შინაარსზე გადასვლა

ჩეხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხეთის რესპუბლიკა
Česká republika
ჩეხეთი
ჩეხეთის
დროშა გერბი
დევიზი: „Pravda vítězí“
ჰიმნი: Kde domov můj
ჩეხეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პრაღა
50°05′ ჩ. გ. 14°28′ ა. გ. / 50.083° ჩ. გ. 14.467° ა. გ. / 50.083; 14.467
ოფიციალური ენა ჩეხური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მილოშ ზემანი
 -  პრ.-მინისტრი პეტრ ფიალა
ფართობი
 -  სულ 78 866 კმ2 (117-ე)
 -  წყალი (%) 2.0
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 10 562 214 
 -  2001 აღწერა 10 230 060 
 -  სიმჭიდროვე 134 ად კაცი/კმ2 (84-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $284.952 მილიარდი[1] (41-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $27 062[1] (33-ე)
აგი (2010) 0.865[2] (მაღალი) (27-ე)
ვალუტა ჩეხური კრონა (CZK)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CZE
Internet TLD .cz1
სატელეფონო კოდი 420

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko)[3]ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი.[4] ჩეხეთის მთლიან ტერიტორიაზე ვხვდებით მთიან ლანდშაფტებს (ფართობი 78,866 კმ2), რომელიც უმეტესად ხასიათდება ზომიერი კონტიტენტური და ოკეანური კლიმატით. არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა 10.7 მილიონი მცხოვრებით. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს შეადგენს; სხვა ძირითადი ქალაქებია ბრნო, ოსტრავა, ოლომოუცი და პლზენი.

ჩეხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX საუკუნის ბოლოს, როგორც დიდი მორავიის იმპერიის ბოჰემიის საჰერცოგო. 1002 წელს საჰერცოგო ოფიციალურად აღიარეს როგორც საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო სახელმწიფო, ხოლო 1198 წელს გახდა ბოჰემიის სამეფო, რომელმაც ტერიტორიულ მაქსიმუმს XIV-XVII საუკუნეებში მიაღწია.[5][6] XIV-XVII საუკუნეებში პრაღა წარმოადგენდა საიმპერატორო ქალაქს. XV საუკუნის ბოჰემურმა რეფორმამ გამოიწვია ჰუსიტური ომები, რაც კონფესიური პლურალიზმისა და რელიგიური ტოლერანტობის პერიოდით დასრულდა.

1526 წელს მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, ბოჰემური გვირგვინის მიწები მთლიანად ჰაბსბურგთა მონაქრიამ შეიერთა. პროტესტანტების ბოჰემის აჯანყებამ (1618-20) კათოლიკე ჰაბსბურგების წინააღმდეგ სათავე დაუდო ოცდაათწლიან ომს. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, ჰაბსბურგებმა გააძლიერეს თავიანტი მმართველობა, გადააკეთეს კათოლიციზმი და დაიწყეს გერმანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1806 წელს წმინდა რომის იმპერიის დაშლის შედეგად ბოჰემური გვირგვინის მიწები ავსტრიის იმპერიის ნაწილი გახდა, ხოლო ჩეხურმა (ბოჰემურმა) ენამ და ლიტერატურამ განიცადა კულტურული აღორძინება. XIX საუკუნეში ჩეხეთის ტერიტორიები ინდუსტრიულ მიწებად იქცა და შემდგომში წარმოადგენდა 1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოყალიბებული ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ცენტრს.[7] პირველი ომის შემდეგ პერიოდში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში იყო დამყარებული დემოკრატია.[8] თუმცა, 1938 წლის დასაწყისში, ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის მიწები დაიპყრო, ხოლო სლოვაკეთი გახდა გერმანიის მარიონეტული სახელმწიფო. ჩეხეთი 1945 წელს აღდგა. ომის შემდეგ გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები ქვეყნიდან განდევნეს. 1946 ჩატარდა არჩევნები, რომელიც ხმათა უმრავლესობით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ მოიგო და 1948 წლის გადატრიალების შემდეგ (1948 coup d'état) მათ ჩამოაყალიბეს ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ჩეხოსლოვაკია ოკუპირებულ ტერიტორიად რჩებოდა 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე; აღნიშნულმა რევოლუციამ საბჭოთა მმართველობა მშვიდობიანად დაასრულა და აღადგინა დემოკრატია ქვეყანაში. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა ორ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, სახელმწიფოდ. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს შეუერთდა 1999 წელს, ხოლო ევროკავშირს - 2004 წელს. აგრეთვე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი.

