ბოტსვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოტსვანის რესპუბლიკა
Lefatshe la Botswana
Republic of Botswana
ბოტსვანა
ბოტსვანის
დევიზი: Pula
ჰიმნი: Fatshe leno la rona
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
გაბორონე
24°40′ ს. გ. 25°55′ ა. გ. / 24.667° ს. გ. 25.917° ა. გ. / -24.667; 25.917
ოფიციალური ენა ტსვანა, ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იან კჰამა
ფართობი
 -  სულ 581 730 კმ2 (46-ე)
 -  წყალი (%) 2.5
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 1 639 833 (147-ე)
 -  2011 აღწერა 2 024 904[1][2][3][4] 
 -  სიმჭიდროვე 3,48 კაცი/კმ2 (220-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $25,676 მილიარდი (104-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $16 450 (49-ე)
აგი (2007) 0.654 (საშუალო) (124-ე)
ვალუტა პულა (BWP)
დროის სარტყელი CAT (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CAT (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი BWA
Internet TLD .bw
სატელეფონო კოდი 267

ბოტსვანა (ინგლ. Botswana) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. დედაქალაქი გაბორონე. ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან — ნამიბია, სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.

1966 წლის 30 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატმა ბეჩუანალენდმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში და მიიღო თანამედროვე დასახელება. ქვეყნის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია — გაბორონე.

სექციების სია

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის რუკა.
ხედი თანამგზავრიდან.
ბოტსვანა.
ბოტსვანის ტოპოგრაფიული რუკა.

ბოტსვანა მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში. ქვეყნის ტერიტორია შეადგენს 581 730 კმ²-ს, მათ შორის ხმელეთის ფართობია — 566 730 კმ²[5]. ბოტსვანის სიგრძე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით შეადგენს 1110 კმ-ს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთამდე — 960 კმ-ს[6]. ქვეყანას აქვს საერთო საზღვრები სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან (1840 კმ), ჩრდილოეთში და დასავლეთში ნამიბიასთან (1360 კმ), ჩრდილო-აღმოსავლეთში ზამბიასთან (1 კმ-ზე ნაკლები) და ზიმბაბვესთან (813 კმ). საზღვრების საერთო სიგრძე შეადგენს 4013 კმ-ს[5].

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ტერიტორიის 70 % მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს გაუდინარი, თანდათანობით დადაბლებული ქვაბულში. საშუალო სიმაღლეა 800-1000 მ, დასავლეთ ნაწილში 1200 მ-მდე. რელიეფი ვაკეა, აღმოსავლეთში ოდნავ დაბორცვილი. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ცოდილოს ბორცვებზე არსებულ მონალანონგ ჰილის მთაზე (1494 მეტრი), ყველაზე დაბალი — მდინარე ლიმპოპოსა და მდინარე შაშეს შეერთების რაიონში (513 მეტრი)[5].

ვრცელი პლატო, საშუალო სიმაღლით 1200 მეტრი, რომელიც გადაჭიმულია ქალაქ კანიეს ჩრდილოეთიდან ზიმბაბვეს საზღვრამდე, ქვეყანას ჰყოფს ორ ტოპოგრაფიულ რეგიონად. აღმოსავლეთის რეგიონი წარმოადგენს ბორცვებიან მხარეს, რომელიც დაფარულია ბუჩქებითა და ბალახოვანი საფარით. პლატოს დასავლეთით მდებარეობს ოკავანგოს დელტის ჭაობი და კალაჰარის უდაბნო[7].

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილის ნიადაგი შედგება მშრალი წითელი თიხოვანი — მოკატა-სგან, რომელიც გვხვდება დაბლობებში, ან ცარცული და ქვიშოვანი ავანი-სა და მოყავისფრო კლდოვანი სელოკო-ს შერეული ნიადაგისგან, რომელიც გვხვდება ბორცვებზე და მის შემოგარენში. სელოკოს ნიადაგი ქვეყანაში საუკეთესოა მარცვლეული კულტურების მოსაყვანად. ნიადაგის ნაყოფიერება შეზღუდულია ნალექების დაბალი რაოდენობით. ალუვიალური ნიადაგი უძველესი ტბის ადგილას მოიცავს რუხ თიხოვან ნიადაგს დაჭაობებულ ადგილებში, რუხი-მწვანე მარილიან ნიადაგს ბოლსონებში, რუხი თიხოვანი ნიადაგიდან მოყვითალო ქვიშოვან ნიადაგამდე დაჭაობებული ადგილების ირგვლივ, ცარცულ ღია-რუხისფერ ნიადაგს ბოლსონების ირგვლივ. ასევე არსებობს რუხი და შავი თიხოვანი ნიადაგის რაიონები ადრე ნოტიო ადგილებში[8].

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის წიაღში არსებობს სასარგებლო წიაღისეულის დიდი რაოდენობა, აღმოჩენილია ალმასის, ოქროს, ნავთობის, ნიკელის, სპილენძის, მანგანუმის, კობალტის, ტყვიის, თუთიის, ქვანახშირის, ასბესტის, გოგირდის, ტალკის, ბრომის საბადოები. ასევე არსებობს კალცინირებული და კაუსტიკური სოდის, პლატინის, ურანის, სუფრის მარილის, ვერცხლის და ქრომის საბადოები.

სასარგებლო წიაღისეულს შორის ქვეყნის ეკონომიკისათვის ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ალმასებს. 1967 წელს ორაპას დასახლებასთან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფრანსისთაუნიდან 240 კმ-ში აღმოჩენილი იქნა პირველი კიმბერლიტური მილი, შემდგომში ასეთი მილები ნაპოვნი იქნა ლეტლჰაკანეს და ცვანენგას რაიონებში. ბოტსვანური ალმასები ცნობილია კარგი ხარისხის გამო, მათ შორის 30 % გამოიყენება იუველირული ნაკეთობების დასამზადებლად.

სხვა დიდ სასარგებლო წიაღისეულების საბადოებს შორის გამოირჩევა: სპილენძ-ნიკელის საბადო ქალაქ სელები-პიკვესთან და მაღალხარისხიანი ქვანახშირის საბადო მამაბულას დასახლებასთან.

წყლის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის ყველაზე დიდი მდინარეა ოკავანგო. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს მისი ქვედა დინება და ვრცელი შიდამატერიკული დელტა ფართობით დაახლოებით 16 ათასი კმ² (ადიდების დროს — 22 ათას კმ²-მდე). ოკავანგოს დელტა მდიდარია ტბებით, რომელთაგან ყველაზე დიდია მლაშე ტბა ნგამი. დელტებიდან არსებობს შრობადი მდინარე ბოტეტის (ბოტლეტლე) არარეგულარული ჩამონადენი ცკაუს მლაშე ტბის გავლით მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ, გაუდინარ, მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ — მაკგადიკგადში (ფართობი დაახლოებით 40 ათასი კმ²). ყველაზე უფრო წვიმიან წლებში ოკავანგოს დელტიდან ასევე არსებობს ჩამონადენი მდინარე ზამბეზიში.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვარზე მიედინებიან მდინარე ლიმპოპოს მარცხენა შენაკადები; ჩრდილო-აღმოსავლეთში — ჩრდილოეთის საზღვრის გასწვრივ მდინარე კუანდოს მარჯვენა შენაკადები. დანარჩენ ტერიტორიაზე არსებობენ მხოლოდ შრობადი მდინარეები, რომლებიც წყლით ივსებიან მხოლოდ წვიმიან სეზონში, ასევე ჩაუმდინარი მლაშე ტბები. ბოტსვანის მდინარეების უმრავლესობას სათავე აქვს ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ან ანგოლაში[9].

ქვეყანაში არსებობს 2,9 კმ³ განახლებადი წყლის რესურსები, რომელთაგან 46 % გამოიყენება სოფლის მეურნეობისათვის. თითქმის ყველა ქალაქის მოსახლეობას და სოფლის მოსახლეობის 90 %-ს აქვს სუფთა წყლით სარგებლობის შესაძლებლობა[10].

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის დიდი ნაწილი მდებარეობს სუბტროპიკული კლიმატის სარტყელში, მკაფიოდ გამოხატული კონტინენტური კლიმატის სახით[11]. იანვარში ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი შეადგენს 33 °C-ს, ივლისში 22 °C-ს, იანვრის საშუალო მინიმუმი 18 °C-ს და ივლისის 5 °C-ს[11]. იანვრის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 22 °C-დან 27 °C-მდე, ივლისის — 14 °C-დან 16 °C-მდე, ტემპერატურის სადღეღამისო ამპლიტუდა აღწევს 22 °C-ს, ზამთარში (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით) ზოგჯერ იცის სუსხიც. ბევრ რაიონებში ყველაზე უფრო ცხელი თვეა ოქტომბერი, ხოლო წვიმიანი სეზონის დასაწყისში, რომელიც რაიონების უმრავლესობაში დგება ნოემბერ-მარტში, საშუალო ტემპერატურა ეცემა 1,5 - 2 °C-ით.

