მირქმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მირქმა, XV საუკუნის რუსული ხატი

მირქმაქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. მირქმას დღესასწაულობენ 2 (15) თებერვალს.

იუდეველთა სჯულის მიხედვით ებრაელებს ევალებოდათ ყოველი პირველშობილი ღმერთისთვის შეეწირათ და დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა იესო ქრისტე მარიამმა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ. ამის გამო მას ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. სვიმეონმა იხილა ქრისტე და ჩაიკრა გულში

იგი VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 14, თბ. 1984 წელი.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.