ჩეხეთი არის განვითარებული ქვეყანა, მოწინავე, მაღალი შემოსავლის მქონე სოციალური საბაზრო ეკონომიკით.[9][10][11] არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული სოციალური მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითა და უფასო-საუნივერსიტეტო განათლებით. იგი UN-ის ადამიანის განვითარების ინდექსით არის მსოფლიოს მე-13 ქვეყანა, ხოლო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით - მე-14 ქვეყანა (უკანასკნელში დგას ისეთ სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი). აგრეთვე არის მსოფლიოში რიგირთ მე-11 ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც დემოკრატიული მმართველობა კარგად ფუნქციონირებს.

  • ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Čechy; Česká republika.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.

1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ — ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბისა და უმუშევრობის დონე და დაბალია განათლების დონე.

მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 48° და 51° პარალელებსა და აღმოსავლეთ გრძედის 12° და 19° მერიდიანებს შორის, ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78 866 კმ².

ჩეხეთის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბოჰემია მოიცავს მდინარე ელბისა და ვლტავას ბასეინს; უმეტესად შემოსაზღვრულია დაბალი მთებით (მაგალითად, სუდეტებითა და კრკონოსით). ქვეყნის უმაღლესი წერტილი, სნეზკა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1,603 მეტრი სიმაღლეზე, სწორედ აღნიშნულ რეგიონში მდებარეობს. მორავია, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, არის აგრეთვე საკმაოდ მთიანი ტერიტორია.

ჩეხეთის რესპუბლიკიდან წყალი მიედინება სამ სხვადასხვა ზღვაში: ჩრდილოეთის ზღვაში, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში. ჩეხეთის მფლობელობაშია აგრეთვე მოლდაუჰაფენი, 30,000 მ2 ფართობის ლოტი ჰამბურგის ნავსაშენში. აღნიშნული ტერიტორია ქვეყანას მიენიჭა ვერსალის ხელშეკრულების 363-ე მუხლით და მიზანი იყო ის, რომ ზღვაზე გასასვლელი არმქონე ქვეყნისთვის მიენიჭებინათ სატრანსპორტო ადგილი, რათა მდინარიდან დატვირთულ გემებს ზღვაში გასვლა შესძლებოდათ. ტერიტორია გერმანიას 2028 წელს უბრუნდება.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვხვდებით ოთხ ეროვნულ პარკს. მათ შორის ყველაზე ძველია კრკონოშეს ეროვნული პარკი; დანარჩენებია: შუმავის ეროვნული პარკი, პოდიის ეროვნული პარკი, ჩეხეთის შვეიცარია.

ლანდშაფტი ზაფხულის დილის პერიოდში (ჩრდილოეთ ჩეხეთი)
კრკონოსეს მთები ზამთარში

ჩეხეთის რესპუბლიკა ძირითადად ხასიათდება კონტინენტური კლიმატით, თბილი ზაფხულითა და ცივი, მოღრუბლული და თოვლიანი ზამთრით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტემპერატურის სხვაობა ზაფხულსა და ზამთარში საკმაოდ მაღალია.[12]

სიმაღლის მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვხვდებით განსვავებულ ტემპერატურას. ზოგადად, უფრო მაღალ სიმაღლეებზე ტემპერატურა მცირდება და ნალექი იზრდება. ჩეხეთის ყველაზე სველი ნაწილი არის ბალი პოტოკის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ყველაზე მშრალი ნაწილი - პრაღის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ლოუნის რაიონი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთების განაწილება, რაც, შესაბამისად, იწვევს კლიმატის მრავალფეროვნებას ქვეყანაში.

ქვეყნის უმაღლეს წერტილზე, სნეზკაზე, საშუალო ტემპერატურა —0.4°C-ია, ხოლო ქვეყნის უდაბლეს ადგილზე - 10°C. ქვეყნის დედაქალაქი პრაღა მსგავსი საშუალო ტემპერატურით ხასიათდება, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქალაქისთვის დამახასიათებელი (ურბანული) ფაქტორები.