წლის საშუალო ნალექების რაოდენობა შეადგენს 460 მმ-ს, მერყეობს 127 მმ-დან სამხრეთ-დასავლეთში 635 მმ-მდე ჩრდილო-აღმოსავლეთში. ნალექების თითქმის მთელი რაოდენობა მოდის ზაფხულის თვეებში (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით)[8]. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზაფხულის თვეებში შეადგენს 60 - 80 %-ს დილით და 30 - 40 %-ს შუადღისას, ზამთარში — 40 - 70 %-ს დილით და 20 - 30 %-ს შუადღისას[12]. აგვისტოში იწყება დასავლეთის მიმართულების სეზონური ქარები, რომელიც ხშირად გადადის მტვრის ქარიშხალში[11].

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის დიდი ნაწილი უკავია გაუდაბნოებულ ხე-ბუჩქოვან სავანებს. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში გავრცელებულია ქვიშოვანი ნახევრადუდაბნოები სუკულენტური ბუჩქებით და ნახევარბუჩქებით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან გვხვდება «ცოცხალი ქვები», სუპერსუკულენტური ლიტოპსის სახეობის წარმომადგენელი. ბოტსვანის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია მარცვლოვანი სავანები, რომლებიც ნაწილობრივ გამოიყენება საქონლის საძოვრებად და მიწის დასამუშავებლად. ეს რაიონები განიცდიან ეროზიის და მარილიანი ნიადაგის ნეგატიურ ზემოქმედებას. ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი დაფარულია მეჩხერი ტყით და პარკების სავანებით, რომლებშიც გავრცელებულია აკაციები, ბაობაბები, ეთიოპიური სკლეროკარიები (ლათ. Sclerocarya birrea), მოკუტემოები, კომიფორები (ლათ. Commiphora), პურის ხეები და სხვა მცენარეები. აქ ასევე წარმოდგენილია, მაგრამ ნაკლები ხარისხით, გალერეული ტყეები მდინარის ხეობებში. ოკავანგოს დელტისთვის დამახასიათებელია ლერწმიანი, პაპირუსიანი და ლათ. Pennisetum purpureum-იანი ტროპიკული ჭაობები.

ქვეყნის ცხოველთა სამყარო ეკუთვნის ეთიოპიური რეგიონის სამხრეთაფრიკულ ქვერეგიონს. ის მდიდარი და მრავალფეროვანია: სავანის სპილოები (მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაცია[13]), ლომები, ჯიქები, ავაზები, ტურები, მურა და ხალებიანი აფთრები, ზებრები, კამეჩები, ჟირაფები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები (გნუ, კანა, ძროხისებრი ანტილოპები, ორიქსი, დიდი კუდუ, სპრინგბოკი, სტენბოკები, დუკერები და სხვები).

მრავალრიცხოვანი ფრინველები (აფრიკული სირაქლემა, შავი სავათი და სხვები), ხვლიკები, გველები (პითონები, ფარისებური კობრები, ჯუჯა ასპიტები, შავი მამბები და სხვები). ფეხსახსრიანებიდან გამოირჩევიან მორიელები.

ბოტსვანის მდინარეებში და ტბებში დაცურავენ მრავალი სახეობის თევზები, კერძოდ, გავრცელებულია ჩვეულებრივი ვეფხვისებური თევზი, ციხლიდები, აფრიკული კლარისებური ლოქო, წვერები და ბევრი სხვა[14]. ბოტსვანის ენდემებია თევზი Petrocephalus magnitrunci, რომელიც მიეკუთვნება ლათ. Mormyridae-ს ოჯახს და დაცურავს მხოლოდ მდინარე ბოროში (Boro) — ოკავანგოს დელტის შემადგენელ ნაწილში[15]. ბოტსვანის მდინარეებში ასევე ინტროდუქცირებულია კობრი, დიდპირიანი ქორჭილა, ნილოსის ტილაპია (ლათ. Oreochromis niloticus)[15][16].

ყველაზე უფრო მდიდარია ოკავანგოს დელტის ცხოველთა სამყარო, სადაც ბინადრობენ ბეჰემოთები, სიტატუნგის და წითურა ლიჩის ანტილოპები, ჩვეულებრივი წყლის თხები, აფრიკული ძერები, აფრიკული თევზის ზარნაშოები, ბოლოკარკაზები, ფლამინგოები, ყარყატები, ივეოსები, ყანჩების რამდენიმე სახეობა, იხვები, ჯუჯა ბატები, ნიანგები. მთლიანად მდინარის დელტაში დაფიქსირებულია ფრინველთა 500 სახეობა, თევზების 89 სახეობა, ძუძუმწოვრების 128 სახეობა, ქვეწარმავლების და ამფიბიების 150 სახეობა[17].

დაცული ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩობეს ეროვნული პარკი

მეცხოველეობის მზარდი განვითარების ტემპებთან და მთელი რიგი ანთროპოგენური ფაქტორების ნეგატიურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მცენარეულობას და ცხოველთა სამყაროს, ბოტსვანაში გარემო პირობების დაცვისათვის შეიქმნა რამდენიმე ნაკრძალი და ეროვნული პარკი, რომლებსაც უკავიათ ქვეყნის საერთო ფართობის დაახლოებით 18 %[10]. მათ შორის ყველაზე დიდები არიან:

  • სენტრალ-კალაჰარის ნაკრძალი (ფართობი 52 800 კმ²) ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი ნაკრძალია[18]. დაარსდა 1961 წელს ქვეყნის ცენტრში, იცავს სავანების და უდაბნოს ბუნების კომპლექსებს, მათთვის დამახასიათებელ ფაუნასთან ერთად. ამას გარდა, ნაკრძალის ტერიტორია მომთაბარე ხალხის — ბუშმენების საცხოვრებელი ადგილია[19];
  • ჩობეს ეროვნული პარკი (ფართობი 10 566 კმ²) ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1967 წელს (1967 წლამდე ჰქონდა ნაკრძალის სტატუსი). პარკი ცნობილია თავისი ბიონაირსახეობებით, მის ტერიტორიაზე შეიმჩნევა 4 განსხვავებული ეკოსისტემა, ბინადრობს სპილოების მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაცია[20];
  • მორემის დაცული ტერიტორია მდებარეობს ოკავანგოს დელტის აღმოსავლეთ ნაწილში და უკავია 4871 კმ² ტერიტორიის ფართობი[21];
  • გცვიჰაბას გამოქვაბულები მდებარეობენ ჩრდილო-დასავლეთი ოლქის ტერიტორიაზე[22].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე პირველად დასახლდნენ მონადირეები და საკვების შემგროვებლები, რომლებიც ლაპარაკობდნენ კოისანურ ენებზე. უძველესი ადამიანების სადგომები, რომლებიც აღმოჩენილია ცოდილოს ბორცვებზე, მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით XVIII საუკუნეს.[8] ჩვენი წელთაღრიცხვის უკანასკნელი რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთის ზოგიერთი ტომი გადავიდა მეცხოველეობაზე, რომლებიც საძოვრად იყენებდნენ შედარებით ნაყოფიერ მიწებს ოკავანგოს დელტის და მაკგადიკგადის ქვაბულის ირგვლივ.

ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში ეკვატორის მხრიდან მოვიდა მიწადმოქმედი ბანტუს ხალხი, რის შემდეგაც დაიწყო რკინის ხანა. რკინის ხანის პირველი ძეგლები ბოტსვანაში მიეკუთვნება ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 190 წელს და სავარაუდოდ დაკავშირებულია მდინარე ლიმპოპოს ხეობაში მცხოვრებ ბანტუს ხალხთან. ჩვენი წელთაღრიცხვის 420 წელს მიეკუთვნება სკის მსგავსი ზოგიერთი სახლის ნანგრევი, მოლეპოლოლეს დასახლებასთან ახლოს. ასევე არსებობს VI საუკუნის მსგავსი აღმოჩენები ცოდილოს ბორცვზე[8].

დაახლოებით 1095 წლიდან დაიწყო მორიტსანეს კულტურის გავრცელება, რომელიც უკავშირდება ბოტსვანის სამხრეთ-აღმოსავლეთს: მისი მატარებლები იყვნენ ბასუტოსა და ტსვანას ჯგუფის ტომის ხალხი, რომლებიც ბანტუს ხალხს კი ეკუთვნოდნენ, მაგრამ უფრო დაკავებული იყვნენ მეცხოველეობით, ვიდრე მიწადმოქმედებით. მატერიალური თვალსაზრისით ეს კულტურა ასევე შეიცავდა ნეოლითის ხანისა და აღმოსავლეთ ტრანსვაალის ბანტუს კულტურის (ლეიდენბერგის კულტურა) უძველესი კულტურების მონახაზებს. მორიტსანეს კულტურის გავრცელება დაკავშირებულია კგალაგადის ბელადების გავლენის ზრდასთან[8].

