სტენფორდის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტენფორდის უნივერსიტეტი
Stanford University from Hoover Tower May 2011 004.jpg
დევიზი Die Luft der Freiheit weht - თავისუფლების ქარი ქრის
დაფუძნდა 1891[1][2]
ტიპი კერძო
მდებარეობა სტენფორდი, კალიფორნია აშშ
საიტი stanford.edu
უნივერსიტეტის გერბი

ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლ. Leland Stanford Junior University), შემოკლებით სტენფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. Stanford University) — კერძო დაფინანსების ამერიკული უნივერსიტეტი სტენფორდში, კალიფორნიის შტატში. სან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში სანტა-კლარას ქაუნთიში ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარე უნივერსიტეტი სილიკონის ველის შუაგულშია, გეოგრაფიულიად და ისტორიულადაც.

ვრცელ კამპუსზე განლაგებული უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს საინჟინრო, იურიდიულ, სამედცინო, განათლების, ბიზნესის, ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლებს. სტენფორდს საკუთარი საავადმყოფო აქვს სამედიცინო პრაქტიკისთვის. ის ასევე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში.

სტენფორდის უნივერსიტეტი 2016 მეოთხეა ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის U.S. News and World Report-ის კვლევის მიხედვით[3]. იგი პირველ ადგილს იკავებს ჟურნალ Slate-ის რეიტინგში "21-ე საუკუნის ჰარვარდი".[4] The New York Times-მა 2014 წელს სტენფორდის შესახებ დაწერა: "სტენფორდის უნივერსიტეტი ამერიკისთვის გახდა სასწავლებელი, როგორიც ერთ დროს ჰარვარდი იყო".[5] 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში The Princeton Review-ს გამოკითხვით თანახმად სტენფორდში სწავლაზე ყველაზე ბევრი ბავშვი ოცნებობდა, იგი პოპულარული იყო მშობლებს შორისაც.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History: Stanford University. Stanford University. წაკითხვის თარიღი: December 20, 2013.
  2. Chapter 1: The University and the Faculty. Faculty Handbook. Stanford University (September 24, 2013). წაკითხვის თარიღი: 2014-01-07.
  3. National University Rankings. U.S. News & World Report. წაკითხვის თარიღი: November 3, 2015.
  4. Oremus, Will. (15 April 2013)Silicon Is the New Ivy. Slate. წაკითხვის თარიღი: 8 June 2014.
  5. Pérez-Peña, Richard. (29 May 2014)To Young Minds of Today, Harvard Is the Stanford of the East. New York Times. წაკითხვის თარიღი: 8 June 2014.
  6. Top 10 "Dream Colleges". წაკითხვის თარიღი: 14 April 2016.