გი დე ლუზინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გი დე ლუზინიანი
Guy de Lusignan
Guido di Lusignano.jpg
იერუსალიმის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1186
მმართ. დასასრული: 1192
წინამორბედი: ბალდუინ V
მემკვიდრე: ისაბელა
კვიპროსის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1192
მმართ. დასასრული: 18 ივლისი, 1194
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: აიმერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1150
დაბ. ადგილი: ლუზინიანი
გარდ. თარიღი: 18 ივლისი, 1194
გარდ. ადგილი: ნიქოზია, კვიპროსი
მეუღლე: სიბილა
მამა: ჰუგო VIII ლუზინიანი
რელიგია: კათოლიციზმი

გი დე ლუზინიანი (ფრანგ. Guy de Lusignan; დ. 1150 — გ. 18 ივლისი, 1194) — ფრანგი რაინდი, იერუსალიმის მეფე 1186–1192 და კვიპროსის მეფე 1192–1194 წლებში, ჰუგო VIII ლუზინიანის ვაჟი. მისი წმინდა მიწაზე ჩასვლის თარიღი უცნობია. 1180 წელს იგი დაქორწინდა პრინცესა სიბილაზე. გი დე ლუზინიანი გახდა ბალდუინ V-ის რეგენტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, იერუსალიმის ტახტზე ავიდა სიბილა და სამეფოს მართვა გი დე ლუზინიანს ერგო. იგი გამეფებისთანავე აშკარად დაუპირისპირდა სალადინს. მათი დაპირისპირების კულმინაცია იყო ჰატინის ბრძოლა, სადაც გი დამარცხდა და დაატყვევეს. სამი თვის შემდეგ იერუსალიმიც დაეცა.

1187 წელს გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა სალადინმა. იგი ერთ-ერთ უკანასკნელ ჯვაროსნულ ქალაქისკენ — ტვიროსისკენ გაემართა, მაგრამ იქ არ შეუშვეს. 1189 წელს მან ალყა შემოარტყა აკრას. აკრის ალყა 1191 წელს დასრულდა ჯვაროსნების გამარჯვებით. გი დე ლუზინიანი იერუსალიმის სამეფოს (დედაქალაქი აკრა) მეფედ გამოაცხადეს. 1192 წელს ის კვიპროსის მეფე გახდა. იგი გარდაიცვალა 1194 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernard Hamilton, "Women in the Crusader States: The Queens of Jerusalem", in Medieval Women, edited by Derek Baker. Ecclesiastical History Society, 1978