ჩვეულებრივ, ყველაზე ცივი თვე იანვარია (შემდეგ მოსდევს თებერვალი და დეკემბერი). აღნიშნული თვეების განმავლობაში, მთებში ძირითადად თოვს; თოვლი აგრეთვე მოსალოდნელია დიდ ქალაქებსა და დაბლობებშიც. მარტში, აპრილსა და მაისში, ჩვეულებრივ, ტემპერატურა მაღალი სისწრაფით იმატებს, განსაკუთრებით აპრილში, როცა ტემპერატურა და ამინდი დღის განმავლობაში ხშირად იცვლება. გაზაფხულის პერიოდში, თოვლის დნობის გამო, მდინარეები შედარებით უხვწყლიანია.

ყველაზე ცხელი თვე ივლისია (შემდეგ მოსდევს აგვისტო და ივნისი). საშუალოდ, ზაფხულის ტემპერატურა 20-30°C-ია. ხასიათდება წვიმებითა და შტორმებით.

შემოდგომა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრით, რომელიც საკმაოდ თბილი და მშრალი თვეა. ოქტომბრის განმავლობაში ტემპერატურა 15 ან 10°C-მდე ეცემა. ამ პერიოდში ფოთლოვანი ტყეები ფოთოლცვენას იწყებენ. ნოემბრის ბოლოსკენ ტემპერატურა უკვე თითქმის ყინვის ნიშნულამდე მიდის.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც უდესმე აღუწერიათ, არის —42.9°C (დაფიქსირდა 1929 წელს, ჩესკე-ბუდეიოვიცეში), ხოლო ყველაზე მაღალი - 40.4°C (დაფიქსირდა 2012 წელს, დობრიჩოვში).[13] წვიმებს უმეტესად ზაფხულში ვხვდებით.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საავტომობილო
ნომრების ინდექსები
რეგიონის სახელი
ქართულად
რეგიონის სახელი
ჩეხურად
ადმინისტრაციული
ცენტრი
მოსახლეობა
(2004 წელს)
მოსახლეობა
(2010 წელს)
A პრაღა Hlavní město Praha n/a 1 170 571 1 251 072
S ცენტრალური ბოჰემიის მხარე Středočeský kraj პრაღა 1 144 071 1 256 850
C სამხრეთ ბოჰემიის მხარე Jihočeský kraj ჩესკე-ბუდეიოვიცე 625 712 637 723
P პლზენის მხარე Plzeňský kraj პლზენი 549 618 571 831
K კარლოვი-ვარის მხარე Karlovarský kraj კარლოვი-ვარი 304 588 307 380
U უსტეცის მხარე Ústecký kraj უსტი-ნად-ლაბემი 822 133 835 814
L ლიბერეცის მხარე Liberecký kraj ლიბერეცი 427 563 439 458
H ჰრადეც-კრალოვეს მხარე Královéhradecký kraj ჰრადეც-კრალოვე 547 296 554 370
E პარდუბიცეს მხარე Pardubický kraj პარდუბიცე 505 285 516 777
M ოლომოუცის მხარე Olomoucký kraj ოლომოუცი 635 126 641 555
T მორავია-სილეზიის მხარე Moravskoslezský kraj ოსტრავა 1 257 554 1 244 837
B სამხრეთ მორავიის მხარე Jihomoravský kraj ბრნო 1 123 201 1 152 819
Z ზლინის მხარე Zlínský kraj ზლინი 590 706 590 527
J ვისოჩინის მხარე Kraj Vysočina იიჰლავა 517 153 514 805

2015 წლის მონაცემებით, შობადობის საერთო მაჩვენებელი იყო 1.57 ბავშვი/ქალზე, რაც 2.1-ის მიხედვით ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.[14] ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მოსახლეობა: საშუალო ასაკი 42.5 წელია.[15] 2013 წელს სიცოცხლის საშუალო ხანრგძლოვობა შეადგენდა 77.56 წელია (74.29 წელი კაცებში, ხოლო 81.01 წელი - ქალებში).[16] 2007 წელს ემიგრაციამ მოსახლეობა თითქმის 1%-ით გაზარდა. ჩეხეთში ემიგრაციით წლიურად დაახლოებით 77,000 ადამიანი შედის.[17] ვიეტნამელმა ემიგრანტებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დასახლება დაიწყეს კომუნისტურ პერიოდში, როცა ისინი ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ქვეყანაში სტუმრად მიიწვია.[18] 2009 წელს, ჩეხეთში დაახლოებით 90,000 ვიეტნამელი ცხოვრობდა.[19] თავიდან სტუმრად ჩამოსულ ვიეტნამელთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა.[20]

