პარაგვაი
| პარაგვაის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| დევიზი: ესპ. Paz y justicia „მშვიდობა და სამართლიანობა“ |
||||||
| ჰიმნი: ესპ. Himno Nacional Paraguayo "პარაგვაის ჰიმნი" |
||||||
| დედაქალაქი და | ასუნსიონი 25°16′ ს. გ. 57°40′ დ. გ. / 25.267° ს. გ. 57.667° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ესპანური, გუარანი[1][2] | |||||
| ეთნიკური ჯგუფები | 95 % მულატი, 5 % სხვა | |||||
| რელიგია | 88,3 % კათოლიკე, 7,8 % სხვა ქრისტიანი, 2,6 % ათეისტი/არარელიგიური, 0,4 % სხვა | |||||
| ეთნოქორონიმი | პარაგვაელი | |||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | სანტიაგო პენია | ||||
| - | ვიცე-პრეზიდენტი | პედრო ალიანა | ||||
| - | ზედა პალატა | სენატი | ||||
| - | ქვედა პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
| დაარსება | ||||||
| - | დაარსება | 1814 წ. 14 მაისი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 406 796 კმ2 (60-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 2,6 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2009 შეფასება | 6 454 548[3] (103-ე) | ||||
| - | სიმჭიდროვე | 14,2 კაცი/კმ2 (204-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2011 შეფასება | |||||
| - | სულ | $35.346 მილიარდი[4] | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $5412 | ||||
| აგი (2011) | 0.665[5] საშუალო · 107-ე |
|||||
| ვალუტა | გუარანი (PYG) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-04:00 | |||||
| - | ზაფხული (DST) | UTC-03:00 (UTC) | ||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +595 | |||||
| ISO 3166 კოდი | PRY | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .py | |||||
პარაგვაი, ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარ. Paraguái Tavakuairetã) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (ესპ. Corazón de América) უწოდებენ.[6]
XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60 %-70 % და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს პარაგვაიმ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.
2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური და გუარანი. მოსახლეობის 92 % საუბრობს ესპანურად, 98% კი გუარანზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5 %-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ.[7] 2011 წლისთვის ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4 % შეადგინა.[8]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე პარაგვაის სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს გუარანის სიტყვებიდან: para, რაც ნიშნავს „მრავალფეროვანს“ და gua — „მდინარისეულს“. თუმცა არ არსებობს სახელ პარაგვაის წარმოშობის რაიმე საბოლოო ახსნა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრე-კოლუმბიური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირძველი გუარანის ხალხი ესპანელების მოსვლამდე მინიმუმ ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა აღმოსავლეთ პარაგვაიში. დასავლეთ პარაგვაი, გრან-ჩაკო, დასახლებული იყო მომთაბარეებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო გუაიკურუს ხალხი. მდინარე პარაგვაი გამყოფი ხაზი იყო აღმოსავლეთით მოსახლე სოფლის მეურნეობის მიმდევარ გუარანელთა და დასავლეთით, გრან-ჩაკოში მოსახლე მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხს შორის. გუაიკურუს მომთაბარეები ცნობილი იყვნენ თავიანთი მებრძოლი ტრადიციებით და XIX საუკუნის ბოლომდე არ იყვნენ სრულად მშვიდობისმოყვარენი. ეს ძირძველი ტომები განეკუთვნებოდნენ ხუთ განსხვავებულ ენობრივ ოჯახს, რაც მათი ძირითადი დაყოფის საფუძველი იყო. განსხვავებული მეტყველების ჯგუფები, ძირითადად, კონკურენტუნარიანი იყო რესურსებისა და ტერიტორიების მიმართ. შემდეგ ისინი ტომებად დაიყვნენ ამ ოჯახებში სალაპარაკო ენების მიხედვით. დღეს შენარჩუნებულია 17 ცალკეული ეთნოლინგვისტური ჯგუფი.
კოლონიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ რეგიონში პირველი ევროპელები იყვნენ ესპანელი მკვლევარები, 1516 წელს.[9] ესპანელმა მკვლევარმა ხუან დე სალასარ დე ესპინოსამ 1537 წლის 15 აგვისტოს დააარსა დასახლება ასუნსიონი. საბოლოოდ ქალაქი გახდა პარაგვაის ესპანური კოლონიური პროვინციის ცენტრი.