VII—XIII საუკუნეებში ქვეყნის აღმოსავლეთში და ცენტრში დიდი გავლენა ჰქონდათ ტუტსვეს ხალხის ბელადებს, რომლებიც ეწეოდნენ აქტიურ ვაჭრობას მდინარე ლიმპოპოს აღმოსავლეთ სანაპიროზე. XIII საუკუნეში ეს ტერიტორიები გადავიდა მაპუნგუბვეს სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ — დიდი ზიმბაბვეს კონტროლ ქვეშ[8].

დაახლოებით IX საუკუნიდან დაიწყო ბანტუს ხალხის სხვა ტომების, დღევანდელი ბაიეის და მბუკუშუს წინაპრების, შეღწევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში.

შუა საუკუნეების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIII საუკუნეში ტრანსვაალის დასავლეთ ნაწილში ძალების მოკრეფა დაიწყეს ბასუტოს და ტსვანას ტომის ბელადებმა. ბაროლონგის ტომის ბელადებმა დაიწყეს სერიოზული ზეწოლის განხორციელება კგალაგადის ტომის ხალხზე და აიძულებდნენ მათ ან დამორჩილებოდნენ, ან წასულიყვნენ შორს უდაბნოსკენ. XVII საუკუნის შუა პერიოდისთვის ბაროლონგის და კგალაგადის ტომის ბელადების ხელისუფლება გავრცელდა თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიამდე, ხოლო ცნობები ჰოტენტოტებთან (კოი-კოი) სპილენძის საბადოების გამო მათი კონფლიქტის შესახებ აღწევდა ნიდერლანდების კაპის კოლონიის დასახლებულ პუნქტებშიც კი.

XVI საუკუნეს მიეკუთვნება საკუთრივ ტსვანას ტომის გამოყოფა ჰურუტშეს, კვენას და კგატლას დინასტიის ხელისუფლების ქვეშ, რომლებმაც XVII საუკუნის ბოლოს დააარსეს ნგვაკეტსეს სამეფო და დაიმორჩილეს ბაროლონგის და კგალაგადის ტომები. მალე მათ მოუწიათ შეჯახებოდნენ საგარეო მუქარას: ჯერ მათ თავს დაესხნენ ტომები, რომლებმაც ევროპულ გავლენას თავს დააღწიეს სამხრეთ-დასავლეთში, ხოლო მოგვიანებით მათ მოუწიათ ზულუსების გავლენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. 1826 წელს მოხდა ტსვანას და კოლოლოს ტომის ხალხებს შორის ბრძოლა, რის შედეგადაც დაიღუპა ბელადი მაკაბუ II. ტსვანას ტომმა შეძლო გაეძევებინა კოლოლოს ტომი შორს ჩრდილოეთში, სადაც ისინი მცირე ხნით დასახლდნენ. კოლოლოს ტომის ხალხი დასავლეთში აღწევდა თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიამდე (სადაც ისინი დაამარცხა ჰერეროს ტომის ხალხმა), ხოლო ჩრდილოეთში — ლოზის ტომის მიწებამდე მდინარე ზამბეზის ზედა დინებაში[8].

XIX საუკუნე — ბეჩუანლენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წლის სამხრეთ აფრიკის გერმანული რუკა. ბეჩუანლენდი ჯერ კიდევ არ არის გაყოფილი ჩრდილოეთ (პროტექტორატი) და სამხრეთ ნაწილად.

1840-იან წლებში, ომების დამთავრების შემდეგ, ტსვანას ხალხის სახელმწიფოებმა — ნგვაკეტსემ, კვენამ, ნგვატომ და ტავანამ დაიწყეს საკუთარი გავლენის განმტკიცება რეგიონში, ასევე სპილოს ძვლით და აფრიკული სირაქლემის ბუმბულით ვაჭრობა კაპის კოლონიასთან სამხრეთში. ამავე დროს ბოტსვანის ტერიტორიაზე მოქმედება დაიწყეს ევროპელმა მისიონერებმა. იმ პერიოდის ტსვანას ხალხის ყველაზე უფრო გავლენიანი ბელადები იყვნენ სეჩელე (მართავდა 1829—1892 წლებში), რომელიც იყო ბრიტანელების მოკავშირე და მიიღო ქრისტიანობა დეივიდ ლივინგსტონის გავლენით, ასევე კჰამა III (მართავდა 1872—1873 და 1875—1923 წლებში), რომელიც ასევე ბრიტანელების მოკავშირე იყო. ბრიტანელები სარგებლობდნენ ამ ტერიტორიებით იმისთვის, რომ გარს შემოევლოდ მტრულად განწყობილ ბურების რესპუბლიკებსა (ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო) და შონას და ნდებელეს ხალხის სამეფოებისათვის[8].

1867—1869 წლებში ქვეყანაში დაიწყო ოქროს მოპოვება ქალაქ ფრანსისთაუნთან ახლოს, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ალმასების აღმოჩენის შემდეგ ოქროს ციებ-ცხელება აღმოჩნდა ხანმოკლე მოვლენა. 1880-იან წლებში განვითარება დაიწყო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთის გერმანულმა კოლონიზაციამ, რის გამოც ვითარება რეგიონში საკმაოდ დაიძაბა და 1885 წელს ტსვანას ხალხის ბელადებმა მიმართეს დიდი ბრიტანეთის სამეფოს დახმარების თხოვნით. 1885 წლის 31 მარტს გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი ტსვანას ხალხის მიწებზე, რომელსაც ეწოდა ბეჩუანლენდი[23]. ბეჩუანლენდის ჩრდილოეთი ნაწილი დარჩა დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ, ხოლო სამხრეთი — მიეკუთვნა კაპის კოლონიას. ბრიტანელებმა ხელუხლებელი დატოვეს ტომობრივი სტრუქტურები, ტომის ბელადებს რჩებოდათ საშინაო მმართველობის უფლებები, უზენაესი ბელადები ექვემდებარებოდნენ ბეჩუანლენდის ბრიტანელ კომისარს.

ბრიტანელები თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ბეჩუანლენდის პროტექტორატი იქნებოდა დროებითი წარმონაქმნი და შემდგომში, როგორც ბასუტოლენდი (ლესოთო) სვაზილენდის ჩათვლით, შევიდოდა როდეზიის ან სამხრეთ აფრიკის კავშირის შემადგენლობაში და ამიტომ 1895—1964 წლებში პროტექტორატის ადმინისტრაციული ცენტრიც იყო მაჰიკენგი, რომელიც მდებარეობდა კაპის პროვინციაში[8]. ბეჩუანლენდის განვითარების სპეციალური პროგრამები არც განიხილებოდა. ამასთან მომპოვებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის რეფორმირების და განვითარების ცდები იწვევდა ტსვანას ხალხის ბელადების მკვეთრ პროტესტს, რომლებსაც არ სურდათ საკუთარ მიწაზე ევროპული გავლენის გაძლიერება[8].

ბეჩუანლენდის ტერიტორია დაყოფილი იყო 8 თვითმართვად ტომობრივ რეზერვაციად და თეთრკანიანი მოსახლეობის დასახლებების 5 ბლოკად, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის სტატუსი[8]. პროტექტორატების ჩართვა სამხრეთ აფრიკის კავშირის შემადგენლობაში მუდმივად ჭიანურდებოდა და ბოლოს და ბოლოს, როდესაც სამხრეთ აფრიკის კავშირში დაიწყეს აპართეიდის რეჟიმის შემოღება, გადაწყდა არ გაეერთიანებინათ ეს ტერიტორიები. 1951 წელს შეიქმნა ერთობლივი საკონსულტაციო საბჭო, ხოლო 1961 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა საკანონმდებლო კრების შექმნას, რომელსაც სათათბირო ხმის უფლება ექნებოდა.

