ურუგვაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
List2.svg მდინარე ურუგვაისთვის, იხილეთ ურუგვაი (მდინარე).
აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა
ესპ. República Oriental del Uruguay
ურუგვაი
ურუგვაის
დროშა გერბი
დევიზი: Libertad o muerte
„თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი: Himno Nacional Uruguayo
National Anthem of Uruguay

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მონტევიდეო
34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. / -34.883; -56.167
ოფიციალური ენა(ები) ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ხოსე მუხიკა
ფართობი
 -  სულ 176 215 კმ2 
 -  წყალი (%) 1,5
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 3,324,460[1] (133-ე)
 -   აღწერა 3,286,314[2] 
 -  სიმჭიდროვე 18.87 კაცი/კმ2 (198–ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ $59.458 მილიარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $17,466[3] 
აგი (2012) 0.792 (მაღალი) (46-ე)
ვალუტა ურუგვაული პესო (UYU)
დროის სარტყელი (UTC -3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC -2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი URY
Internet TLD .uy
სატელეფონო კოდი +598

ურუგვაი ოფიციალურად აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა[4] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა.

ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[1] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[1] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.

1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[5] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, ერთი ვერსიით გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.[6]

გეოგრაფია[რედაქტირება]

ურუგვაის რუკა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ურუგვაის გეოგრაფია.

ურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²–ს შეადგენს.

საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა სერო-კატედრალი 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.

კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24 °C, ივლისისა 10—12 °C. სამხრეთის ქარების, პამპეროს ქროლვის დროს კი ტემპერატურა 5 °C-მდე ეცემა, მოდის თოვლიც.

ატმოსფერული ნალექები 1000 მმ შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.

სახელმწიფო[რედაქტირება]

ურუგვაი მმართველობის მიხედვით რესპუბლიკაა. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით (დაუშვებელია მიყოლებით, მეორე ვადით არჩევა). ამჟამად ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა (2010 წლის მარტიდან).

ურუგვაის ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ურუგვაის დეპარტამენტები.

ურუგვაი დაყოფილია 19 დეპარტამენტად, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებები.[7] თითოეული დეპარტამენტი ირჩევს მმართველებს საყოველთაო არჩევნების გზით.[7]

ცხრილში მოსახლეობის რაოდენობა მოცემულია 2011 წლის მიხედვით.[8]

ურუგვაის დეპარტამენტების რუკა
დეპარტამენტი ფართობი
კმ²
მოსახლეობა დედაქალაქი
არტიგასი 11 928 73,162 არტიგასი
კანელონესი 4 536 518,154 კანელონესი
სერო-ლარგო 13 648 84,555 მელო
კოლონია 6 106 122,863 კოლონია-დელ-საკრამენტო
დურასნო 11 643 57,082 დურასნო
ფლორესი 5 144 25,033 ტრინიდადი
ფლორიდა 10 417 67,093 ფლორიდა
ლავალიეხა 10 016 58,843 მინასი
მალდონადო 4 793 161,571 მალდონადო
მონტევიდეო 530 1,292,347 მონტევიდეო
პაისანდუ 13 922 113,112 პაისანდუ
რიო-ნეგრო 9 282 54,434 ფრაი-ბენტოსი
რივერა 9 370 103,447 რივერა
როჩა 10 551 66,955 როჩა
სალტო 14 163 124,683 სალტო
სან-ხოსე 4 992 108,025 სან-ხოსე-დე-მაიო
სორიანო 9 008 82,108 მერსედესი
ტაკუარემბო 15 438 89,993 ტუკუარემბო
ტრეინტა-ი-ტრესი 9 676 48,066 ტრეინტა-ი-ტრესი

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Andrew, G. R. (2010) Blackness in the White Nation: A History of Afro-Uruguay, The University of North Carolina Press
  • Behnke, A. (2009) Uruguay in Pictures, Twenty First Century Books
  • Box, B. (2011) Footprint Focus: Uruguay, Footprint Travel Guides
  • Burford, T. (2010) Bradt Travel Guide: Uruguay, Bradt Travel Guides
  • Canel, E. (2010) Barrio Democracy in Latin America: Participatory Decentralization and Community Activism in Montevideo, The Pennsylvania State University Press
  • Clark, G. (2008) Custom Guide: Uruguay, Lonely Planet
  • Jawad, H. (2009) Four Weeks in Montevideo: The Story of World Cup 1930, Seventeen Media
  • Lessa, F. and Druliolle, V. (eds.) (2011) The Memory of State Terrorism in the Southern Cone: Argentina, Chile, and Uruguay, Palgrave Macmillan
  • Mool, M (2009) Budget Guide: Buenos Aires and Montevideo, Cybertours-X Verlag

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Central Intelligence Agency. Uruguay. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 5 January 2010.
  2. Resultados del Censo de Población 2011: población, crecimiento y estructura por sexo y edad ine.gub.uy
  3. 3.0 3.1 Uruguay. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 4 January 2012.
  4. For example, International Court of Justice press release 20 April 2010 re judgment Argentina v Uruguay.
  5. Bureau of Western Hemisphere Affairs. Background Note: Uruguay. US Department of State. წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.
  6. Ministerio de Turismo y Deporte del Uruguay (Spanish, English and Portuguese). Turismo.gub.uy. წაკითხვის თარიღი: 26 June 2010.
  7. 7.0 7.1 Business Guide. Uruguay XXI. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-05-01-ში. წაკითხვის თარიღი: 25 February 2011.
  8. Censos 2011 – Instituto Nacional de Estadistica. Instituto Nacional de Estadística. წაკითხვის თარიღი: 13 January 2012.