ავტონომიური ქრისტიანული ინდიელი ერის შექმნის მცდელობა[10] განხორციელდა მეთვრამეტე საუკუნეში სამხრეთ ამერიკის ამ ნაწილში იეზუიტური მისიებით და დასახლებების ჩამოყალიბებით, რომლებიც მოიცავდა ურუგვაის, არგენტინისა და ბრაზილიის ნაწილებს. პარაგვაის კათოლიციზმზე გავლენა მოახდინეს ძირძველმა ხალხებმა; რელიგიურმა სინკრეტიზმმა შთანთქა მშობლიური ელემენტები. იეზუიტების განდევნა მოხდა 1767 წელს ესპანეთის გვირგვინის მიერ. XVIII საუკუნის, ორი იეზუიტური მისიის ნანგრევი – ლა-სანტისიმა-ტრინიდად-დე-პარანა და ხესუს-დე-ტავარანგე იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის დასახელებული.[11]
XVI საუკუნიდან მოყოლებული დასავლეთ პარაგვაიში ესპანურ დასახლებას და ქრისტიანობას მკაცრად შეეწინააღმდეგნენ მომთაბარე გუაიკურუს ხალხი და სხვა მომთაბარეები. ამ ხალხთა უმეტესობა XVIII და XIX საუკუნეებში მეტისურ მოსახლეობაში შეერია.
დამოუკიდებლობა და ფრანსიას მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარაგვაიმ დაამხო ესპანეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია 1811 წლის 14 მაისს. პარაგვაის პირველი დიქტატორი იყო ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, რომელიც მართავდა პარაგვაის 1814 წლიდან გარდაცვალებამდე – 1840 წლამდე, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა საგარეო კონტაქტები ან გავლენა. იგი აპირებდა უტოპიური საზოგადოების შექმნას ფრანგი თეორიტიკოსის ჟან-ჟაკ რუსოს სოციალური კონტრაქტის საფუძველზე.[12] როდრიგეს დე ფრანსიამ დააწესა ახალი კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებდა კათოლიკური ეკლესიის უფლებამოსილებას (კათოლიციზმი მაშინ დამკვიდრებული სახელმწიფო რელიგია იყო) და კაბინეტი, რომელიც კრძალავდა კოლონიური მოქალაქეების ერთმანეთზე დაქორწინებას და საშუალებას აძლევდა მათ დაქორწინებულიყვნენ მხოლოდ შავკანიანებზე, მულატებსა თუ მკვიდრ მოსახლეობაზე, კოლონიური ეპოქის ელიტის ძალაუფლების დასანგრევად და შერეული რასის ან მეტისების საზოგადოების შესაქმნელად.[13] მან შეწყვიტა პარაგვაის ურთიერთობები დანარჩენ სამხრეთ ამერიკასთან. ფრანსიას მიერ თავისუფლების შეზღუდვის გამო ფულხენსიო იეგროსი და დამოუკიდებლობის პერიოდის კიდევ რამდენიმე ლიდერი 1820 წელს გეგმავდნენ გადატრიალებას ფრანსიას წინააღმდეგ, რომელმაც აღმოაჩინა ეს შეთქმულება და მათი ლიდერები, რომელთაგან ზოგიერთი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი კი დააპატიმრეს.
ლოპესის ოჯახის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1840 წელს ფრანსიას გარდაცვალების შემდეგ პარაგვაის მმართველობდნენ სხვადასხვა სამხედრო ოფიცრები ახალი ხუნტის პირობებში, სანამ კარლოს ანტონიო ლოპესი (სავარაუდოდ, როდრიგეს დე ფრანსიას ძმისშვილი) 1841 წელს მოვიდა სათავეში. ლოპესმა პარაგვაის მოდერნიზაცია მოახდინა და გახსნა იგი საგარეო კომერციისთვის. მან ხელი მოაწერა თავდაუსხმელობის პაქტს არგენტინასთან და 1842 წელს ოფიციალურად გამოაცხადა პარაგვაის დამოუკიდებლობა. 1862 წელს ლოპესის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადაეცა მის უფროს ვაჟს, ფრანსისკო სოლანო ლოპესს.