ბეჩუანების ანტიკოლონიური ბრძოლა გამწვავდა XX საუკუნის 20-30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომში 10 000 ბეჩუანი მონაწილეობდა. ომის შემდეგ აფრიკაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ დიდი გავლენა მოახდინა ბეჩუანლენდის განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. 1960 წელს შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია — ბეჩუანლენდის სახალხო პარტია. 1962 წელს ბამანგვატოს ტომის ბელადმა სერეტსე კჰამამ შექმნა ბეჩუანლენდის დემოკრატიული პარტია.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდ ბრიტანეთს არ უნდოდა შეეცვალა ქვეყნის პოლიტიკური წყობა მანამდე, სანამ არ დაიწყო მისი ეკონომიკის დამოუკიდებელი განვითარება. 1964 წელს კოლონიალური ადმინისტრაცია დათანხმდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობას. 1965 წელს შემოღებული იქნა თვითმმართველობა, ხოლო დედაქალაქი გადატანილი იქნა მაჰიკენგიდან სწრაფად აშენებულ გაბორონეში, 1966 წლის 30 სექტემბერს გამოცხადდა ბოტსვანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა სერეტსე კჰამა, დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ბამანგვატოს ტომის ბელადის გვირგვინის კანონიერი პრეტენდენტი. ის კიდევ ორჯერ იქნა არჩეული და გარდაიცვალა 1980 წელს, როდესაც მას პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

დამოუკიდებელი ბოტსვანის ეკონომიკა დაფუძნებული იყო პროდუქციის ექსპორტზე (კერძოდ, ქვეყანაში აღმოჩენილი იქნა ალმასის საბადოები). ამ ექსპორტისაგან რომ მიეღოთ მაქსიმალური სარგებელი, 1969 წელს ხელისუფლებამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან მიაღწია საბაჟო ხელშეკრულების პირობების შეცვლას. 1969 წლიდან ბოტსვანამ მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო რეგიონალურ პოლიტიკაში, ემყარებოდა ანტირასიზმის და ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს და ამას უპირისპირებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპართეიდულ რეჟიმს. 1974 წელს ბოტსვანამ ზამბიასთან და ტანზანიასთან ერთად (მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ანგოლა და მოზამბიკი) შექმნეს ფრონტისპირა სახელმწიფოების ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნამიბიის და სამხრეთ როდეზიის რეჟიმების წინააღმდეგ. 1980 წელს ის გარდაიქმნა სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების კოორდინაციის კონფერენციად, რომელიც 1992 წლიდან ცნობილია, როგორც სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანამეგობრობა[8].

სერეტსე კჰამას შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ვიცე-პრეზიდენტი კვეტ მასირე, რომელიც შემდგომში ასევე კიდევ ორჯერ იქნა არჩეული. მასირე შეეჯახა, როგორც შიდა (უმუშევრობას და დიდ ეკონომიკურ სხვაობას ქალაქის და სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის მხრივ), ასევე საერთაშორისო პრობლემებს, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯარმა თავდასხმები დაიწყო ფრონტისპირა სახელმწიფოებზე. 1985 და 1986 წლებში გაბორონეზე ორი თავდასხმის შედეგად მოკლული იქნა 15 სამოქალაქო პირი. დიპლომატიური ურთიერთობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან დამყარდა მხოლოდ 1994 წელს[8].

კვეტ მასირე გადადგა 1998 წელს, ქვეყნის ლიდერი გახდა ფესტუს მოგაე. 1998 წელს ქვეყანაში შემოვიდა დაახლოებით 2400 დევნილი ნამიბიიდან, რამაც უარყოფითად იმოქმედა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე[8]. 2008 წელს ფესტუს მოგაე ვადამდე გადადგა და პოსტი დაუთმო ვიცე-პრეზიდენტს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილს იან კჰამას, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში ხელმეორედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანა დემოკრატიული რესპუბლიკაა მრავალპარტიული სისტემით.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით ეროვნული კრების ხმათა უბრალო უმრავლესობის საშუალებით. მას აქვს უფლება თანამდებობაზე დანიშნოს და გაანთავისუფლოს მინისტრთა კაბინეტი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი, გადაწყვიტოს ომის და მშვიდობის საკითხები, მოიწვიოს ეროვნული ასამბლეა, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის შენობა

ორპალატიანი პარლამენტი შედგება ეროვნული კრებისაგან და ბელადების პალატისგან. ეროვნული ასამბლეა შედგება 61 დეპუტატისგან, რომელთაგან 57 ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით და 4 ინიშნება უმრავლესობაში მყოფი პარტიის მიერ. გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ასამბლეა შესაძლებელია დათხოვნილი იქნას პრეზიდენტის მიერ. პარლამენტის ყველა წევრი ირჩევა 5 წლის ვადით. ბელადების პალატა ძირითადად სათათბირო ორგანოა და შედგება 15 წევრისაგან, აქედან ყველაზე უფრო დიდი ტომების 8 ბელადი — მუდმივი წევრია, 4 — ირჩევა მცირე ოლქების მიერ 5 წლის ვადით და 3 — ინიშნება პალატის მიერ[5].

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის სასამართლო სისტემა შედგება უმაღლესი სასამართლოსგან, სააპელაციო სასამართლოსგან და პირველი, მეორე და მესამე კლასის მაგისტრატურის სასამართლოებისგან. იუსტიციის მინისტრი ინიშნება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ და იგი ასევე იურიდიული სამსახურის კომისიის თავჯდომარეა, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს მოსამართლეებად დასანიშნ კანდიდატურებს. იურიდიული სისტემა დაფუძნებულია რომაულ-ჰოლანდიურ და ადგილობრივ ჩვეულებრივ სამართალზე[24]. ქვეყანაში ასევე მუშაობენ ადგილობრივი სასოფლო კგოტლას საბჭოები, რომლებზეც განხილვის შედეგად გადაწყვეტილებებს იღებს მოსახლეობა[25].

პოლიტიკური პარტიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ყველაზე უფრო გავლენიანი პარტიაა ბოტსვანის დემოკრატიული პარტია, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, რომელსაც მანამდე ბეჩუანალენდის დემოკრატიული პარტია ერქვა. ეს პარტია იმარჯვებდა ყველა არჩევნებში, რომელიც ჩატარდა ბოტსვანაში, დაწყებული 1966 წლიდან და ქვეყნის ყველა პრეზიდენტი იყო მისი წევრი[26]. დღეისათვის ქვეყანაში დარეგისტრირებულია ათზე მეტი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან ყველაზე გავლენიანია ბოტსვანის სახალხო პარტია (დაარსდა 1960 წელს), ბოტსვანის ეროვნული ფრონტი (დაარსდა 1966 წელს), ახალი დემოკრატიული ფრონტი (დაარსდა 2003 წელს), ბოტსვანის კონგრესის პარტია (დაარსდა 1998 წელს).

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის საგარეო პოლიტიკის საფუძველია მიუმხრობლობის პრინციპი. 1966 წლის 17 ოქტომბრიდან ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის[27] და მისი ყველა სპეციალიზირებული სააგენტოების წევრია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გარდა[28]. ბოტსვანა ასევე აფრიკის კავშირის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, სამხრეთაფრიკული საბაჟო კავშირის, «აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის» პრეფერენციალური სავაჭრო ზონის, განვითარების აფრიკული ბანკის, ერთა თანამეგობრობის, ჯგუფი 77-ის, სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანამეგობრობის წევრია, ხელი მოაწერა საერთაშორისო საზღვაო სამართლის გაეროს კონვენციას[28]. შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ბოტსვანის მთავარი საგარეო პოლიტიკური პარტნიორებია სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანამეგობრობის სახელმწიფოები, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს გაბორონეში. რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ის მთავარ როლს თამაშობდა სამხრეთ როდეზიის პრობლემის გადაწყვეტაში, კარგი ურთიერთობა დაამყარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, იქ აპართეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ. 1990-იან წლებში წარმოიშვა სასაზღვრო უთანხმოებები ნამიბიასთან მდინარე ოკავანგოს წყლის რესურსების გამოყენების გამო. ნამიბიის მთავრობა გეგმავდა მდინარის წყლების გამოყენებას ვინდჰუკის სასმელი წყლით მომარაგებისათვის, რაც ბოტსვანის ხელისუფლების აზრით აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეობის რაოდენობის და დელტაში ცხოველთა პოპულაციის შემცირებას[29]. ამის შემდეგ ნამიბიამ წამოაყენა თავისი პრეტენზიები კუნძულ კასიკილი/სედუდუზე გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ ბოტსვანამ შეინარჩუნა თავისი უფლებები ამ კუნძულზე[30].

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის ნოემბერში ბოტსვანის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 9 ათასი ადამიანი, მათ შორის სამხედროთა რაოდენობა იყო 94,4 %. ხარჯები სამხედრო მიზნებისათვის შეადგენდა (2005 წელი) მთლიანი შიდა პროდუქტის 3,0 %-ს ანუ ფულადი გამოხატულებით ერთ სულ მოსახლეზე 177 აშშ დოლარი[31]. სამხედრო სავალდებულო ასაკი შეადგენს 18 წელს. 2005 წლის შეფასებით 18-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცთა რაოდენობა შეადგენდა 350 649 ადამიანს, მათ შორის სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი იყო — 136 322 ადამიანი. 18 წლის ასაკს მიღწეული მამაკაცთა საშუალო ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 21 103 ადამიანს[5].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის ადმინისტრაციული რუკა.

