ეპირის დესპოტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპირის დესპოტატი 1205-1230 წლებში.

ეპირის დესპოტატი (ბერძნ. το Βασίλειο της Ηπείρου) — ბიზანტიური სახელმწიფო. დააარსა მიქაელ ანგელოს დუკა კომნენოსმა 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ. მოიცავდა შუა და სამხრეთ მაკედონიას, თესალიასა და ეპირს. დედაქალაქი – არტა.

ეპირი ბიზანტიისა და სხვა პროვინციებისაგან მკვეთრად გამოირჩეოდა თავისი ეთნიკური სიჭრელით: შუა და სამხრეთ მაკედონიაში სლავური ელემენტები ჭარბობდა, სამხრეთ ეპირში და თესალიაში – ბერძნული, ხოლო ჩრდილოეთ ეპირში უმრავლესობას ალბანელები შეადგენდნენ. გარდა ამისა, მრავლად იყვნენ მომთაბარე და ბინადარი ვლახები. ეპირის დესპოტატმა მემკვიდრეობით მიიღო მმართველობის ბიზანტიური სისტემა (ბიზანტიის მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში იყო ჩაბმული ლათინთა და ნიკეის იმპერიებთან და ბულგარეთთან). ეპირის დესპოტატის ტერიტორიისათვის ერთმანეთს ეომებოდნენ ნეაპოლის სამეფო და ბიზანტიის იმპერატორებიპალეოლოგოსები. XIV საუკუნის I ნახევარში ეპირის დესპოტატი ბიზანტიის გავლენაში მოექცა, შემდეგ სერბებს, ალბანელებსა და იტალიელებს დამორჩილდა. 1468 წელს ეპირის დესპოტატი ოსმალებმა დაიპყრეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]