ლოპესის ოჯახის რეჟიმი ხასიათდებოდა გავრცელებული და ხისტი ცენტრალიზმით წარმოებასა და განაწილებაში. საზოგადოებასა და კერძო სფეროს შორის არავითარი განსხვავება არ ყოფილა და ლოპესის ოჯახი განაგებდა ქვეყანას, როგორც დიდ ქონებას.[14]
მთავრობა ახორციელებდა კონტროლს ყველა ექსპორტზე. იერბა მატეს (პარაგვაული ბაძგი) და ძვირფასი ხის პროდუქციის ექსპორტმა შეინარჩუნა სავაჭრო ბალანსი პარაგვაის და გარე სამყაროს შორის.[15] პარაგვაის მთავრობა პროტექციონისტული იყო, არასოდეს იღებდა უცხოურ სესხებს და შემოიღო მაღალი ტარიფები იმპორტირებულ უცხოურ პროდუქციაზე. ამ პროტექციონიზმმა საზოგადოება თვითკმარი გახადა და ასევე თავიდან აიცილა არგენტინისა და ბრაზილიის მსგავსად დავალიანებისგან დაზარალება. 1844 წლამდე მონობა არსებობდა პარაგვაიში, თუმცა არც თუ ისე დიდი რაოდენობით, როდესაც იგი ახალ კონსტიტუციაში კანონიერად გაუქმდა.[16]
კარლოს ანტონიო ლოპესის ვაჟმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა 1862 წელს ჩაანაცვლა მამა, როგორც პრეზიდენტ-დიქტატორი და ზოგადად განაგრძო მამის პოლიტიკა. ორივეს სურდა პარაგვაის საერთაშორისო იმიჯის წარმოჩენა, როგორც „დემოკრატიული და რესპუბლიკური“, მაგრამ სინამდვილეში მმართველ ოჯახს თითქმის სრული კონტროლი ჰქონდა მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მათ შორის ეკლესიასა და კოლეჯებზე.[16]
სამხედრო თვალსაზრისით კარლოს ანტონიო ლოპესმა მოდერნიზაცია ჩაუტარა და გააფართოვა მრეწველობა და პარაგვაის არმია, გააძლიერა პარაგვაის სტრატეგიული თავდაცვა უმაიტას ციხესიმაგრის განვითარებით.[17] მთავრობამ დაიქირავა 200-ზე მეტი უცხოელი ტექნიკოსი, რომლებმაც დაამონტაჟეს სატელეგრაფო ხაზები და სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ფოლადის, ტექსტილის, ქაღალდისა და მელნის წარმოების გაფართოებას, საზღვაო მშენებლობის, იარაღისა და დენთის მრეწველობას. იბიკუის სამსხმელო საამქრომ, რომელიც დასრულდა 1850 წელს, აწარმოა ყველა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები და ტყვია. ასუნსიონის გემსაშენში აიგო მდინარის ხომალდები. ციხესიმაგრეები აშენდა, განსაკუთრებით მდინარე აპას გასწვრივ და გრან-ჩაკოში.[18] :22 მოღვაწეობა განაგრძო ფრანცისკო სოლანომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ქვეყანას „სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მოწინავე რესპუბლიკა“ უწოდეს, აღნიშნავდა ბრიტანელი მოსამართლე და პოლიტიკოსი სერ რობერტ ფილიმორი.[19]
პარაგვაის ომი (1864–1870)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1864 წლის 12 ოქტომბერს პარაგვაის ულტიმატუმების მიუხედავად, ბრაზილია (მხარს უჭერდა გენერალ ბარტოლომე მიტრის დაქვემდებარებაში მყოფ არგენტინის მთავრობას და ურუგვაელთა კოლორადოს აჯანყებას გენერალ ვენანსიო ფლორესის მეთაურობით) შემოიჭრა ურუგვაის რესპუბლიკაში, რათა დაემხო იმდროინდელი მთავრობა (რომელიც ბლანკოს პარტიის დაქვემდებარებაში იყო, ლოპესის მოკავშირე),[20] ამგვარად დაიწყო პარაგვაული ომი.[21]