ბოტსვანის ტერიტორია დაყოფილია 9 ოლქად:

№ რუკაზე ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი კომუნების რაოდენობა ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[3]
ად. (2011 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
რუკა
1 ცენტრალური ოლქი სეროვე 8 147 730 638 604 4,32 Botswana-Central.png
2 განზი განზი 2 117 910 43 355 0,37 Botswana-Ghanzi.png
3 კგალაგადი ჩაბონგი 2 106 940 50 492 0,47 Botswana-Kgalagadi.png
4 კგატლენგი მოჩუდი 1 7960 91 660 11,52 Botswana-Kgatleng.png
5 კვენენგი მოლეპოლოლე 2 35 890 304 549 8,49 Botswana-Kweneng.png
6 ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქი მასუნგა 2 5120 159 225 31,10 Botswana-North-East.png
7 ჩრდილო-დასავლეთის ოლქი მაუნი 4 129 930 175 631 1,35 Botswana-North-West.png
8 სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქი გაბორონე 3 1780 345 613 194,16 Botswana-South-East.png
9 სამხრეთის ოლქი კანიე 4 28 470 215 775 7,58 Botswana-Southern.png
სულ 28 581 730 2 024 904 3,48

თავის მხრივ ოლქები იყოფიან 28 სუბოლქებად.[32].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 2 024 904 ადამიანი[1][2][3][4] (2011 წლის აღწერა).
  • მოსახლეობის ზრდა — 1,9 % (2011 წლის აღწერა).
  • ქალაქის მოსახლეობა — 64,1 % (2011 წლის აღწერა).
  • შობადობა — 25,7 ბავშვი 1000 ადამიანზე (2011 წლის აღწერა).
  • სიკვდილიანობა — 6,25 ადამიანი 1000 მოსახლეზე. (2011 წლის აღწერა).
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 27 ბავშვი 1000 დაბადებულიდან (2011 წლის აღწერა).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68 წელი (მამაკაცების — 66 წელი, ქალების — 70 წელი) (2011 წლის აღწერა).
  • საშუალი ასაკი — 26,2 წელი (მამაკაცების — 25,2 წელი, ქალების — 26,8 წელი) (2011 წლის აღწერა).
    • 0-14 წელი: 660 014 ადამიანი (32,6 %);
    • 15-64 წელი: 1 264 053 ადამიანი (62,4 %);
    • 65 წელზე უფროსები: 100 837 ადამიანი (5,0 %) (2011 წლის აღწერა).
  • განათლება — საერთო 81,2 % (80,4 % მამაკაცები, 81,8 % ქალები) (2007 წლის შეფასება).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 23,9 % (2007 წლის შეფასება).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში სჭარბობს ტსვანას ხალხი (79 %), შემდეგ მოდიან კალანგა (11 %), ბუშმენები (3 %), კგალაგადი (3 %), თეთრკანიანი ევროპელი ხალხი (3 %) და სხვები (1 %).

ბუშმენი მოსახლეობის 10 000 ადამიანზე ცოტა ნაკლები დღემდე ცხოვრობს მათი ტრადიციული მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების სტილით. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ბოტსვანის ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს განდევნოს ბუშმენები მათი საცხოვრებელი ისტორიული მიწებიდან.[33] გაეროს მაღალი თანამდებობის მქონე პირმა მკვიდრი მოსახლეობის უფლებების საკითხებში პროფესორმა ჯეიმს ანაიამ თავის მოხსენებაში დაგმო ბოტსვანის ხელისუფლების მოქმედებები ბუშმენი მოსახლეობის მიმართ, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წლის თებერვალში.[34][35]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური (52 921 ადამიანი) და ტსვანა (1 484 598 ადამიანი). მოსახლეობა ასევე ლაპარაკობს სხვა ენებზეც, რომელთაგან ყველაზე უფრო გავრცელებულია[2]:

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ბოტსვანაში (2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით).
რელიგია პროცენტი
ქრისტიანები
  
79.3%
ბადიმო
  
4.1%
მუსლიმები
  
0.7%
ინდუსები
  
0.3%
ბაჰაისტები
  
0.1%
ათეისტები
  
15.3%

2007 წლის შეფასებით ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 % — ქრისტიანია[36], რომელთა შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანები არიან ანგლიკანები, მეთოდისტები და სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული კონგერგაციონალური ეკლესიის მიმდევრები[36]. ასევე ცხოვრობენ ლუთერანები, კათოლიკები, მორმონები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, ჰოლანდიური რეფორმატორული ეკლესიის მიმდევრები, მენონიტები და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები[36].

ორმოცდაათიანელები (43 ათასი ადამიანი[37].) გაერთიანებული არიან ორმოცდაათიანელთა პროტესტანტულ ეკლესიაში (36 ათასი ადამიანი[38].), წმინდანთა ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში[39], ღმერთის ასამბლეაში[40][41] და ქრისტე ღმერთის ეკლესიაში[42].

2011 წლის აღწერის თანახმად ისლამის მიმდევრები ბოტსვანაში შეადგენენ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0,7 %-ს — უპირატესად სამხრეთ აზიიდან ჩამოსულებს, 0,3 % ინდუიზმის, ხოლო დაახლოებით 0,1 % — ბაჰაიზმის რელიგიის აღმსარებელია[2]. მოსახლეობის 4,1 % ბადიმოს — ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია. მოსახლეობის დაახლოებით 15,3 % ათეისტია[2].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის ეკონომიკის განვითარების ისტორია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულად აფრიკაში. ქვეყნის ეკონომიკა 1970-იან წლებამდე პრაქტიკულად მთლიანად დაფუძნებული იყო მეცხოველეობაზე, სანამ ბოტსვანა გახდებოდა ალმასებისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტიორი. 1966—1997 წლებში ალმასის მოპოვების სწრაფმა ზრდამ ბოტსვანას შესაძლებლობა მისცა მიეღწია ეკონომიკის განვითარების მაღალი ზრდისთვის (საშუალო წლიური ზრდა 9,2 %), რის შემდეგაც ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა იქონია აზიის ფინანსურმა კრიზისმა. 2000 წელს ეკონომიკის ზრდის დონემ შეადგინა 7,7 %, ინფლაციამ 10 %[43]. 2004 წელს ინფლაციამ შეადგინა 7 %[5]. შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად (კარგი ავტოგზები, კომუნიკაციების გამართული სისტემა) ქვეყანაში არსებობს მუშა ძალის ტექნიკური ცოდნის უკმარისობა[43].

2007 წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტი შეადგენდა 10 991 მილიონ ამერიკულ დოლარს, 5840 ამერიკულ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 12 420 ამერიკულ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე[31]. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2005—2006 წლებში შეადგენდა 21 697 300 000 პულას, ხარჯვითი ნაწილი 20 122 200 000 პულას[31]. უმუშევრობის ოფიციალური დონე შეადგენს 23,8 %-ს, მაგრამ რეალური დონე უახლოვდება 40 %-ს[5].

ქვეყანაში წარმოებული ძირითადი პროდუქტებია (წელიწადში)[31]:

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია ალმასების მოპოვება, რომელიც 2000 წელს შეადგენდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 33 %-ს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 %-ს და ქვეყნის ექსპორტის 75 %-ს. ბოტსვანა მსოფლიოში ალმასების ერთ-ერთი წამყვანი მომპოვებელია, მსოფლიოში უკავია პირველი ადგილი მოპოვებული ალმასების ღირებულებით[44]. ქვეყანაში მდებარეობს ყველაზე მსხვილი ალმასის კარიერი — ჯვანენგი. მისი მოპოვება დაიწყო 1971 წელს De Beers-ის კომპანიასთან თანამშრომლობით[43]. 2006 წელს ქვეყანაში ალმასების საერთო წარმოება შეადგენდა 34 293 ათას კარატს[31]. 2015 წელს ცენტრალური ბოტსვანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საბადოზე, აღმოჩენილი იქნა 1111 კარატიანი ალმასი — ყველაზე დიდი უკანასკნელ ას წელიწადში და სიდიდით მეორე მთელ მსოფლიოში აღმოჩენილი ალმასების ისტორიაში.

ბოტსვანა ასევე აწარმოებს სპილენძის და ნიკელის საბადოებს, ქვანახშირს, სოდას, აქვს პლატინის, ოქროს და ვერცხლის მარაგი[43].

ბოტსვანაში არსებობს არც თუ ისე დიდი, მაგრამ დინამიურად განვითარებადი სამრეწველო სექტორი[45], რომელიც შეადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 4 %-ს[31]. 1990-იანი წლების განმავლობაში ამ სექტორის ზრდის დონემ საშუალოდ შეადგინა 3,8 %. მრეწველობა ძირითადად ორიენტირებულია ტექსტილის, სასმელების, ქიმიური ნივთიერებების, ლითონების, პლასტიკების და ელექტროპროდუქციის წარმოებაზე. მიუხედავად მრეწველობის ზრდის დინამიური ტემპებისა, ის შეზღუდულია ქვეყნის მცირე შიდა ბაზრით, არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურით, იმპორტზე დამოკიდებულებით და არაკვალიფიკაციური მუშა ძალით[45].

