კოსტა-რიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოსტა-რიკის რესპუბლიკა
República de Costa Rica
კოსტა-რიკა
კოსტა-რიკას
ჰიმნი: Noble patria, tu hermosa bandera
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სან-ხოსე
9°55′ ჩ. გ. 84°04′ დ. გ. / 9.917° ჩ. გ. 84.067° დ. გ. / 9.917; -84.067
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა დემოკრატიული რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ლუის გილერმო სოლისი
ფართობი
 -  სულ 51 100 კმ2 (128-ე)
 -  წყალი (%) 0,7
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 4 301 712 (119-ე)
 -  სიმჭიდროვე 84 კაცი/კმ2 (107-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $55 021 მილიარდი (84-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $11 927 (62-ე)
აგი (2011) 0,744 (მაღალი) (69-ე)
ვალუტა კოსტა-რიკული კოლონი (CRC)
დროის სარტყელი (UTC-6)
ქვეყნის კოდი CRI
Internet TLD .cr
სატელეფონო კოდი 506

კოსტა-რიკა (ესპ. მდიდარი ნაპირი), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.

1949 წელს, კოსტა–რიკამ კონსტიტუციურად გააუქმა შეიარაღებული ძალები.[1][2][3] იგი ერთადერთი ლათინურამერიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს 22 ყველაზე ძველი დემოკრატიული სახელმწიფოს სიაში შედის.[4] კოსტა–რიკას მყარად უჭირავს მოწინავე ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ადამიანური განვითარების ინდექსის თვალსაზრისით. 2011 წლის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ის 69–ე ადგილზეა.[5]

გაეროს განვითარების პროგრამის 2010 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოსტა–რიკა ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ადამიანური განვითარება ბევრად მაღალია, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე სხვა ქვეყნებში.[6] ამავე პროგრამის 2011 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა დასახელებულია გარემოს მდგრადი განვითარების კარგ შემსრულებლად, რომელსაც ადამიანური განვითარებისა და უთანასწორობის ბევრად უფრო კარგი მონაცემები აქვს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს. ამავე დროს, ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც გარემო მდგრადობაზე დაფუძნებული ხუთივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა.[5] 2012 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა Environmental Performance Index–ის მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთეა, ამერიკაში კი პირველი.[7]

2007 წელს, კოსტა–რიკის მთავრობამ განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წლისთვის კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველი კარბონ–ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს.[8][9][10] 2009 წელს New Economics Foundation–მა (NEF) კოსტა–რიკა ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის თვალსაზრისით კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველ ადგილზე დაასახელა, იგივე პოზიცია მან 2012 წელსაც შეინარჩუნა.[11][12] NEF–მა 2009 წელს კოსტა–რიკა ასევე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად.[13] 2012 წელს კოსტა–რიკა პირველი ქვეყანა გახდა ამერიკაში, რომელმაც რეკრეაციული ნადირობა აკრძალა.[14]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტა-რიკის რუკა

ქვეყნის დიდი ნაწილი უჭირავს ვულკანურ ქედებს კორდილიერა-დე-გუანაკასტესა და კორდილიერა-სენტრალს. უკანასკნელის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ვულკანური პლატო, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე აღმართულია კორდილიერა-დე-ტალამანკა (მთ ჩირიპო-გრანდე, 3820 მ). ჩრდილოეთით და ზღვის გასწვრივ დაბლობებია.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტა-რიკა იყოფა 7 პროვინციად:

პროვინციები იყოფა კანტონებად, სულ მათი რიცხვია - 90. კანტონებს მართავენ მერები, რომლებსაც ირჩევენ 4 წლის ვადით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. El Espíritu del 48. Abolición del Ejército Spanish. წაკითხვის თარიღი: 2008-03-09.
  2. Costa Rica. World Desk Reference. წაკითხვის თარიღი: 2009-06-09.
  3. Costa Rica. Uppsala University. წაკითხვის თარიღი: 2009-06-09.
  4. Costa Rica's new president: Thriller for Chinchilla“, The Economist, 2010-02-11. წაკითხვის თარიღი: 2010-02-16. 
  5. 5.0 5.1 UNDP Human Development Report 2011. Table 1: Human Development Index and its components. UNDP. წაკითხვის თარიღი: 2011-11-03. pp. 4, 42 (see Table 2.4 and Box 2.10) and 128
  6. UNDP Human Development Report 2010. Table 1: Human development index 2010 and its components (PDF), გვ. 5, 49, 144. წაკითხვის თარიღი: 2010-11-06. 
  7. Yale Center for Environmental Law & Policy / Center for International Earth Science Information Network at Columbia University. 2010 EPI Rankings. წაკითხვის თარიღი: 2012-01-25.
  8. John Burnett. “Costa Rica Aims to Be a Carbon-Neutral Nation“, National Public Radio (NPR.org), 2008-02-18. წაკითხვის თარიღი: 2009-04-27. 
  9. Alana Herro. “Costa Rica Aims to Become First "Carbon Neutral" Country“, Worldwatch Institute, 2007-03-12. წაკითხვის თარიღი: 2009-04-27. 
  10. Alejandro Vargas. “País quiere ser primera nación con balance neutro de carbono“, La Nación, 2007-02-21. წაკითხვის თარიღი: 2009-04-27. (Spanish) 
  11. Irene Rodríguez. “Costa Rica es nuevamente el país más feliz del mundo, según índice 'Happy Planet'“, La Nación, 2012-06-14. წაკითხვის თარიღი: 2012-06-14. (Spanish) 
  12. Fiona Harvey. “UK citizens better off than EU counterparts, says happiness index“, The Guardian, 2012-06-14. წაკითხვის თარიღი: 2012-06-14. 
  13. Ashley Seager. “Costa Rica is the world's happiest and greenest country in the world“, The Guardian, 2008-07-04. წაკითხვის თარიღი: 2009-07-04. 
  14. http://www.rawstory.com/rs/2012/10/03/costa-rica-set-to-ban-hunting-a-first-in-the-americas/