 წლამდე, იულიუსის კალენდრის მიხედვით. მიეკუთვნება ანტიკური ხანას. ამ დროის მძლავრი სახელმწიფოები იყვნენ რომის იმპერია, ხანის ჩინეთი და პართია.

საუკუნემ მოიტანა მნიშვნელოვანი რელიგიური ძვრები – პალესტინაში წარმოიშვა ქრისტიანობა. ახ. წ. 30-იან წლებში იესო ჯვარს აცვეს. მისი წამება და ჯვარცმა გახდა ქრისტიანული თეოლოგიის საფუძველი. 64 წელს, რომში მომხდარმა დიდმა ხანძარმა ქალაქის ორ მესამედზე მეტი გაანადგურა, რის შედეგადაც დაიწყო ქრისტიანთა პირველი დევნა, რადგან ხანძარში ისინი დაადანაშაულეს. 70 წელს იერუსალიმის ალყამ და მეორე ტაძრის განადგურებამ (პირველ იუდეველთა ომი) გზა გაუხსნა ახალი იუდაიზმის ფორმირებას.

ამ საუკუნეში რომის იმპერია (რომელიც იულიუს-კლავდიუსებისა და ფლავიუსების დინასტიების მმართველობის ქვეშ იყო) განაგრძობდა შედარებით სტაბილურ პერიოდს, რომელსაც „პაქს რომანას“ („რომაული მშვიდობა“) უწოდებენ, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა 33 წელს და სამოქალაქო ომისა 69 წელს. ევროპაში, რომმა განახორციელა ექსპანსია ბრიტანეთში და აწარმოებდა ომებს გერმანიასა და დაკიაში. აფრიკაში რომს წინააღმდეგობას უწევდა ნუმიდიელი ბერბერი ტაქფარინასი, რომელიც ხელმძღვანელობდა საკუთარ მუსულამთა ტომისა და სხვა ბერბერული ტომების არაერთგვაროვან კოალიციას, ვიდრე დამარცხდებოდა 24 წელს. დასავლეთ აზიაში რომმა ჩაახშო იუდეველთა აჯანყება (66–73) და აწარმოებდა ომს პართიასთან 58–63 წლებში. აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთის დასავლეთ ხანის დინასტია შეცვალა სინის დინასტიამ 9 წელს, რომელიც შემდეგ თავად გახდა აჯანყებების სამიზნე და საბოლოოდ, აღმოსავლეთ ხანის დინასტია აღდგა 25 წელს. ხანის დინასტიამ შემდგომ დაამარცხა დები ჩინგების აჯანყება (40–43). ჩრდილოეთ საზღვარზე ხანის ჩინეთი ებრძოდა ხუნუს და საბოლოოდ გაიმარჯვა 91 წელს. ამ საუკუნეში ჩამოყალიბდა ფუნანისა და სიანბის სახელმწიფოები.

ამ საუკუნეში მოხდა რამდენიმე ბუნებრივი კატასტროფა. ახ. წ. 17 წელს დიდი მიწისძვრა მოხდა რომის აზიის პროვინციაში, მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი), რომელმაც 12 ქალაქი გაანადგურა, ყველაზე მეტად კი სარდისი დაზარალდა. 62 წლის მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრე 5–6 ბალი იყო, სერიოზულად დააზინა პომპეი და ჰერკულანუმი. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ უზარმაზარი მოცულობის ცხელი გაზები და ფერფლი წარმოშვა, რამაც მთლიანად გაანადგურა რამდენიმე დასახლება, მათ შორის ყველაზე ცნობილი — პომპეი და ჰერკულანუმი. ორივე ქალაქის მოსახლეობა 20 ათასს აჭარბებდა. დღემდე აღმოჩენილია დაახლოებით 1,500 ადამიანის ნეშტი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია — შეფასებები მერყეობს 13 ათასიდან 16 ათასამდე.

ათწლეულები და წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძვ. წ. I საუკუნე - I საუკუნე - II საუკუნე
0-იანები: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
10-იანები: 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
20-იანები: 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
30-იანები: 31 32 33 34 35 36 37 38 39 40
40-იანები: 41 42 43 44 45 46 47 48 49 50
50-იანები: 51 52 53 54 55 56 57 58 59 60
60-იანები: 61 62 63 64 65 66 67 68 69 70
70-იანები: 71 72 73 74 75 76 77 78 79 80
80-იანები: 81 82 83 84 85 86 87 88 89 90
90-იანები: 91 92 93 94 95 96 97 98 99 100

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები


საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.