1864 წლის 15 დეკემბერს პარაგვაელებმა, რესპუბლიკის მარშალის ფრანსისკო სოლანო ლოპესის მეთაურობით, საპასუხო იერიში მიიტანეს მატო-გროსოზე და მოგვიანებით, 1865 წლის 23 მარტს, გამოაცხადეს ომი არგენტინის წინააღმდეგ. 1865 წლის 22 თებერვალს გენერალ ვენანსიო ფლორესის მეთაურობით „ბლანკოს მთავრობა“ ჩამოაგდეს და შეცვალეს „კოლორადოს მთავრობით“ და ამის შემდეგ 1865 წლის 1 მაისს არგენტინის რესპუბლიკამ, ბრაზილიის იმპერიამ და ურუგვაის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს სამმაგი ალიანსის საიდუმლო ხელშეკრულებას პარაგვაის მთავრობის წინააღმდეგ.[22]
1870 წელს პარაგვაელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ კერო კორას ბრძოლაში, სადაც მარშალი სოლანო ლოპესი შეტაკებისას მოკლეს და უარი თქვეს დანებებაზე.[23] ამ ომის რეალური მიზეზები, რომელიც რჩება ყველაზე სისხლიან საერთაშორისო კონფლიქტად ამერიკის ისტორიაში, ჯერ კიდევ განხილვის საგანია.[24]

პარაგვაიმ თავისი ტერიტორიის 25–33 % დაკარგა არგენტინასა და ბრაზილიასთან, იძულებული გახდა გადაეხადა ომის უზარმაზარი ვალი და მისი შიდა ბიუჯეტის აღდგენის მიზნით გაეყიდა დიდი რაოდენობით ეროვნული ქონება. მაგრამ ომის ყველაზე უარესი შედეგი იყო მოსახლეობის კატასტროფული შემცირება. პარაგვაელთა მინიმუმ 50 % დაიღუპა კონფლიქტის დროს და დიდი დრო დასჭირდა ქვეყნას აღსადგენად. ომში პარაგვაელთა უბედურების შესახებ, უილიამ რუბინშტეინი წერდა:
„ნორმალური შეფასებით პარაგვაის მოსახლეობა მერყეობდა 450 000-დან 900 000-მდე, ომის შედეგად მხოლოდ 220 000 გადარჩა, რომელთაგან მხოლოდ 28 000 იყო ზრდასრული მამაკაცი“.[25]
1869 წელს ასუნსიონის გაძარცვის დროს ბრაზილიის იმპერიის არმიამ შეფუთა და პარაგვაის ეროვნული არქივი გადაიტანა რიო-დე-ჟანეიროში.[26] [27] ომის შესახებ ბრაზილიის ჩანაწერები გასაიდუმლოებულია.[28] ამან პარაგვაის ისტორიის შესწავლა კოლონიური და ადრეული ეროვნული პერიოდების შესახებ გაართულა.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1904 წელს დაიწყო ლიბერალური რევოლუცია კოლორადოს მმართველობის წინააღმდეგ. ლიბერალური მმართველობისას დაიწყო დიდი პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი. 1904 და 1954 წლებში პარაგვაის ოცდათერთმეტი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელთა უმეტესი ნაწილი იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან.[29] მმართველი ლიბერალური პარტიის ფრაქციებს შორის კონფლიქტმა განაპირობა პარაგვაის 1922 წლის სამოქალაქო ომი. 1930-იანი წლების დასაწყისში ჩაკოს რეგიონში ბოლივიასთან გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტი საბოლოოდ გადაიზარდა ჩაკოს ომში. დიდი დანაკარგების შემდეგ პარაგვაიმ დაამარცხა ბოლივია და დაამყარა თავისი სუვერენიტეტი სადავო ჩაკოს რეგიონის უმეტეს ნაწილზე. 1936 წლის 17 თებერვალს თებერვლის რევოლუციამ მოიყვანა პოლკოვნიკი რაფაელ ფრანკო. 1940–1948 წლებში ქვეყანას მართავდა გენერალი იხინიო მორინიგო. მისი მმართველობიდან უკმაყოფილება გამოიწვია პარაგვაის 1947 წლის სამოქალაქო ომმა.[30] ამის შემდეგ ალფრედო სტრესნერმა დაიწყო მონაწილეობა აჯანყებებში, რის შედეგადაც მოხდა მისი გადატრიალება 1954 წლის 4 მაისს.