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მთელი ტერიტორიის მხოლოდ 0,7 % უკავია სახნავ მიწებს[46]. სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემებია მისი წარმოების ტრადიციული მეთოდები და ხშირი გვალვები. სასოფლო-სამეურნეო მიწების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ძირითადი მოსაყვანი მარცვლეული კულტურებია სორგო, სიმინდი და ფეტვი, ასევე მცირე მოცულობით მოჰყავთ ვინია (ლობიოს ერთ-ერთი სახეობა), პარკოსნები და სხვა კულტურები. 2007 წელს წარმოებული იქნა 33 000 ტონა სორგო და 12 000 ტონა სიმინდი[31], მაგრამ სორგოს და მარცვლეულის წარმოება უზრუნველყოფს მოთხოვნების მხოლოდ 10 %-ს. 2001 წელს ბოტსვანამ მოახდინა 174 198 ტონა მარცვლეულის იმპორტი საერთო ღირებულებით დაახლოებით 53 მილიონი აშშ დოლარი. მარცვლეულის ძირითადი იმპორტი შემოდის ზიმბაბვედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან[46]. ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ფერმერების მეურნეობების დასახმარებლად. ტარდება კვლევები სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩატარებისას ნიადაგისათვის ზიანის მიუყენებლად, მარცვლეულის მოსავლიანობის ასამაღლებლად[46].

მეცხოველეობა ასევე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია — ხორცის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილი იყიდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და დასავლეთ ევროპაში, ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი დარგია[47].

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს გამოიმუშავებს 1970 წელს დაარსებული კომპანია Botswana Power Corporation. ქვეყანაში ყველაზე უფრო დიდი თბოელექტროსადგურები მდებარეობენ მორუპოლში (სიმძლავრით 123 მეგავატი) და სელები-პიკვაში (60 მეგავატი)[48].

ელექტროენერგიის საერთო წარმოება 2000 წლისათვის შეადგენდა 500 მილიონ კვტ·სთ-ს, რაც 1972 წლის დონეს აღემატებოდა 15-ჯერ, იმავე წელს ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა 1500 მილიონ კვტ·სთ-ს[48]. 2005 წელს ელექტროენერგიის წარმოება შეადგენდა 912 მილიონ კვტ·სთ-ს, მოხმარება კი 2602 მილიონ კვტ·სთ-ს[31]. 1990-იანი წლებიდან ქვეყნის ენერგოსისტემა შედის აფრიკის სამხრეთის ერთიან ენერგოსისტემაში, მოთხოვნადი ელექტროენერგიის დიდი ნაწილის იმპორტირება ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ქვანახშირის მოპოვება, რომელიც ძირითადად მოიპოვება მორუპოლში, პრაქტიკულად უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნებს და შეადგენდა 888 ათას ტონას 1998 წელს[48], 962 ათას ტონას 2006 წელს[31].

ტრანსპორტი და კომუნიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის სარკინიგზო რუკა

2002 წლისთვის ქვეყანაში რკინიგზის სიგრძე შეადგენს 888 კმ-ს (ლიანდაგის სიგანე 1067 მმ), მგზავრთა ყოველწლიური გადაყვანა შეადგენს 106 მილიონ მგზავრს-კმ-ზე, ტვირთების გადატანა შეადგენს 747 მილიონ ტონას-კმ-ზე (2001 წელი)[31]. ბოტსვანაში ძირითადი მაგისტრალური სარკინიგზო ხაზი, სიგრძით 641 კმ, მიდის სამხრეთაფრიკული კეიპტაუნიდან ზიმბაბვეს ბულავაიომდე და ერთმანეთთან აერთებს ლობატსეს, გაბორონეს და ფრანსისთაუნს. ორი ხაზი საერთო სიგრძით 71 კმ აერთებს მორუპულეს ქვანახშირის შახტებს და სელები-პიკვეს სპილენძის და ნიკელის კომპლექსს ძირითად მაგისტრალურ ხაზთან. 1991 წელს აშენდა ხაზი სიგრძით 165 კმ, რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა სუა-პანი და ფრანსისთაუნი[49]. რკინიგზის ძირითადი ოპერატორია კომპანია Botswana Railways[50].

საავტომობილო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 24 455 კმ-ს, რომელთაგან 33 % მყარსაფარიანია[31]. ბიტუმის გზები დაგრძელდა ზამბიის და ზიმბაბვეს საზღვრებამდე, რათა შემცირებულიყო ბოტსვანის ეკონომიკური დამოკიდებულება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე[49]. 2005 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 82 056 ავტომანქანა, 74 387 სატვირთო მანქანა და ავტობუსი[31].

2001 წლის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედებს 92 აეროპორტი და ასაფრენი მოედანი, რომელთაგან 10-ის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი მყარი საფარით არის აღჭურვილი. სახელმწიფო კომპანია Air Botswana ახორციელებს რეგულარულ რეისებს ფრანსისთაუნიდან, გაბორონედან, მაუნიდან და სელები-პიკვედან. ხორციელდება საერთაშორისო რეისები იოჰანესბურგში, მბაბანეში და ჰარარეში[49]. ამ კომპანიის მიერ მგზავრთა გადაყვანა წელიწადში შეადგენს 96 მილიონ მგზავრს-კმ-ზე, ტვირთების გადატანა შეადგენს 300 ათას ტონა-კმ-ს[31].

ქვეყნის 1000 მოსახლეზე მოდის 758 ფიჭური (აბონენტთა რაოდენობა) და 78 სტაციონარული ტელეფონი (2007 წელი), 49 პერსონალური კომპიუტერი (2005 წელი), ინტერნეტის ქსელის 43 მომხმარებელი (2007 წელი)[31].

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა 313 მილიონი აშშ დოლარი[51], 2006 წელს — 537 მილიონი აშშ დოლარი[31]. ტურისტებს შორის ყველაზე უფრო პოპულარულია ქვეყნის ეროვნული პარკები და ნაკრძალები, კალაჰარის უდაბნო, ცოდილოს ბორცვები. 1999 წლის მდგომარეობით ქვეყანაში იყო 2100 სასტუმროს ნომერი 3720 საწოლით. 1999 წელს ბოტსვანას ესტუმრა 843 314 ტურისტი, რომელთაგან 720 000 ჩამოვიდა აფრიკის სხვა ქვეყნებიდან[51]. 2003 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა ერთი დღის ყოფნის ხარჯი გაბორონეში 129 აშშ დოლარად, კასანეში — 125 აშშ დოლარად, სხვა რეგიონებში — 50 აშშ დოლარად[51].

ფულადი ერთეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პულა ბოტსვანის ვალუტის სახით შემოღებული იქნა 1976 წელს და ფულად ბრუნვაში შეცვალა სამხრეთაფრიკული რანდი. 1 პულა შეადგენს 100 ტჰებეს. ბრუნვაში შემოღებული იქნა 1, 5, 10, 25, 50 ტჰებეს და 1 პულას ნომინალის მონეტები და 1, 2, 5, 10 და 20 პულას ნომინალის ბანკნოტები.

საგარეო ეკონომიკური კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპორტი (2005 წელი): 3 247 000 აშშ დოლარი (მანქანის მოწყობილობები და აპარატები — 16,3 %, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო — 13,7 %, მინერალური საწვავი — 13,3 %, სატრანსპორტო მოწყობილობები — 12,5 %, ქიმიური და რეზინის პროდუქცია — 11,9 %). ძირითადი ექსპორტიორები: სამხრეთაფრიკული საბაჟო კავშირის ქვეყნები — 85,1 %, ევროპის ქვეყნები — 6,5 %, ზიმბაბვე — 1,5 %[31].

ექსპორტი (2005 წელი): 4 395 000 აშშ დოლარი (ალმასი — 75,1 %, სპილენძის და ნიკელის საბადოები — 10,3 %, ტექსტილი — 5,0 %, ხორცის პროდუქცია — 1,7 %). ძირითადი იმპორტიორები: ევროპის ქვეყნები — 77,0 % (მათგან დიდი ბრიტანეთი — 75,7 %), სამხრეთაფრიკული საბაჟო კავშირის ქვეყნები — 9,0 %, ზიმბაბვე — 4,1 %[31].