2011 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა შემდეგნაირად ნაწილდება: ჩეხები (63.7%), მორავები (4.9%), სლოვაკები (1.4%), პოლონელები (0.4%), გერმანელები (0.2%) და სელიზიანები (0.1%). ვინაიდან გამოკითხვისას „ეროვნება“ არასავალდებულო გრაფა იყო, ხალხის დიდმა ნაწილმა (26.0%) ეს ველი ცარიელი დატოვა.[21] იგივე აღწერის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 250,000 ბოშა ცხოვრობს.[22][23] ქვეყანაში პოლონელები ძირითადად ზოლზის რეგიონში ცხოვრობენ.[24]

ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 496,413 (მოსახლეობის 4.5%) უცხოელი. მათ შორის უდიდეს საზოგადოებებს ქმნიან უკრაინული (22%), სლოვაკური (22%), ვიეტნამური (12%), რუსული (7%) და გერმანული (4%) ჯგუფები. უცხოელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს პრაღასა (37.3%) და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში (13.2%).[25]

ჩეხეთის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური მოსახლეობა ჰყავს; აქ მცხოვრებთა დაახლოებით 75%[26]-79%[27] მონაწილეობას არ იღებს რელიგიურ გამოკითხვებში, ხოლო ნამდვილ ათეისტთა წილით (30%) ჩეხეთი მხოლოდ ჩინეთსა (47%) და იაპონიას (31%) ჩამორჩება.[28] ჩეხ ხალხს ისტორიულად ახასიათებდნენ, როგორც „ტოლერანტებსა და რელიგიის მიმართ გულგრილებს“.[29]

2011 წლის გამოკითხვაში მოსახლეობის 34%-მა განაცხადა, რომ აქ იყო რელიგიის მიმდევარი; 10% კათოლიკე იყო, 0.8% - პროტესტანტი. მოსახლეობის 45%-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ რელიგიას აღიარებდა იგი.[30] 1991 წლიდან 2001 წლამდე და შემდეგ 2011 წლამდე კათოლიციზმის მიმდევრები შემცირდა ჯერ 39%-დან 27%-მდე, შემდეგ კი 10%-მდე;[31] სავარაუდოდ, მუსლიმი მოსახლეობა 20,000-ს შეადგენს, რაც ჩეხეთის მოსახლეობის 0.2%-ია.[32]

ჩეხეთში სავალდებულო განათლება მოიცავს 9 წელს; შემდეგ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ უმაღლესი განათლება უფასოდ (განათლების მიღების საშუალო დრო 13.1 წელია).[33] გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკას, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქვს უფრო თანაბარი საგანმანათლებლო სისტემა.[33] კარლის უნივერსიტეტი, რომელიც 1348 წელს დაარსდა, იყო პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში. ქვეყანაში სხვა ძირითად უნივერსიტეტებში შედის: მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, პალასკის უნივერსიტეტი, საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია და ეკონომიკის უნივერსიტეტი.

ჩეხეთის რესპუბლიკის 2013 წლის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

მუსიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 1000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის X საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.

ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. XIX საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც XX საუკუნეში გახდა მოდერნიზებული ევროპული თეატრის ნაწილი.

სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადღება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.

სპორტი ერთ-ერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.

კარლის ხიდი
  • პრაღა — ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის სასახლე (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
  • ბრნო — წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
  • პლზენი — წმინდა ბართლომეს ეკლესია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
  • ჩესკი-კრუმლოვი — ისტორიული ცენტრი;
  • კუტნა-ჰორა — შუა საუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
  • ტელჩი — ძველი ქალაქი.

ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Czech Republic. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 18 April 2012.
  2. Human Development Report 2011. United Nations (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 5 November 2011.
  3. the Czech Republic. The United Nations Terminology Database. ციტირების თარიღი: 2 September 2016.
  4. Information about the Czech Republic. ციტირების თარიღი: 25 March 2016
  5. Mlsna, Petr; Šlehofer, F.; Urban, D.. The Path of Czech Constitutionality Czech, English. 1st edition გვ. 10–11. Úřad Vlády České Republiky (The Office of the Government of the Czech Republic) (2010). ციტირების თარიღი: 31 October 2012.
  6. Čumlivski, Denko. (2012)800 let Zlaté buly sicilské czech. National Archives of the Czech Republic (Národní Archiv České Republiky). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
  7. Dijk, Ruud van; Gray, William Glenn; Savranskaya, Svetlana; Suri, Jeremi; Zhai, Qiang (2013) Encyclopedia of the Cold War (en). Routledge, გვ. 76. ISBN 978-1135923112. 
  8. Dijk, Ruud van; Gray, William Glenn; Savranskaya, Svetlana; Suri, Jeremi; Zhai, Qiang (2013) Encyclopedia of the Cold War (en). Routledge, გვ. 76. ISBN 978-1135923112. 
  9. Velinger, Jan. (28 February 2006) World Bank Marks Czech Republic's Graduation to 'Developed' Status. Radio Prague. ციტირების თარიღი: 22 January 2007.
  10. Edit/Review Countries. Imf.org (14 September 2006). ციტირების თარიღი: 14 May 2014.
  11. Country and Lending Groups. დაარქივებული 2 July 2014 საიტზე Wayback Machine. World Bank. Accessed on 3 July 2014.
  12. R. Tolasz, Climate Atlas of the Czech Republic, Czech Hydrometeorological Institute, Prague, 2007. ISBN 80-244-1626-3, graphs 1.5 and 1.6
  13. Czech absolute record temperature registered near Prague. České noviny. ČTK. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
  14. Population change - year 2015.
  15. "The World FactBook - Czechia", The World Factbook, July 12, 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ez.html. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 8, 2020 დაარქივებული December 23, 2018[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  16. The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2014.
  17. "Press: Number of foreigners in ČR up ten times since 1989". Prague Monitor. 11 November 2009. დაარქივებული 28 December 2014 საიტზე Wayback Machine.
  18. O'Connor, Coilin (29 მაისი 2007). „Is the Czech Republic's Vietnamese community finally starting to feel at home?“. Czech Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2008.
  19. „Crisis Strands Vietnamese Workers in a Czech Limbo“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2014.
  20. Foreigners working in the Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2009. ციტირების თარიღი: 3 June 2009.. Ministry of Foreign Affairs. July 2006.
  21. První předběžné výsledky Sčítání lidu, domů a bytů 2011: Obyvatelstvo podle národnosti podle krajů დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. . (PDF) . Retrieved on 12 August 2012.
  22. The History and Origin of the Roma. Romove.radio.cz. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  23. Green, Peter S. (5 აგვისტო 2001). „British Immigration Aides Accused of Bias by Gypsies“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2010.
  24. "Jarosław Jot-Drużycki: Poles living in Zaolzie identify themselves better with Czechs დაარქივებული 26 April 2018 საიტზე Wayback Machine. ". European Foundation of Human Rights. 3 September 2014.
  25. (2017) Foreigners in the Czech Republic - 2017. Prague: Czech Statistical Office. ISBN 978-80-250-2781-3. 
  26. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2017. ციტირების თარიღი: 2018-01-05.
  27. NÁBOŽENSKÁ VÍRA OBYVATEL PODLE VÝSLEDKŮ SČÍTÁNÍ LIDU. Czech Statistical Office (27 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტატა: „Chapter 1. "Změny struktury obyvatel podle náboženské víry v letech 1991, 2001 a 2011"; table "Struktura obyvatel podle náboženské víry (náboženského vyznání) v letech 1991 - 2011": believers 20,8%; non-believers 34,5%; no declared religion 44,7%“ ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  28. Global Index of Religion and Atheism დაარქივებული 26 December 2017 საიტზე Wayback Machine. Press Release დაარქივებული 21 October 2013 საიტზე Wayback Machine. . 2012. secularpolicyinstitute.net
  29. Richard Felix Staar, Communist regimes in Eastern Europe, Issue 269, p. 90
  30. Population by religious belief and by municipality size groups. Czech Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2015. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
  31. Population by denomination and sex: as measured by 1921, 1930, 1950, 1991 and 2001 censuses Czech, English. Czech Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2010.
  32. Europe’s Growing Muslim Population [1], Pew Research Center, 2016.
  33. 33.0 33.1 Elena Meschi; Francesco Scervini (10 დეკემბერი 2013). „Expansion of schooling and educational inequality in Europe: the educational Kuznets curve revisited“. Oxford Economic Papers. 66 (3): 660–680. doi:10.1093/oep/gpt036. ISSN 0030-7653. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2016.