გრანადის საამირო
გრანადის საამირო არაბ. مملكة غرناطة, ესპ. Reino de Granada საამირო | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | გრანადა | ||||||||
უდიდესი ქალაქები | მალაგა | ||||||||
ენა | არაბული, ესპანური, სეფარდული | ||||||||
რელიგია | ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
დინასტია | ნასრიდები | ||||||||
ისტორია | |||||||||
- დაარსება | 1238 | ||||||||
- გაუქმება | 1492 | ||||||||
გრანადის საამირო (არაბ. مملكة غرناطة, ესპ. Reino de Granada) — უკანასკნელი არაბული სახელმწიფო ევროპის ტერიტორიაზე და უკანასკნელი ისლამური სახელმწიფოებრივი გაერთიანება პირენეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე 1238-1492 წლებში. მისი გათავისუფლებით ესპანელებმა დაასრულეს ქვეყნის გათავისუფლების ხანგრძლივი პროცესი რეკონკისტა. გრანადის აღებას ევროპული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში იგივე მნიშვნელობა ჰქონდა რაც კონსტანტინოპოლის აღებას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალმოჰადების ცნობილი მმართველის მუჰამედ ალ-ნასირის გარდაცვალების შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულის მუსულმანურ მოსახლეობაში არეულობა დაიწყო, რომელიც ალმოჰადების სახელმწიფოს დაშლისაკენ მიაქანებდა. 1224-1230 წლებში რეგიონი ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ მოიცვა. ჩამოყალიბდა ერთმანეთთან მებრძოლი პატარა სახელმწიფოებრივი გაერთიანებები ტაიფები. ვალენსიაში ჩამოყალიბდა ტაიფა რომელიც 1228 წლამდე არსებობდა, მსგავსი გაერთიანება არსებობდა მურსიაში 1228-1241 წლებში. მესამე საამირო ჩამოყალიბდა არხონაში, რომლის მმართველმა მუჰამედ I-მა ჯერ ქალაქი ხაენი დაიპყრო, შემდეგ ბასა, გუადისი და გრანადა. ასე დაარსდა გრანადის საამირო — უკანასკნელი მავრიტანული სახელმწიფო.
საამიროს ერთადერთი მმართველი დინასტია იყო ნასრიდები. გრანადის საამიროში სხვადასხვა მუსულმანური საამიროებიდან მოდიოდნენ და სახლდებოდნენ, სადაც მოჰქონდათ თავიანთი ავლა-დიდება და ხდებოდა მეურნეობის განვითარება. აქ გააგრძელა აღმასვლა ტრადიციულმა მავრიტანიულმა კულტურამ და ხელოვნებამ.
XV საუკუნის ბოლოს საამირო კრიზისმა მოიცვა, ხაზინას ქრონიკულად არ ჰყოფნიდა ფინანსები, იყო საკვების კრიზისი, მოსახლეობა შიმშილობდა, ქალაქი ცარიელდებოდა და შენობები ინგრეოდა. ესპანეთში ამ დროს ტრიუმფით აღნიშნავენ ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენას. გარდა ამისა ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა აზრი, რომ ისლამური გრანადის აღება იქნებოდა კომპესანცია ქრისტიანული კონსტანტინოპოლის აღების სანაცვლოდ. 1492 წელს გრანადა აიღეს, დასრულდა რეკონკისტა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გრანადის საამირო
- Начало Реконкисты в Испании. Мусульманские государства დაარქივებული 2023-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Гранадский эмират (XIII—XV вв.) на сайте «Руниверс»
- ანონიმი ავტორი. Испанские средневековые хроники: Хроника Карденьи I. Хроника Карденьи II. Анналы Толедо I. Анналы Толедо II. Анналы Толедо III.. www.kuprienko.info (А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-11-17.
|