შინაარსზე გადასვლა

გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა რომის კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
კურთხევის წელი 12 ოქტომბერი, 1976
სტატუსი მოქმედი
საიტი basilica.mxv.mx
დეტალები
ტევადობა 10 000
გუმბათის დიაგ გარე 100
გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი ვიკისაწყობში
ბაზილიკის ინაუგირაცია. 1709 წ. მანუელ არელიანოს ნახატი
თანამედროვე ბაზილიკა

გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი (ესპ. Basílica de Nuestra Señora de Guadalupe) — კათოლიკური ეკლესია, ბაზილიკა და მექსიკის ეროვნული სალოცავი მეხიკოს ჩრდილოეთ ნაწილში. ტაძარი აშენებულია ტეპეიაკის ბორცვზე, სადაც გადმოცემის თანახმად, გვადალუპს ღვთისმშობელი წმინდა ხუან-დიეგოს გამოეცხადა. ძეგლი ასევე ცნობილია ლა-ვილია-დე-გვადალუპეს ან უბრალოდ ლა-ვილიას სახელით და მასთან დაკავშირებულია რამდენიმე ეკლესია და შენობა.

ახალ ბაზილიკაშ ინახება წმინდა ხუან-დიეგოს მოსასხამი, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშბლის ხატს უჭირავს. ტაძარი კათოლიციზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პილიგრიმული ადგილია და მას ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებით 12 დეკემბერს, გვადალუპეს ღვთისმშობლის დღესასწაულზე.

ესპანელთა მიერ მექსიკის დაპყრობის შემდეგ, კაპელა აცტეკების დედა-ღვთაების, ტონანცინის ტაძრის ადგილას აშენდა. 1531-32 წლებიდან, ამ ადგილისაკენ პილიგრიმები უწყვეტად მოემართებიან. 1532 წელს, ტეპეიაკის ბორცვზე სალოცავი აშენდა, რომელიც მორწმუნეებს 90 წლის მანძილზე ემსახურებოდა. 1622 წელს მის ადგილას მდიდრული ეკლესია აშენდა, 1709 წელს კი კიდევ ერთი, მასზე მდიდარი ტაძარი. 1904 წელს ეკლესიამ ბაზილიკის სტატუსი მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]