სტრესნერის ერა, 1954–1989
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არასტაბილური მთავრობების სერია დასრულდა 1954 წელს დიქტატორის ალფრედო სტრესნერის რეჟიმის დამყარებით, რომელიც 1989 წლამდე სამ ათწლეულზე მეტხანს გაგრძელლდა. პარაგვაი გარკვეულწილად მოდერნიზირდა სტრესნერის რეჟიმის პირობებში, თუმცა მისი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებების მასიური დარღვევით.[31]
სტრესნერმა და კოლორადოს პარტიამ მართა ქვეყანა 1954 წლიდან 1989 წლამდე. დიქტატორი კურირებდა ეკონომიკური გაფართოების ეპოქას, მაგრამ ასევე ხასიათდებოდა უფლებების დაცვვის სისუსტით. პარაგვაი აქტიურად მონაწილეობდა კონდორის ოპერაციაში.[32] პოლიტიკური ოპონენტების წამება და სიკვდილი რუტინული იყო. მისი დამხობის შემდეგ კოლორადომ გააგრძელა ეროვნულ პოლიტიკაში დომინირება 2008 წლამდე.
ფერნანდო ლუგოს არჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის კოლორადოს პარტია გამოკითხვებში ლიდერობდა. მათი კანდიდატი იყო განათლების მინისტრი ბლანკა ოველარი, პირველი ქალი, რომელიც წარდგენილია პარაგვაის ისტორიაში მთავარი პარტიის კანდიდატად. კოლორადოს ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ ამომრჩევლებმა აირჩიეს პარაგვაის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის წევრი ფერნანდო ლუგო, ყოფილი კათოლიკე ეპისკოპოსი და არა სამოქალაქო მმართველობაში მყოფი პროფესიონალი პოლიტიკოსი და ავთენტური რადიკალური ლიბერალური პარტიის წევრი. ლუგო იყო განმათავისუფლებელი თეოლოგიის მიმდევარი. ლუგომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაამარცხა მმართველი პარტიის კანდიდატი და დამთავრდა 61 წლიანი კონსერვატიული მმართველობა. ლუგომ გაიმარჯვა ხმების თითქმის 41 %-ით, 31 % მიიღო კოლორადოს პარტიის კანდიდატმა ბლანკა ოველარმა.[33]
ლუგომ ფიცი დადო 2008 წელს 15 აგვისტოს. ლუგოს ადმინისტრაციამ თავის ორ მთავარ პრიორიტეტად დაისახა კორუფციის შემცირება და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხრვა.[34]
თანამედროვე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 15 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტომდე პარაგვაის პრეზიდენტი იყო მარიო აბდო ბენიტესი. პარაგვაის ამაჟამინდელი პრეზიდენტია სანტიაგო პენია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარაგვაი მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ბოლივია.
ქვეყნის საერთო ფართობია 406 752 კმ².
მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %–ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთო კლიმატი არის ტროპიკული, სუბტროპიკული. რეგიონის უმეტესი მიწების მსგავსად, პარაგვაის მხოლოდ სველი და მშრალი პერიოდები აქვს. ქარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პარაგვაის ამინდის გავლენის საკითხში: ოქტომბრიდან მარტამდე, ჩრდილოეთით ამაზონის აუზიდან თბილი ქარები ქრიან, ხოლო მაისიდან აგვისტომდე პერიოდს ანდებიდან ცივი ქარი მოაქვს.
მთის არეალის არარსებობა, ბუნებრივი ბარიერის უზრუნველსაყოფად, საშუალებას აძლევს ქარს განავითაროს სიჩქარე 161 კილომეტრი საათში. ეს ასევე იწვევს ტემპერატურის მნიშვნელოვან ცვლილებას დროის მოკლე მონაკვეთში. იანვარი არის ყველაზე ცხელი თვე, საშუალო დღიური ტემპერატურა 28.9 °C.
ნალექი მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით. შორეული აღმოსავლეთის ტყის სარტყელი ყოველწლიურად საშუალოდ 170 სმ ნალექს იღებს, ხოლო დასავლეთის ჩაკოს რეგიონი, საშუალოდ არაუმეტეს 50 სმ-ის წელიწადში. დასავლეთში წვიმები არარეგულარულია და სწრაფად ორთქლდება, რაც ხელს უწყობს ტერიტორიის სიმშრალეს.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი სანტიაგო პენია.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (45+80 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 17 დეპარტამენტი (departamento) და ფედერალური ოლქი (distrito federal).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 6 191 368 (2005), მათ შორის 89,2 % პარაგვაელები, 3,3 % ბრაზილიელები.