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანაში მოქმედებს მთელი რიგი სახელმწიფო და კერძო საავადმყოფოები. სახელმწიფო საავადმყოფოები დაყოფილია სამ ჯგუფად ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით. 3 ყველაზე დიდი საავადმყოფო მდებარეობს გაბორონეში, ფრანსისთაუნში და ლობატსეში[52]. 2006 წელს ქვეყანაში იყო 526 ექიმი (1 ექიმი 3346 ადამიანზე), საავადმყოფოებში 3911 საწოლი ადგილი (1 ადგილი 450 ადამიანზე)[31]. ჯანდაცვის საერთო ხარჯები 2006 წელს შეადგენდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 7,2 %-ს[53].

2007 წლის შეფასებით მოზრდილი მოსახლეობის 23,9 %-ს (15—49 ასაკი) აქვს აივ-ინფექცია[31], ყოველწლიურად შიდსისაგან კვდება 26 ათასი ადამიანი (2001 წელი)[54], მისი გავრცელების დონის მიხედვით ბოტსვანას უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში სვაზილენდის შემდეგ. შიდსთან ერთად ქვეყანაში ძირითადი დაავადებებია მალარია და ტუბერკულოზი, 1999 წელს დაფიქსირებული იყო ტუბერკულოზის 702 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, 2000 წელს 5 წლამდე ასაკის ბავშვების 17 % დაავადებული იყო მალარიით[54].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის უნივერსიტეტის კორპუსი.

2005 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში შეადგენდა 78,6 %-ს, მამაკაცებს შორის — 78,6 %-ს, ქალებს შორის — 84,1 %-ს[31].

ქვეყანაში პირველი ევროპული ტიპის სკოლები იქმნებოდა ლონდონის მისიონერთა საზოგადოების მიერ XIX საუკუნის დასაწყისში. 1961 წლამდე დაწყებითი სკოლების დაფინანსება მთლიანად ხორციელდებოდა ადგილობრივი ტომების ხარჯზე, ამასთან ზოგიერთი ტომი განათლებაზე ხარჯავდა საკუთარი ბიუჯეტის 70 %-მდე თანხებს. 1985—1994 წლების პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ რეალიზაცია გაუკეთა საშუალო სკოლების მშენებლობის პროგრამას, უკვე 1999 წელს დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვთა 84 % დადიოდა დაწყებით სკოლებში, შესაბამისი ასაკის ბავშვთა 59 % — საშუალო სკოლებში. სწავლების პირველი ოთხი წელიწადი მიმდინარეობს ტსვანას ენაზე, ხოლო შემდეგ ინგლისურ ენაზე[55]. დაწყებითი განათლება გრძელდება 7 წელიწადი, საშუალო განათლება მიმდინარეობს ორ ეტაპად — სამი და ორი წელი. ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს უფასო განათლებას საშუალო განათლების დაწყებით და პირველ ეტაპზე[56].

უმაღლესი განათლების სისტემაში შედის ბოტსვანის უნივერსიტეტი გაბორონეში და ასევე ბოტსვანის სოფლის მეურნეობის კოლეჯი[56].

ბოტსვანის სასწავლო დაწესებულებები (2004 წელი)[31].
სასწავლო დაწესებულებები სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა პედაგოგთა რაოდენობა მოსწავლეთა რაოდენობა მოსწავლეთა რაოდენობა ერთ პედაგოგზე
დაწყებითი სკოლები (6—13 წლის ასაკი) 773 12 717 328 692 25,8
საშუალო სკოლები (14—18 წლის ასაკი) 278 10 620 225 526 21,2
უმაღლესი განათლება¹ 1 796 15 720 19,7

¹ ბოტსვანის უნივერსიტეტის მონაცემები

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კონსტიტუციაში განმტკიცებულია სიტყვის თავისუფლება და ბოტსვანის ხელისუფლება მხარს უჭერს ამ პრინციპს, თუმცა ოპოზიცია ზოგჯერ აცხადებს, რომ მათი საეთერო დრო რადიომაუწყებლობაში შეზღუდულია[57]. სახელმწიფო ტელევიზია ჩაისახა შედარებით გვიან — 2000 წელს გახსნილი ტელეარხით Botswana Television (BTV), ქვეყანაში ასევე მოქმედებს კერძო სატელევიზიო არხი Gaborone Television, რომელიც ეკუთვნის კომპანია GBC (Gaborone Broadcasting Company)[57]. მთავარი მასმედიის საშუალებებია რადიოსადგურები — სახელმწიფო Radio Botswana და კერძო Yarona FM, Gabz FM, Duma FM[57].

ბეჭვდითი მასმედიის გავრცელება ძირითადად შემოიფარგლება ქალაქებით. ყველაზე უფრო ცნობილი გაზეთებია Daily News, Botswana Guardian, Botswana Gazette, Mmegi/The Reporter, Sunday Standard, The Midweek Sun, The Voice. მოქმედებს სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Botswana Press Agency[57].

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახვითი ხელოვნება და ხელნაკეთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდეზე მხატვრობა ცოდილოში

ბოტსვანაში სახვითი ხელოვნების ყველაზე უფრო ძველი ძეგლია ცოდილოს კლდეზე ნახატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც შედგება 4500-ზე მეტი ნახატისაგან კალაჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კმ² ფართობზე[58]. მათზე სქემატურად გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები (ზებრები, ვეშაპები, მარტორქები და პინგვინები), ადამიანები, რიტუალური ცეკვის სცენები.

ქვეყანაში ბევრი თანამედროვე მხატვარია, რომელთა ტილოები იყიდება მაღაზიებში, ასევე გამოფენილია გაბორონეს და ფრანსისთაუნის ექსპოზიციებზე, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია ეროვნული მუზეუმის ექსპოზიცია[59].

ბოტსვანის ხელნაკეთობებს შორის ყველაზე უფრო მეტად ცნობილია კალათების წარმოება, რომლებიც მზადდება პალმა მოკოლვანესაგან (Hyphaene petersiana), რომელიც ჯერ თხლად იჭრება და შემდეგ იხარშება მიწის ფერ ნატურალურ შესაღებ ნივთიერებებში[59]. სხვა ხელნაკეთობებს შორის გავრცელებულია ხეზე თლა (რიტუალური ნიღბების და სხვადასხვა საშინაო საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება, მათ შორის გრძელსახელურიანი კოვზები ანთროპოლოგიური და ზოომორფული ფიგურების სახით), მექოთნეობა (სტატუეტების და კერამიკული ჭურჭლის დამზადება, ცხოველების და ფრინველების ფიგურებით მორთული), ხალიჩების დამზადება ცხოველების ტყავისაგან, ჭურჭლის დამზადება გამომშრალი გოგრისაგან[59].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანაში გამოცემული პირველი წიგნი იყო XIX საუკუნის ბიბლია. ქვეყანაში ადრე ლიტერატურა ვითარდებოდა თარგმანის მეშვეობით — ზოგიერთმა მთარგმნელმა, რომლებიცაა სოლ პლატიე და ლ. დ. რადიტლადი, ტსვანას ენაზე გადათარგმნეს უილიამ შექსპირის მთელი რიგი პიესები. ბოტსვანის მწერლებს შორის ყველაზე უფრო ცნობილია ბესი ჰიდი, რომელიც დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და მისი მშობლები იყვნენ მდიდარი თეთრკანიანი სამხრეთამერიკელი ქალი და მისი შავკანიანი მოსამსახურე მამაკაცი. მან დაწერა მთელი რიგი რომანები ინგლისურ ენაზე, რომელთა შორისაა «როდესაც ღრუბლები იკრიბება» და «ხელისუფლების საკითხი». სხვა ბოტსვანელ მწერლებს შორის აღსანიშნავია — დავიდ სუგსი, იუნიტი დოუ და სხვები[60].

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის მუსიკა ჩამოყალიბდა ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მუსიკალური კულტურის ინტეგრაციის შედეგად. ბოტსვანაში მუსიკის ყველაზე უფრო პოპულარული ფორმაა გუმბა-გუმბა, რომელიც ზულუსების და ტსვანას ხალხის გათანამედროვებული მუსიკაა, შერეული ჯაზთან[61]. ხალხური მუსიკიდან გავრცელებულია ისეთი ფორმები, როგორებიცაა: ჰურუ, ცუცუბე, მოკომოტო, ბორანკანა, ნდაზოლა, სელეტე, ჩესა და სეტაპა[62]. თანამედროვე მუსიკალური მიმართულებებიდან ცნობილია კვასა-კვასა, რომელიც რუმბას აფრიკული ვერსიაა[63].

ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტად გამოიყენება შემდეგი მუსიკალური ინსტრუმენტები: სეკოკვანე (ხახვის ფორმის მუსიკალური ინსტრუმენტი), კვადი, ლოსიბა და სეგანკურუ (საყვირი), მბირა, დასარტყამი საკრავი მატლო, მოროპა (კონიკური ფორმის ხის ბარაბანი), მაპატა (რიტუალური რქა), დიტლაკის ფლეიტა — დამზადებული ხისგან, ბამბუკისგან, ლერწმისგან, ცხოველების ტყავისგან და რქებისგან, ასევე გამომშრალი გოგრისგან.

