ეკლესიის სოციალური სწავლება
რომის კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლება — მორალური თეოლოგიის სპეციფიკური სფეროა, რომელიც სოციალური პროლემების მიმართ გამოიყენება. კარგად ინფორმირებულმა საზოგადოებრივმა აზრმა იცის, რომ ეკლესიის სოციალური სწავლება არანაირად არ შეიძლება შედარებული იყოს რომელიმე იდეოლოგიურ პოზიციასთან. ობიექტურია, რომ ეკლესიის სოციალური სწავლება არ არის არც იდეოლოგია და არც სოციალური თეორია, არც ეკონომიკური ან სოციალური სისტემის ცალკეული პროექტისთვის გამიზნული კლიშე, არც ძალაუფლების ან ინტერესთა ლეგიტიმაციის მიერ წარმოქმნილი პრაქტიკა. ეკლესიის სოციალური სწავლება არც იდეალიზებული უტოპია და არც ადამიანთა მთლიანობისთვის აბსტრაქტული მორალის კატალოგია.
ეს სწავლება, ჩვენ დროში, გამოხატავს ეკლესიის ხედვას სოციალურ სინამდვილეთა მიმართ, რომელიც შეფასებულია სახარების შუქზე და სთავაზობს საზოგადოებაში პრაქტიკული მოქმედების პრინციპულ დირექტივებს. იმავე დროს, ეს სწავლება თეოლოგიურად შთაგონებული და სოციალურად რეალისტურია, რამდენადაც სოციალურ ვითარებებში ადამიანის ცხოვრების ქრისტიანულ კონცეფციას სთავაზობს, რაც რაციონალური განაზრებით და ჰუმანური მეცნიერებებითაა პრაქტიზებული. ის ეხება ეკლესიის მსახურებას მათ მიმართ, ვინც საზოგადოებას აშენებს: ეკლესია ესწრაფვის... უბიძგოს ადამიანებს, რომ უპასუხონ, აგრეთვე რაციონალური განაზრების და ჰუმანური მეცნიერებების დახმარებით, საკუთარ მოწოდებას, როგორც ამქვეყნიური საზოგადოების პასუხისმგებელმა აღმშენებლებმა.
შეცდომა იქნებოდა, ეკლესიის სოციალურ სწავლება რომ უბრალოდ მესამე გზამდე დაგვეყვანა მარქსიზმს და კაპიტალიზმს შორის. ეკლესია არ სთავაზობს რაიმე იდეოლოგიას, რაიმე სოციალურ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ სისტემას, ვინაიდან ეს არც მის სამოქმედო სფეროში და არც მის კომპეტენციაში არ შედის. მისი სპეციფიკური როლი გულისხმობს სოციალურ საქმიანობათა მორალური ფასეულობის განმარტებას და ადამიანის ღირსების სახარებისეულ ხედვასთან შეთანხმებული პრინციპების შეთავაზებას. ამ მოსაზრებას ცხადად გამოხატავს პაპი იოანე პავლე II: «ეკლესიის სოციალური მოძღვრება არ არის „მესამე გზა“ ლიბერალურ კაპიტალიზმსა და მარქსისტულ კოლექტივიზმს შორის, არც სხვა ნაკლებად ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა შესაძლო ალტერნატივა: მეტადრე, ის ქმნის საკუთარ კატეგორიას. ის არც იდეოლოგიაა, არამედ მეტწილად საზოგადოებასა და საერთაშორისო წესრიგში ადამიანის არსებობის რთულ სინამდვილეთა საყურადღებო განხილვის შედეგების ზუსტი ფორმულაცია, რწმენისა და საეკლესიო ტრადიციის შუქზე".
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Curran, Charles E, (2002), Catholic Social Teaching: 1891-Present, Georgetown University Press, ISBN 0-87840-881-9.
- Harald Jung: Soziale Marktwirtschaft und Weltliche Ordnung, EThD Bd. 21, Berlin 2009, ISBN 978-3643105493
- Williams, Thomas D, (2011), The World As It Could Be: Catholic Social Thought for a New Generation, ISBN 082452666X.
- Hervé Carrier. 1993. Dottrina Sociale: Nuovo approccio all'insegnamento sociale della Chiesa, Torino, Italia: Edizioni San Paolo: p. 10.
- Papa Giovanni Paolo II, la lettera enciclica "Sollicitudo rei socialis", 30 dicembre 1987, n.1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pope Leo XIII's Encyclical Rerum novarum
- "Centesimus Annus Pro Pontifice Foundation" – Vatican foundation established in 1993 to make Catholic Social Teaching more widely known and better understood.
- Catholic Social Teaching – Provides a comprehensive index of Papal teaching on Social Doctrine as well as articles by Catholic scholars.
- Sharing Catholic Social Teaching: Reflections of the U.S. Catholic Bishops დაარქივებული 2011-08-06 საიტზე Wayback Machine.