- სახელმწიფო ენა: ესპანური. ენების ფლობა - გუარანი 45 %, ესპანური 6 %, ბილინგვა (გუარანი-ესპანური) 49 %.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები: ასუნსიონი (დედაქალაქი, 525 ათასი), სიუდად-დელ-ესტე (240), სან-ლორენსო (210).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარაგვაი 17 დეპარტამენტისა (ესპ. departamentos) და დედაქალაქის ოლქისგან შედგება. ცხრილში მითითებული მოსახლეობის რაოდენობა ეყრდნობა 2022 წლის აღწერის მონაცემებს.

| № | დეპარტამენტი | ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. 2022 წ. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | ალტო-პარაგვაი | ფუერტე-ოლიმპო | 82 349 | 17 608 | 0.21 |
| 2. | ალტო-პარანა | სიუდად-დელ-ესტე | 14 895 | 784 839 | 52.69 |
| 3. | ამამბაი | პედრო-ხუან-კაბალიერო | 12 933 | 173 770 | 13.44 |
| 4. | ასუნსიონის სადედაქალაქო ოლქი | ასუნსიონი | 117 | 477 346 | 4 080 |
| 5. | ბოკერონი | ფილადელფია | 91 669 | 68 595 | 0.74 |
| 6. | კააგუასუ | კორონელ-ოვიედო | 11 474 | 430 142 | 37.49 |
| 7. | კაასაპა | კაასაპა | 9 496 | 140 060 | 14.75 |
| 8. | კანინდეიუ | სალტო-დელ-გუაირა | 14 667 | 189 128 | 12.89 |
| 9. | სენტრალი | არეგუა | 2 465 | 1 866 562 | 757.2 |
| 10. | კონსეფსიონი | კონსეფსიონი | 18 051 | 204 536 | 11.33 |
| 11. | კორდილიერა | კააკუპე | 4 948 | 271 475 | 54.87 |
| 12. | გუაირა | ვილიარიკა | 3 846 | 180 121 | 46.83 |
| 13. | იტაპუა | ენკარნასიონი | 16 525 | 436 966 | 26.44 |
| 14. | მისიონესი | სან-ხუან-ბაუტისტა | 9 556 | 114 542 | 11.99 |
| 15. | ნიეემბუკუ | პილარი | 12 147 | 85 749 | 7.06 |
| 16. | პარაგუარი | პარაგუარი | 8 705 | 199 430 | 22.91 |
| 17. | პრესიდენტე-აიესი | ვილია-ჰეისი | 72 907 | 126 880 | 1.74 |
| 18. | სან-პედრო | სან-პედრო-დე-იკუამანდიიუ | 20 002 | 341 895 | 17.09 |
| სულ: | 406 752 | 6 109 644 | 15,02 | ||
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რესურსები: ჰიდროენერგია, ხე-ტყე, რკინის მადანი, მანგანუმი, კირქვა.
- ექსპორტი: ბამბა, სოია, მცენარული ზეთები, ხორცი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 1170 $.
- ვალუტა: გუარანი (PYG).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2010-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Paraguay Photos დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine.
- Paraguay
- Paraguay დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine.
- Key Development Forecasts for Paraguay
- ABC Color
- Última Hora დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine.
- La Nación
- Paraguay.com
- Ñanduti
- Paraguay Convention & Visitor's Bureau[მკვდარი ბმული]
- Paraguay.com: Tradition, Culture, Maps, Tourism
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (translator's note)
- ↑ 8 LIZCANO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
- ↑ Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). „World Population Prospects, Table A.1“ (PDF). 2008 revision. United Nations. ციტირების თარიღი: 2009-03-12. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Paraguay. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
- ↑ Human Development Report 2010. United Nations (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 November 2010.
- ↑ Paraguay, corazón de América (1961)
- ↑ CIA <<GDP - Real Growth Rate დაარქივებული 2012-10-25 საიტზე Wayback Machine. >> Accessed on 19 September 2011.
- ↑ Paraguay. State.gov (2012-03-15). ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ Sacks, Richard S.. (1988)Paraguay: A country study. U.S. Library of Congress / GPO. ციტირების თარიღი: 19 September 2009
- ↑ [[[:თარგი:Wdl]] Paraguariae Provinciae Soc. Jesu cum Adiacentibg. Novissima Descriptio] Latin. World Digital Library (1732).
- ↑ [[[:თარგი:Wdl]] Paraguariae Provinciae Soc. Jesu cum Adiacentibg. Novissima Descriptio] Latin. World Digital Library (1732).
- ↑ War of The Triple Alliance დაარქივებული 7 August 2014 საიტზე Wayback Machine. , War of the Pacific. Retrieved 14 November 2010
- ↑ „In Paraguay, Indigenous Language With Unique Staying Power“. ციტირების თარიღი: 5 October 2015.
- ↑ "Carlos Antonio López" დაარქივებული 16 August 2017 საიტზე Wayback Machine. , Library of Congress Country Studies, December 1988. URL accessed 30 December 2005.
- ↑ თარგი:Worldhistory
- ↑ 16.0 16.1 Cunninghame Graham 1933.
- ↑ Robert Cowley, The Reader's Encyclopedia to Military History. New York, New York: Houston Mifflin, 1996. Page 479.
- ↑ Hooker, T.D., 2008, The Paraguayan War, Nottingham: Foundry Books, ISBN 1901543153
- ↑ Robert Phillimore (1860), A Statement of the Facts of the Controversy Between the Governments of Great Britain and Paraguay, page 2. William Moore Printing. Washington D.C. USA.
- ↑ The Blanco Party of Uruguay, hardline right wing and reactionary at those days, was in the Uruguayan Government during the outbreak of the war and were allies of the Paraguayan Government. See the classic book of the Blanco Leader Luis Alberto de Herrera (1927): "El Drama del 65 – La Culpa Mitrista", pp. 11 – 33. Bareiro y Ramos Editors. Montevideo, Uruguay
- ↑ Sir Richard Francis Burton: "Letters from the Battlefields of Paraguay", p.76 – Tinsley Brothers Editors – London (1870) – Burton, as a witness of the conflict, marks this date (12–16 October 1864) as the real beginning of the war. He writes (and it's the most logic account, considering the facts): The Brazilian Army invades the Banda Oriental, despite the protestations of President López, who declared that such invasion would be held a "casus belli".
- ↑ Pomer, León (2008): "La Guerra del Paraguay: Estado, Política y Negocios" (in Spanish), pp. 240 – 241. Buenos Aires: Editorial Colihue.
- ↑ Hooker, T.D., 2008, "The Paraguayan War". Nottingham: Foundry Books, pp. 105–108. ISBN 1901543153
- ↑ The classical view asserts that Francisco Solano López's expansionist and hegemonic views are the main reason for the outbreak of the conflict. The traditional Paraguayan view, held by the "lopistas" (supporters of Solano López, both in Paraguay and worldwide), affirms that Paraguay acted in self-defense and for the protection of the "Equilibrium of the Plate Basin". This view is usually contested by the "anti-lopistas" (also known in Paraguay as "legionarios"), who favoured the "Triple Alliance". Revisionist views, both from right and left wing national-populists, put a great emphasis on the influence of the British Empire in the conflict, a view that is discarded by a majority of historians.
- ↑ Rubinsein, W. D. (2004). Genocide: a history. Pearson Education, გვ. 94. ISBN 0-582-50601-8.
- ↑ Hipólito Sanchez Quell: "Los 50.000 Documentos Paraguayos Llevados al Brasil". Ediciones Comuneros, Asunción (2006).
- ↑ Some of the documents taken by Brasil during the war, were returned to Paraguay in the collection known as "Colección de Río Branco", nowadays in the National Archives of Asunción, Paraguay
- ↑ Weinstein, Barbara. (28 January 2008) Let the Sunshine In: Government Records and National Insecurities. Historians.org. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ Hanratty, Dannin M.; Meditz, Sandra W. (1988). „Paraguay: A Country Study“. Washington: GPO for the Library of Congress. ციტირების თარიღი: 19 September 2009. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Paraguay Civil War 1947. Onwar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
- ↑ Bernstein, Adam (17 August 2006). „Alfredo Stroessner; Paraguayan Dictator“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
- ↑ Dinges, John. Operation Condor. Columbia University. ციტირების თარიღი: 6 July 2018
- ↑ Nickson, Andrew (2009). „The general election in Paraguay, April 2008“. Journal of Electoral Studies. 28 (1): 145–9. doi:10.1016/j.electstud.2008.10.001. ISSN 0261-3794.
- ↑ Paraguay. State.gov (15 March 2012). ციტირების თარიღი: 5 October 2012.
| |||||||||||