მუზეუმები და ბიბლიოთეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი მუზეუმია ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა გაბორონეში, რომელიც გაიხსნა 1968 წელს და შეიცავს ბოტსვანის ეთნოგრაფიის და ისტორიის მასალებს, ასევე ქვეყნის და რეგიონების ხელოვნების ნიმუშებს[64]. ეთნოგრაფიული მუზეუმი ასევე არსებობს ფრანსისთაუნში, კანიეში და მოჩუდიში და ფოსტის მუზეუმი გაბორონეში[65].

ბოტსვანის ეროვნული ბიბლიოთეკების სამსახური დაარსდა 1967 წელს და დღეისათვის ქვეყანაში შედგება 21 განყოფილებისაგან, რომლებშიც მთლიანად ინახება წიგნების 160 ათასი ტომი, რომელთაგან 65 ათასი იმყოფება გაბორონეს მთავარ განყოფილებაში. გაბორონეში ასევე მდებარეობს ბოტსვანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (250 ათასი ტომი) და ეროვნული არქივი (20 ათასი ტომი)[65].

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ისეთი სპორტის სახეობები, როგორებიცაა მძლეოსნობა, კრივი, კრიკეტი და ფეხბურთი. ბოტსვანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობს 1980 წლიდან. ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსანმა ნაიჯელ ამოსმა მოიპოვა ვერცხლის მედალი 800 მეტრიან დისტანციაზე. 2011 წელს ამანტლე მონტშო გახდა მსოფლიო ჩემპიონი 400 მეტრიან დისტანციაზე და ქვეყანას მოუტანა პირველი მედალი მძლეოსნობაში მსოფლიო დონეზე. მძლეოსანი კაბელო კგოსიემანგი აფრიკის ჩემპიონატის ზედიზედ ხუთგზის გამარჯვებულია სიმაღლეზე ხტომაში (2006-2014 წლები). ქვეყნის ყველაზე უფრო ცნობილ ოლიმპიურ სპორტსმენებს შორის გამოირჩევიან: გაბლე გარენამოტსე, ლეჩეძანი ლუზა, კალიფორნია მოლეფე, ფრანს მაბილეტსა და კჰუმისო იკჰოპოლენგი[66].

ბოტსვანის ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა 1970 წელს, 1978 წელს შევიდა ფიფას შემადგენლობაში[67]. ბოტსვანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც ქომაგები ეძახიან «ზებრებს» ან «ეზიმბიზის», მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებებში, მაგრამ არასდროს არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო აფრიკის ერთა თასზე დებიუტი ჰქონდა 2012 წელს[68].

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი[69] დასახელება (ქართ.) დასახელება (ინგლ. და ტსვანა)
1 იანვარი ახალი წელი (2 იანვარი დასვენების დღეა) New Year’s Day / Ngwaga o mosha
ცვალებადი დიდი პარასკევი Good Friday / Labotlhano yo o molemo
ცვალებადი აღდგომის ორშაბათი Easter Monday
ცვალებადი ამაღლება Ascension Day / Tlhatlogo
1 ივლისი სერ სერეტსე კჰამას დღე Sir Seretse Khama Day
ივლისის მესამე ორშაბათი პრეზიდენტის დღე (მისი მომდევნო დღე დასვენების დღეა) President’s Day
30 სექტემბერი დამოუკიდებლობის დღე Independence Day / Boipuso
25 დეკემბერი ქრისტეს შობა (მისი მომდევნო დღე დასვენების დღეა) Christmas / Keresemose

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Geohive
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statistics Botswana
  3. 3.0 3.1 3.2 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Citypopulation
  4. 4.0 4.1 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 CIA.. (2014)Botswana. The World Factbook.
  6. Encyclopedia of Nations.. Botswana — Location, size, and extent. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  7. Encyclopedia of Nations.. Botswana — Topography. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 8.11 8.12 8.13 Britannica.. Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  9. Maps of World.. Botswana Rivers. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  10. 10.0 10.1 Encyclopedia of Nations.. Botswana — Environment. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2009.
  11. 11.0 11.1 11.2 Encyclopedia of Nations.. Botswana — Climate. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  12. Department of Meteorological Services. Botswana Climate. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-28. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი 2012.
  13. Botswana Tourism Board. Elephant. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-28. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი 2012.
  14. The Fishes of the Okavango Delta.
  15. 15.0 15.1 List of Freshwater Fishes reported from Botswana. www.fishbase.org. წაკითხვის თარიღი: 2016-02-16.
  16. The IUCN Red List of Threatened Species. www.iucnredlist.org. წაკითხვის თარიღი: 2016-02-16.
  17. GNF. Okavango Delta - Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი 2010.
  18. Central Kalahari Game Reserve en. Department of Wildlife and National Parks. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-19. წაკითხვის თარიღი: 2012-03-22.
  19. Botswana Tourism Board.. Central Kalahari Game Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-28. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი 2012.
  20. Botswana Tourism Board.. Chobe National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-28. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი 2012.
  21. Botswana Tourism Board.. Moremi Game Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-28. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი 2012.
  22. UNESCO. Gcwihaba Caves. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-10. წაკითხვის თარიღი: 10 თებერვალი 2013.
  23. Encyclopedia of Nations.. Botswana — History. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი 2009.
  24. Encyclopedia of Nations.. Botswana — Judicial system. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  25. Encyclopedia of Nations.. Botswana — Local government. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  26. Encyclopedia of Nations.. Botswana — Political parties. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  27. გაეროს წევრი სახელმწიფოების სია
  28. 28.0 28.1 Encyclopedia of Nations.. Botswana — International cooperation. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  29. Robert K Hitchcock.. Water resource use and management in the Okavango system of southern Africa: the political economy of state, community and private resource control. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი 2010.
  30. The Court finds that Kasikili/Sedudu Island forms part of the territory of Botswana. International Court of Justice. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი 2010.
  31. 31.00 31.01 31.02 31.03 31.04 31.05 31.06 31.07 31.08 31.09 31.10 31.11 31.12 31.13 31.14 31.15 31.16 31.17 31.18 31.19 31.20 Britannica. “World data: Botswana“. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009. (en) 
  32. Gwillim Law. Sub-districts of Botswana. Administrative Divisions of Countries ("Statoids"). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  33. Stefan Lovgren (14 September 2004) African Bushmen Tour U.S. to Fund Fight for Land. National Geographic News.
  34. UN report condemns Botswana's treatment of Bushmen. Survival International (3 March 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
  35. Challenges faced by Botswana's indigenous require Government action – UN expert. Un.org (25 February 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
  36. 36.0 36.1 36.2 United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor. (September 14, 2007) International Religious Freedom Report 2007: Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი 2009.
  37. World Council of Churches — Botswana
  38. Christian Religion Botswana
  39. Pentecostal Holiness Church South Africa
  40. Assemblies of God — Botswana
  41. AoG — Botswana
  42. Botswana Council of Churches
  43. 43.0 43.1 43.2 43.3 Encyclopedia of Nations.. Botswana — Economy. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  44. Encyclopedia of Nations.. Botswana — Mining. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  45. 45.0 45.1 Encyclopedia of Nations. Botswana — Industry. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  46. 46.0 46.1 46.2 Encyclopedia of Nations. Botswana — Agriculture. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2009.
  47. Encyclopedia of Nations.. Botswana — Animal husbandry. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  48. 48.0 48.1 48.2 Encyclopedia of Nations.. Botswana — Energy and power. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  49. 49.0 49.1 49.2 Encyclopedia of Nations.. Botswana — Transportation. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  50. Botswana Tourism Board.. Transport in Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-03-10. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  51. 51.0 51.1 51.2 Encyclopedia of Nations.. Botswana — Tourism, travel, and recreation. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  52. Maps of World.. Botswana Hospitals. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  53. WHO.. Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  54. 54.0 54.1 Encyclopedia of Nations.. Botswana — Health. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  55. Encyclopedia of nations.. Botswana — Education. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  56. 56.0 56.1 Maps of World.. Botswana Education. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 BBC.. Country profile: Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  58. Unesco.. Tsodilo. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  59. 59.0 59.1 59.2 Botswana Tourism Board.. Arts and Crafts. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-03-10. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  60. Maps of World.. Botswana Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  61. Maps of World.. Botswana Music. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  62. Maps of World.. Folk Music Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  63. Maps of World.. Modern Music Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  64. Botswana Tourism Board.. The National Museum and Art Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-03-10. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  65. 65.0 65.1 Encyclopedia of Nations.. Botswana — Libraries and museums. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
  66. Maps of World.. Botswana Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  67. FIFA.. Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  68. Maps of World.. Botswana National Football Team. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2009.
  69. Public Holidays in Botswana. World Travel Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-22. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი 2010.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: